კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 მანგანუმის მომპოვებელი ქარხნის წარმატება და მრავალწლიანი გამოცდილება

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


  ჭიათურის ეკონომიკის განვითარებაში უმთავრესი როლი მანგანუმის საბადოს აკისრია, სადაც ასეულობით ადამიანია დასაქმებული. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი, უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში, რასაც მდიდარი და მრავალწლიანი ისტორია აქვს. ბიზნესმენმა მერაბ ხარაძემ წლების წინ შექმნა მანგანუმის მომპოვებელი საკუთარი კომპანიები, რომლებიც დღემდე დიდი წარმატებით მუშაობენ ჭიათურაში. კონკრეტულად, რომელი კომპანიებია მის მფლობელობაში, რამდენი ადამიანია დასაქმებული და როგორ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს – ამ და ბევრ საინტერესო თემაზე, თავად მერაბ ხარაძე გვესაუბრა.

მერაბ ხარაძე: დავიბადე და გავიზარდე ჭიათურაში. დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი და პროფესიით სამთო ინჟინერი გახლავართ. მთელი  ცხოვრება ჩემი პროფესიით ვმუშაობ და არასდროს მიღალატია ამ საქმისთვის.  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, წლების განმავლობაში, „ჭიათურ-მანგანუმში” ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობებზე და 1993 წლიდან დღემდე, საკუთარი ბიზნესით ვარ დაკავებული. ეს საქმე, შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მყავს მეუღლე და ერთი შვილი.
– როგორც ვიცით, მანგანუმის მოპოვება შეიძლება ითქვას, თქვენი ოჯახური ტრადიციაა, რომელსაც არც თქვენ უღალატეთ.
– მამაჩემი – გივი ხარაძე, სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაშინ, როცა მე და ჩემი ძმა, ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით. მამაჩემიც ამ სფეროში მუშაობდა და ამან იქონია გავლენა პროფესიის არჩევისას. მანგანუმის გადამამუშავებელი პირველი ქარხანა 1993 წელს ავაშენე და მას შემდეგ, აქტიურად ვმუშაობთ. დღეს ჩემს მფლობელობაში უკვე სამი ქარხანაა. რომელთა ძირითადი ფუნქცია, ნედლი მანგანუმის მოპოვება, გადამუშავება და რეალიზაციაა.
– რომელი კომპანიებია თქვენს მფლობელობაში?
– ჩემს მფლობელობაშია შპს „Black Gold” და შპს „MM კომპანი”. მოგეხსენებათ მანგანუმი „შავი ოქროს“ სახელითაა ცნობილი მსოფლიოში და პირველი კომპანიის სახელიც აქედან მომდინარეობს, ხოლო რაც შეეხება „MM კომპანის,” ამ შემთხვევაში ჩემი და ჩემი ძმის სახელების ინიციალებია. ჩემი ძმა აქტიურად მიდგას გვერდში.
– რამდენი თანამშრომელი გყავთ და როგორ იცავთ უსაფრთხოების ნორმებს?
– ჩვენს კომპანიებში ასამდე ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მის დაცვას. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხო პირობებში მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩემთვის. ღმერთის წყალობით, ჯერ არცერთი საწარმოო მარცხი არ გვქონია და იმედია, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.
– რა სიძლიერის ტექნიკური აღჭურვილობა გაქვთ?
– დაახლოებით ოცდაათი ერთეული ტექნიკა გვყავს, მათ შორის ოთხი ექსკავატორი, რომლებიც მოიპოვებენ სამთო ქანს, შემდეგ კი იტვირთება მანქანები და ჩამოდის ქარხანაში, სადაც ხდება გადარჩევა და ვაწვდით პროდუქციას მანგანუმის კონცენტრანტს.
– ექსპორტზე თუ მუშაობთ?
– ამჟამად ვმუშაობთ „ჯორჯიან მანგანეზთან” და მისი უშუალო ქვეკონტრაქტორები ვართ. ნედლეულს მოვიპოვებთ მანგანუმის კარიერებზე, გადავამუშავებთ და ვაწვდით „ჯორჯიან მანგანეზს,” რომლის გამოყენებაც შემდგომ უკვე ხდება როგორც მეტალურგიაში, ასევე სხვადასხვა ქიმიურ მრეწველობაში.  გარდა ამისა, ჩვენი კომპანიები დამოუკიდებლადაც მუშაობენ ექსპორტზე. ამ კუთხით ათვისებული გვაქვს რუსეთისა და ლიტვის ბაზარი.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ვაპირებთ, ახალი პროდუქცია ვაწარმოოთ მანგანუმიდან და ამ საკითხზე უკვე მიდის მუშაობა. ამჟამად ვაშენებთ ახალ, რიგით მეოთხე ქარხანას ჭიათურაში, რომელიც უკვე დამთავრების სტადიაშია. დაახლოებით, ორ თვეში შევძლებთ მის ამუშავებას. ჩამოტანილი და დამონტაჟებულია ყველა საჭირო დანადგარი. ვცდილობთ, გავზარდოთ ბაზარიც. ჭიათურის მანგანუმი მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და ეს უზარმაზარი სიმდიდრეა.
скачать dle 11.3