კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როდის აპირებს ედმონდ მინაშვილი მონიკა ბელუჩის საქართველოში ჩამოყვანას და სად საუზმობდა ის უილ სმიტთან და დასტინ ჰოფმანთან ერთად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


რამდენიმე დღის წინ, მსახიობი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი კანის კინოფესტივალიდან დიდი შთაბეჭდილებებით, მნიშვნელოვანი მიღწევებითა და დაუვიწყარი ემოციებით დაბრუნდა. სულ მალე ის შინდისის გმირებზე მხატრული ფილმის გადაღებას იწყებს და კანში ვიზიტი ზუსტად ამ პროექტს უკავშირდებოდა. იმედი აქვს, რომ მომავალ წელს ამ ფესტივალზე კიდევ ერთხელ, მხოლოდ ამჯერად, საკუთარი ფილმის პრემიერით წარდგება.

ედმონდ მინაშვილი: კანის კინოფესტივალზე პროექტ „შინდისის“ განვითარების პროგრამით ვიყავი წასული. ამ თემაზე მხატვრული ფილმის გადაღებას ზაფხულში ვიწყებთ. კანში სხვადასხვა კინომწარმოებელთან და პროდიუსერთან მქონდა შეხვედრა. ძალიან საინტერესო დღეები გავატარე იქ, ნაყოფიერი შედეგით. ეს ფესტივალი ნამდვილი ზეიმია, კინოინდუსტრიის საოცარი სანახაობა. გაოგნებული ვარ იქ ნანახით და ძალიან მინდა, მომავალ წელსაც წავიდე, მაგრამ ამჯერად – უკვე ჩემი ფილმის პრემიერით. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ამ ფესტივალის შედეგია ის, რომ ჩვენი ფილმისადმი უკვე დიდი დაინტერესებაა საერთაშორისო დონეზე, რაც უკვე დიდი წარმატებაა. მსახიობ მერაბ ნინიძესთან უკვე საბოლოოდ შევთანხმდით. მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის შესახებ, აქამდეც გვისაუბრია. მაგრამ, ამჯერად უკვე მის აგენტთან შევათანხმეთ ყველაფერი და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენს ფილმში მთავარ როლს მერაბ ნინიძე შეასრულებს.
– მერაბ ნინიძემ ამ ფესტივალზე ჩაცმულობითაც მიიქცია ყურადღება, ქართულ წარწერიან მაისურს ვგულისხმობ.
– მე ვნახე მერაბის ფილმი, ჩვენ მის პრემიერას დავესწარით. ეს არის უნგრული ფილმი „იუპიტერის მთვარე“, რომელშიც მერაბმა საოცარი როლი ითამაშა. ისეთი სცენები ჰქონდა, ნებისმიერი რანგის არტისტს შეშურდებოდა. როგორც მსახიობს, მთავარ პრიზზე რაღაც პერიოდი უკონკურენტოდ განიხილავდნენ, თუმცა მერე გადაწყდა, რომ სხვას მიეღო ეს პრიზი. თუმცა, უილ სმიტმაც აღნიშნა, რომ ეს იყო მისი რჩეული ფილმი და სიამოვნებით ნახავდა კიდევ. მერაბს უდიდეს პატივს სცემენ ევროპაში. წარმოშობით ქართველი, ევროპელი ვარსკვლავი – ასე მოიხსენიებენ. ეს ცოტა არ მესიამოვნა (იცინის), მაგრამ საამაყოა, მსოფლიო ბაზარზე მისი დონის ვარსკვლავი რომ გვყავს და მიხარია, მასთან რომ ვმეგობრობ. უფრო მეტად მიხარია, რომ ის ჩემს ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ფესტივალზე დიდი დაინტერესება იყო საქართველოს მიმართ და მერაბმა საკუთარი მაისურითა და პრესკონფერენციაზე გამოსვლითაც, კიდევ უფრო კარგად გაუსვა ხაზი ჩვენს ქვეყანას. „მე“ ასეთი ამაყი ქართულენოვანი წარწერა ჰქონდა მას გულზე. ის ნამდვილად არის ინდივიდი და დიდი არტისტი.
– რაც შეეხება მონიკა ბელუჩისთან შეხვედრას...
– კანის ფესტივალზე თავს ძალიან შინაურულად ვგრძნობდი. ძალიან უშუალოდ ურთიერთობ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან. ვნახე დასტინ ჰოფმანი, უილ სმიტი, პედრო ალმადოვარი. სასტუმროში ყველა ერთად ვცხოვრობდით და დილით საუზმეზე, ყველანი ერთად ვუსხედით მაგიდას. რაც შეეხება მონიკა ბელუჩის, ის ძალიან დიდი დაცვით შემოვიდა და მე ერთ საინტერესო ფაქტს შევესწარი – დასტინ ჰოფმანი, როგორც კი მონიკა დაინახა, მის სანახავად დაიძრა, მაგრამ, როცა მიუახლოვდა, მონიკას დაცვის ერთ-ერთმა წევრმა ხელი ჰკრა. როგორც ჩანს, ვერ იცნო. სავარაუდოდ, მან ისიც არ იცოდა, ვის იცავდა. საოცარ სურათს შევესწარი (იცინის). მერე სანამ მონიკამ არ დაინახა და თვითონ არ ჩაეხუტა, მანამდე ვერ მიაღწია ჰოფმანმა მასთან. მეც ცოტა უცნაურად აღმოვჩნდი მონიკასთან. დავუძახე და მაშინვე გამოიხედა. აი, თვალებში რომ შემომხედა, ცუდად გავხდი (იცინის). მოდიო,  მითხრა. მეც დიდი სიხარულითა და სიყვარულით მივედი და ჩავეხუტე მთელი გულით, სულით. ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. მე ედმონდი მქვია-მეთქი და მე – მონიკაო, მიპასუხა (იცინის). ჩემი ულვაშები მოეწონა, ძალიან ლამაზიაო და დამიკაპიწა. ვუთხარი, რომ მე მისი კოლეგა ვიყავი საქართველოდან. მისი რეაქციიდან მივხვდი, რომ ვერ მიხვდა, რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობდი. საქართველოს შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა, ახლა უკვე იცის. ძალიან საინტერესო და თბილი ქალია, მაგრამ თვალებში რომ მიყურებდა, ძალიან ცუდად ვხდებოდი (იცინის). მეორე დღესაც იგივე სიტუაციაში შევხვდით. შორიდან მივესალმე და თვითონ კოცნა გამომიგზავნა. სრულიად შესაძლებელია, რომ მონიკა ბელუჩი სექტემბერში საქართველოში ვიხილოთ. ამიტომ, ახლა ვმუშაობ საინტერესო პროექტის შესაფუთად, რომლის ფარგლებშიც მას აქ ჩამოვიყვანთ.
– ხმაური გამოიწვია „ქართული ოცნების” მაისურმა, რომელიც კანის ფესტივალზე გეცვა.
– ძალიან ბევრი მწერს, რატომ ჩაიცვი ეს მაისურიო? მაისური ჩემია, მინდა, კანში ჩავიცვამ და მინდა, თბილისში. ამას რა მნიშვნელობა აქვს. ჩემს გარდერობში რამდენიმე ასეთი მაისურია და როცა ჩემოდანი ჩავალაგე ერთ-ერთი კანშიც წავიღე. თუმცა, ჩემი დამოკიდებულება ისედაც კარგად იცის საზოგადოებამ, ჯერ კიდევ 2011 წლიდან. მაშინ მე, როგორც ყველა ქართველი, სიმართლის დასაცავად ვიბრძოდი და რიცხვი, რომელიც მე კანის ფესტივალზე მაისურზე მეწერა, ჩემთვის ძალიან სიმბოლურია. ეს ბოროტებასა და ძალადობაზე გამარჯვებასთან ასოცირდება.
– არც ისე დიდი ხნის წინ, საუბრობდნენ იმაზეც, რომ კულტურის მინისტრის პოსტი უნდა ჩაგებარებინა. შენი ეს ჟესტი ხომ არ იყო პოლიტიკისკენ გადადგმული ნაბიჯი?
– ეს ჟურნალისტების აგორებული ამბავია. არა, პოლიტიკოსობა არაფერ შუაშია. ეს მაისური იქ ყოფნის მეშვიდე დღეს ჩავიცვი და არც მიფიქრია, რომ ამხელა ყურადღებას გამოიწვევდა. თუმცა, 2012 წელს, როცა ბევრს ეშინოდა, საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირების, მე ამას თამამად ვაკეთებდი და მგონია, რომ ამან დიდი შედეგი გამოიღო. ახლა ჩეხეთში მივდივარ ფესტივალზე და იქაც ჩავიცვამ 41-ნომრიან მაისურს, იმ ხალხის კიდევ უფრო გასაბრაზებლად, ვისაც არ ესიამოვნა, კანის ფესტივალზე ასე რომ მეცვა (იცინის). მე ეს მართლა მეამაყება. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, ადამიანი ცხოვრებაში ვერაფერს გამორიცხავს, მაგრამ ამ ეტაპზე, პოლიტიკოსობის არც დრო მაქვს და არც სურვილი.
– ბოლოს, გვითხარი, გარდა იმისა, რომ მერაბ ნინიძე გყავს მთავარ როლზე, კიდევ რა არის გადაწყვეტილი შინდისზე გადასაღები ფილმის შესახებ, რომელზეც ახლა მუშაობ?
– მასში, ასევე, ითამაშებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი დათო ბახტაძე. მერაბ ნინიძესა და დათო ბახტაძეს, ორივეს, ოსკაროსან ფილმში აქვთ ნათამაშები. ამჯერად ორი ოსკაროსანი მსახიობის შუაში მე ვდგავარ და მესამე „ოსკარს“ ველოდები (იცინის). როლზე, ასევე, დამტკიცებულია ია სუხიტაშვილი და გეტყვით, რომ ვიპოვეთ ათი წლის არაჩვეულებრივი გოგონა – მარიამ ჯიბლაძე, რომელიც ჩვენს ფილმში ითამაშებს. ჯარისკაცების როლზე მსახიობების შერჩევას ზაფხულში დავიწყებთ. ამისთვის მასობრივ ქასთინგს ჩავატარებთ ყველა რეგიონსა და სოფელში. ფილმის სამუშაო პროცესში ჩართულები არიან შინდისელი გმირების ოჯახის წევრები. მე ყველაფერს მათთან შეთანხმებით გავაკეთებ და ვაკეთებდი – იქნებოდა ეს იქ მემორიალის თუ ტაძრის მშენებლობა, რომელიც თავიდან ბოლომდე კახი კალაძის დახმარებით აიგო. ჩემი ფილმების დასრულებაშიც უდიდესი წვლილი მას მიუძღვის.
– ამ მხატვრული ფილმის გადაღებაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ვინ აფინანსებს მას? ისევ კახი კალაძე?
– არა, კერძო ინვესტორები გვყავს, როგორც ქართველი, ისე უცხოელები. ამჯერად ხელისუფლებიდან არავინ შეგვიწუხებია და არც კახი კალაძე. მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გვეხმარება ტექნიკით, რისთვისაც მათ დიდი მადლობა. მაქსიმუმ, ერთ წელიწადში მაყურებელი ამ ფილმს ნახავს და იცოდეთ, ეს ის პროექტია, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, „ოსკარი” აიღოს.
скачать dle 11.3