კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ვინ უყვარს ნოდიკო ტატიშვილს მთელ გალაქტიკაში ყველაზე მეტად და როგორი სიყვარულის ზღაპრები ჰქონია მას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 10 ივნისს 20 საათზე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ნიჭიერი მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი მსმენელის წინაშე წარსდგება სოლო კონცერტით: „ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა“ და მაყურებელს სიყვარულის ლამაზ ზღაპარს მოუყვება. ნოდიკოსთან ერთად, ალექსანდრე ბასილაიას ჰიტებად ქცეულ სიმღერებს, მისი მეგობრებიც შეასრულებენ. რაც მთავარია, მსმენელს ადგილზე კიდევ არაერთი სიურპრიზი დ
ახვდება.
ნოდიკო ტატიშვილი:
ახლა არის ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ფილარმონიაში გაიმართება ჩემი მეორე სოლო კონცერტი და რაც მთავარია, ვაკეთებ ალექსანდრე ბასილაიას სიმღერების ახალ ვერსიას. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია დათო მაზანაშვილი. ძალიან საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი ჩემთვის, შესაბამისად, ცოტას ვღელავ – წარმოდგენილი იქნება ყველასთვის საყვარელი სიმღერები, რომელსაც „ივერია“ წლების განმავლობაში ასრულებდა. იმ სიმღერებს ვმღერით, რომელიც დღესაც ისეთივე საყვარელია ხალხისთვის, როგორც  წლების წინ იყო.
– მასთან მუშაობა, ალბათ, შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო.
– ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი. რამდენიმე მომღერალმა ვიმღერეთ ხობის ფესტავალისთვის, ნუცა ჯანელიძემ შეგვკრიბა. ალექსანდრე ბასილაიამ მოგვისმინა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დამირეკა: ბუთხუზი ვარ, ბასიალაია, ვაპირებ კვინტეტის ჩამოყალიბებას და მინდა, ჩემთან იყოო. საოცარი ემოცია მქონდა, ყველას ვუყვებოდი. არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ, ჩვენი, ყველას ბაბუა. დიდი ხელოვანი, მუსიკოსი, კომპოზიტორი იყო და იმავდროულად – ძალიან თავმდაბალი, უშუალო ადამიანი. მისგან ვისწავლე, რომ, რასაც არ უნდა მიაღწიო ცხოვრებაში, თავში არ უნდა აგივარდეს და სხვას ზემოდან არ უნდა უყურო. ყველას უარვყოფ, ვინც სხვას ზევიდან უყურებს, გინდა ჩემი კოლეგა იყოს ის და გინდა, სხვა პროფესიის წარმომადგენელი. ამ დროს ადამიანი ამჟღავნებს თავის უკულტურობას. ის მდაბიო საქციელია და ჩემთვის მიუღებელი.
– ასეთი მნიშვნელოვანი კონცერტის მზადების წინ, ალბათ, საკმაოდ ღელავ, ნერვიულობ.
– როცა დიდი კონცერტი მაქვს, მადლობას ვეუბნები ოჯახის წევრებს, რადგან რთულია ასეთ დროს ჩემი ატანა, გაძლება, ჩემთან ურთიერთობა. ამ კონცერტის პროდიუსინგი, ორგანიზება, მენეჯერული საკითხები, ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღე. რომ გითხრა, ვერავის ვერ ვენდობი-მეთქი, მოგატყუებ. მგონია, რომ თუ მე არ ვაკეთებ ყველაფერს, შეიძლება, რაღაც მოაკლდეს – ალბათ, მაინც ნდობამდე მივდივარ. მირჩევნია, რაც ჩემია თვითონ გავაკეთო, უფრო მშვიდად, წყნარად ვარ და თუ შეცდომა მოხდება, მირჩევნია, საკუთარ თავს დავაბრალო. ეს ის სფეროა, სადაც შეიძლება, ვიჩხუბო კიდეც. ვბრაზდები, როცა ვიღაცას 500-ჯერ გავლილი ეშლება.
– შენი ჩხუბი არასდროს მინახავს.
– ზოგადად, არ მიყვარს ჩხუბი. მირჩევნია, დავჯდე, ან დავდგე და ისე დაველაპრაკო ადამიანს. ადრე უფრო ვჩხუბობდი – სკოლის პერიოდში ვინ არ ჩხუბობს. ადრეულ ასაკში რომ ყეყეჩობ – იმის შეყვარებულს ვიღაცამ რაღაც ცუდად უთხრა, ამის დაიკოს აწყენინეს, გავიქცეთ... თუმცა, ჩხუბამდე არ უნდა მიიყვანო საქმე, პაპუასობა მგონია, მაინც. მაგრამ, ხომ არიან ექსცენტრიკული ადამიანები, რომ უხსნი და არაფერი გამოდის, მაშინ გადავდივარ ჩხუბზე. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში თუ რამე გაუგებრობა ყოფილა, ყოველთვის საუბრით მივდივართ კონსესუსამდე.
–  როგორ უბრაზდები საკუთარ თავს?
– მერე მეწყება დიდხნიანი თვითგვემა და მირჩევნია, მარტო ვიყო ამ დროს, რადგან ძალიან ვბრაზდები საკუთარ თავზე. კიდევ უფრო მეტად ვბრაზდები, როცა ვინმე ამ დროს რამეს მეკითხება. მახსოვს, დიდი ალიაქოთი მქონდა. ერთხელ მივედი სახლში და დედაჩემი მეკითხება: ის რაღაც მოაგვარეო. დედაჩემი ყველაზე მეტად მიყვარს მთელ მსოფლიოში, გალაქტიკაში. ცოტა ვერ ვიყავი კარგად და ვეუბნები: ხვალ გეტყვი-მეთქი და ასე გაგრძელდა 4 დღე. მეხუთე დღეს რომ იგივე მკითხა და მეც იგივე ვუპასუხე, ძალიან გაბრაზდა, ატირდა და ხმამაღლა მეუბნება: შენ ჩემთვის  ვარსკვლავი არ ხარ იცოდე, შენ ჩემი შვილი ხარო. იმდენი ვიცინე, ისეთ ხასიათზე დავდექი, მივედი, ჩავეხუტე, ბევრი მოვეფერე და დამშვიდდა.
– რამდენ ხანს გრძელდება შენი თვითგვემა?
– სანამ რაღაც არ გამოსწორდება და საწადელს არ მივაღწევ. არ მიყვარს გაუგებრობა და უპასუხისმგებლო ადამიანები და ეს გაუგებრობები ხშირად მათ გამო ხდება. ასეთ დროს ძალიან ვბრაზდები, თან არ მინდა, ცუდად ვუთხრა რამე. მერე ეს ჩემში გროვდება, უარყოფითად ვარ განწყობილი და ერთი ზედმეტი კითხვა მჭირდება, რომ ავფეთქდე. ხშირად ვესაუბრები საკუთარ თავს: ნოდიკო, ეს შენი ბრალია-მეთქი და თითს ვუქნევ. ვაორებ ნოდიკოს და კარგი დამრიგებელი მყავს მისი სახით. თუ მივხვდი, რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მე ჩემი არგუმენტები მაქვს, მეორე ნოდიკოს – თავისი და საბოლოოდ, მივდივართ სწორ გადაწყვეტილებამდე. ყველას მადლობელი ვარ, ვინც რაღაც მასწავლა, აგური დადო ჩემს ცხოვრებაში. მათი დარიგებით, რჩევებით ბევრი რამ ვისწავლე. უმადურობა ზოგადად მანგრევს, მანადგურებს. შეიძლება, 10 წლის წინ ადამიანმა ჩემთვის სასიკეთო რამ გააკეთა და მინდა, ეს სულ მახსოვდეს, არასდროს დამავიწყდეს.
– გქონია მომენტი, როცა გიფიქრია, რომ ამის იქით აღარაფერი გამოვაო?
– იმდენი სირთულე ყოფილა, საშინელი პერიოდები, რომ მითქვამს: არ შეიძლება, დავიძინო და 20 წლის შემდეგ გავიღვიძო-მეთქი. მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, საერთოდ არ მინდა დავიძინო. მინდა, სულ მეღვიძოს და ასე მომიგვარებია ბევრი რამ. არასდროს არ უნდა დანებდე – ერთხელ თუ დანებდები, იგივეს მეორედაც გააკეთებ. ბევრი ბოღმა, ბოროტი ადამიანია. სიყვარული აუხსნიათ ჩემთვის და მერე მათი მხრიდან ისეთები გამიგია... ადრე ამაზე ვნერვიულობდი, მიამიტიც ვიყავი: ამას არ იტყვიან ჩემზე-მეთქი და ახლა კი, როცა რაღაც კარგი ხდება, მინდა, პირველი მათ გაიგონ, რადგან ვიცი, როგორ ვარდებიან შოკში და მერე მეც ამაზე კარგად ვხალისობ. ახლა  არავის ვაპატიებ ფეხის წამოდებას. ადრე ყოფილა ასეთი რამ, პატარა ვიყავი, გამოცდილებაც არ მქონია და შევგუებივარ. მე არავისთვის დამიდია ფეხი. ეს რომ გამეკეთებინა, გულის სიღმერში მეცოდინებოდა, ასეთი ტიპი ვარ და შეიძლება, მეც გამიკეთონ იგივე-მეთქი. მაგრამ, ასე არასდროს მოვქცეულვარ და სხვებსაც არ ვურჩევ, თორემ ძალიან დაისჯებიან.
– როგორია შენი სიყვარულის ზღაპარი?
– ბევრი სიყვარულის ზღაპარი ყოფილა, წარმოსახვა და ფანტაზია უსაზღვრო მაქვს. ცხოვრებაში მაგარი სიყვარულის ზღაპრები მქონია და ყველა მახსოვს. ხან ცხენზე შემომჯდარი პრინცი ვარ, ხან – ცხენის გარეშე. ბევრი კარგი ზღაპარი მქონია და ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრი მექნება.
скачать dle 11.3