კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 მამაკაცმა მამის საყვარელს ყელი გამოსჭრა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე


 38 წლის მარიკა მ-შვილის ცხედარი საკუთარ სახლში,  მეგობარმა თაკო ჭ-ძემ აღმოაჩინა.   გარდაცვლილ ქალს თავის არეში ფიზიკური  დაზიანება და გულ-მკერდისა  და ყელის არეში დანით მიყენებული ორი მძიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. თაკო ჭ-ძემ მომხდარის შესახებ გარდაცვლილის მეზობლებსა და პოლიციას აცნობა.  სისხლის სამართლის საქმე  განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.  წინასწარი  დასკვნით, ახალგაზრდა ქალს ჯერ თავის არეში ჰქონდა მიყენებული დაზიანება და შემდეგ დანით იყო მოკლული.
  როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მარიკა მ-შვილი ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. ის ერთ-ერთი  ბანკის თანამშრომელი გახლდათ. ახალგაზრდა ქალს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი,  რომელიც   კერძო ბიზნესით იყო  დაკავებული. ის ქირაობდა ბინას ქალისთვის, სადაც მკვლელობა მოხდა.  თუმცა, დანაშაულის ჩადენის დრო, მამაკაცი საქართველოში არ იმყოფებოდა. გამოძიებას პირველი ჩვენება მისცა გარდაცვლილის მეგობარმა, რომლის დაკითხვის შემდეგაც, დადგინდა ქალის პირადი ცხოვრების დეტალები. ამონაწერი თაკო ჭ-ძის ჩვენებიდან: „მარიკასთან წლების მეგობრობა მაკავშირებს.    რაიონიდან ჩამოსვლის შემდეგ მარტო ცხოვრობდა, არავინ აკითხავდა, არც და-ძმა, არც მშობლები.   ბოლო ორი წელი მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. ზაზა ძალიან უყვარდა, იმის მიუხედავად,  იცოდა, მისი ოჯახური მდგომარეობა. ზაზას ცოლი რამდენჯერმე დაემუქრა მარიკას, მათ შორის ინციდენტიც მოხდა, მაგრამ მარიკა და ზაზა მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს. მარიკას მტრები არ ჰყავდა, არც დიდი სანაცნობო წრით გამოირჩეოდა. მასთან ბინაში, ზაზას გარდა, რამდენიმე მეგობარი დავდიოდით. მკვლელობის წინა დღეს ვნახე და მეორე დღისთვის, რადგან შაბათი იყო, ქალაქიდან გასვლა დავგეგმეთ. დილით სახლთან მანქანით მივაკითხე. დავურეკე იმის სათქმელად, რომ ახლოს ვიყავი და ჩამოსულიყო, მაგრამ ტელეფონზე არ მიპასუხა.  მეორედაც რომ არ მიპასუხა, ბინაში ავაკითხე. კარი მიხურული, მაგრამ ღია იყო. სასტუმრო ოთახში დავინახე მისი ცხედარი. შიშისგან  ყვირილი ავტეხე,  გარეთ გამოვვარდი და მეზობლის კარზე დავიწყე ბრახუნი, დახმარებას ვითხოვდი. პოლიციაც გამოვიძახეთ და სასწრაფოც. მათ მოსვლამდე  მე და მარიკას მეზობლები  ბინაში აღარ შევსულვართ. “
 შემთხვევის ადგილზე, გარდაცვლილი ქალის ცხედარი იატაკზე, დივანთან ახლოს ეგდო. დივანის წინ, პატარა მაგიდაზე ეწყო შამპანურის ბოთლი, ორი ჭიქა და შოკოლადის ფილა. როგორც ერთი შეხედვითვე ჩანდა, ქალი მკვლელობამდე  გაუმასპინძლდა სტუმარს, რომელიც სავარადუდოდ, მისი მკვლელი გახლდათ. ვინ იყო ახალგაზრდა, მარტოხელა ქალის იდუმალი სტუმარი, ვინც სიკვდილისთვის გაიმეტა, გამოძიებისთვის უცნობი გახლდათ. სამართალდამცველებმა დაკითხეს ყველა, ვისაც გარდაცვლილ ქალთან ბოლო პერიოდში კონტაქტი ჰქონდა – თანამშრომლები, მეზობლები. მათი განცხადებით არც ქალის ქმედებაში შეუმჩნევიათ რაიმე საეჭვო და არც იმ ღამეს, როცა დაქირავებულ ბინაში მკვლელობა მოხდა. მკვლელობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა გარდაცვლილი ქალის მეგობარ მამაკაცს, რომლის დაკითხვაც მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მოხერხდა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე  საათით ადრე, მარიკა მ-შვილს  ტელეფონით დაუკავშირდა გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნება - ქალის მეგობარი მამაკაცის, ზაზა ა-შვილის ვაჟი, 27 წლის ლევან ა-შვილი, რომელიც მარიკა მ-შვილს ახლოს არ იცნობდა. მას  მხოლოდ ერთხელ შეხვდა. საწინააღმდეგოს აცხადებდა გარდაცვლილი ქალის მეგობარი, რომლის ჩვენებით, ლევან ა-შვილი მამის მეგობარს შეხვედრას ხშირად სთხოვდა, რის გამოც მას მამასთან კონფლიქტიც კი მოუხდა. ლევან ა-შვილმა დაკითხავზე განაცხადა, რომ მკვლელობის დღეს მარიკა მ-შვილს მამის შესახებ ინფორმაციის  დასაზუსტებლად დაურეკა. რაც შეეხება მის სახლში  ვიზიტს, ეს კატეგორიულად უარყო. გამოძიებამ გაარკვია, რომ მკვლელობის საღამოს მარიკა მ-შვილის მეზობლები დიდხანს ცდილობდნენ მათთვის უცხო ავტომობილის მძღოლის ვინაობის დადგენას, რომელსაც ავტომობილი გარდაცვლილი ქალის მეზობლის ავტოსადგომზე გაეჩერებინა. ავტომობილის მარკა ლევან ა-შვილის კუთვნილი ავტომობილის მარკას დაემთხვა.  ლევან ა-შვილი მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფდა. მან ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. მას  შემდეგ, რაც  მარიკა მ-შვილის ბინაში  მისი ყოფნა დადასტუდა,  განაცხადა, რომ ქალთან სახლში ხუთი წუთით შეიარა, მამის კუთვნილი ნივთების წასაღებად, რაც არ დადასტურდა გამოძიების მიერ. „მარიკამ მამის ჩანთა კართან მომაწოდა და სახლი მაშინვე დავტოვე. საეჭვოდ მომეჩვენა, რომ  ბინაში არ შემიპატიჟა. ეჭვი გამიჩნდა, რომ სახლში მარტო არ იყო და ჩვენი შეხვედრა არ სურდა,” – განაცხადა ლევან ა-შვილმა  ჩვენებაში. შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზით, მარიკა მ-შვილის კუთვნილ ნივთებზე, დივანზე, შამპანურის ბოთლსა და ჭიქებზე, ლევან ა-შვილის ანაბეჭდების აღმოჩენის შემდეგ, მან ჩვენება კიდევ შეცვალა. ამჯერად, ქალის სახლში მცირე ხნით შესვლა „აღიარა”.    
  სამართალდამცველებმა ლევან ა-შვილი დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, მას მარიკა მ-შვილის განზრახ მკვლელობაში დაედო ბრალი. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მამაკაცმა მარიკა მ-შვილი  ინტიმური კავშირის შეთავაზების გამო დაწყებული კონფლიქტისა და ურთიერთშელაპარაკების დროს მოკლა. მან ქალს თავში ჯერ ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ კი დანით ორი ჭრილობა მიაყენა: ერთი - ყელის, მეორე კი გულმკერდის არეში. საქმის მასალების მიხედვით,  რაც მერე ბრალდებულმაც აღიარა, ჩადენილი დანაშაული სიმთვრალეს დააბრალა. დამნაშავის  ჩვენების მიხედვით დადგინდა, რომ  მკვლელობის შემდეგ, ლევან ა-შვილმა გარდაცვლილი ქალი გაძარცვა - მისი ჩანთიდან 500 აშშ დოლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამონაწერი ლევან ა-შვილის ჩვენებიდან: „მარიკას მამაჩემისგან ვიცნობდი, წლების განმავლობაში საყვარლები იყვნენ. თავიდან მასთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება, თითქმის კონფლიქტი მქონდა, რადგან ამ ურთიერთობას მამაჩემთან, ჩვენს ოჯახში საკმაოდ ბევრი პრობლემა მოჰყვა.  მარიკას ორჯერ სამსახურთან დავხვდი და შეურაცხყოფაც მივაყენე. მერე გავიცანი და ისე მომეწონა, მის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა. მივხვდი, მამაჩემს ეს ქალი უყვარდა და ადვილად არ მიატოვებდა. მასთან მეც ნორმალური ურთიერთობის  ჩამოყალიბება ვცადე. მკვლელობის დღეს მარიკასთან მის მოსანახულებლად შევიარე. ნასვამი ვიყავი.  შამპანური  მივიტანე და ერთად დალევა შევთავაზე. მკვლელობა არ მქონია დაგეგმილი, დანა, რომლითაც დანაშაული ჩავიდინე, ჩვეულების გამო მქონდა ქურთუკში.   მარიკამ სასტუმრო ოთახში შემიპატიჟა. ორი ჭიქა კიდევ დავლიე და მივხვდი, ნასვამი ვიყავი.  კომპლიმენტები ვუთხარი, არ მოეწონა. მითხრა, ახლა ვაპირებ მამაშენთან დარეკვას და შენც დაგალაპარაკებო, სიტყვას ბანზე მიგდებდა,  თავიდან მიშორებდა. მე ვუთხარი, რომ ძალიან მომწონდა და მამაჩემთან ურთიერთობას, წესით, ჩემთან, ახალგაზრდა კაცთან  ურთიერთობა ერჩია, რასაც ჩვენ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. მარიკამ  წასვლა მომთხოვა. ამაზე რომ  უარი მიიღო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, რაც არ ვაპატიე.  ცოტა ხნით ზურგით მიტრიალდა და ვაზა ავიღე, თავში ჩავარტყი. მარიკა დავარდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს.  ქალი, რომელიც ძალიან მიზიდავდა, სასიკვდილოდ იოლად გავიმეტე –  დანა ამოვიღე, ჯერ გულში ჩავარტყი, შემდეგ ყელში.  როცა მივხვდი, რომ უკვე გარდაცვლილი იყო, მისი ჩანთიდან ფული ამოვიღე, სახლის კარი მივიხურე და შემთხვევის ადგილი დავტოვე,”  - ასეთი იყო დამნაშავის აღიარებითი ჩვენება.  სასამართლომ ლევან ა-შვილი დამნაშავედ ცნო  მამის მეგობარი ქალის მარიკა მ-შვილის მკვლელობაში და მას  14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
скачать dle 11.3