კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 გაქვთ ეჭვიანის ფსიქოლოგია?

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე


 შეეცადეთ, გულახდილად უპასუხოთ ტესტის ყველა კითხვას და გაიგებთ, არის თუ არა ეჭვიანობა თქვენთვის ფსიქოლოგიური პრობლემა. დააფიქსირეთ ვარიანტი, როგორ მოიქცეოდით კონკრეტულ სიტუაციაში:

 1. ამ ბოლო დროს თქვენი რჩეული ხშირად აგვიანებს სამსახურიდან მოსვლას.
ა)  ცდილობთ, გაარკვიოთ ხომ არ გააჩაღა სამსახურეობრივი რომანი;
ბ) ფიქრობთ, რომ გადაუდებელი საქმის გამო, რთულია, ჩაეტიოს განკუთვნილ გრაფიკში.
2. პარტნიორი გთავაზობთ, შვებულება გაატაროთ მარტო, თქვენი სურვილის მიხედვით:
ა)  დაეჭვდებით, რომ ის გამოიყენებს შესაძლებლობას და  სრულიად „აუშვებს“, რათა შეიგრძნოს თავისუფლება;
ბ)  დაეთანხმებით მას. არაჩვეულებრივი იდეაა, ზოგჯერ ერთმანეთისგან დასვენება.
3. სიზმარში ის  ამბობს  სხვა ქალის სახელს. თქვენი ქმედება:
ა)  გააღვიძებთ მას და მოსთხოვთ ახსნა-განმარტებას;
ბ) სიტუაციის გამუქება არ გიყვართ. ეს არაა პრობლემა. ყველაფერი შეიძლება, დაგესიზმროს.
4. შემთხვევით ნახეთ წერილი, რომელიც განკუთვნილია თქვენი რჩეულისთვის. როგორ მოიქცევით:
ა) ფრთხილად გახსნით და წაიკითხავთ;
ბ) იმედოვნებთ, რომ ის თვითონ გიამბობთ,  მის შესახებ.   
5. თქვენი რჩეული ამ ბოლო დროს დიდ დროს უთმობს საკუთარ გარეგნობას. თქვენი რეაქცია:
ა)  გაგიხარდებათ, რომ ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინა თქვენი რჩევები და დაიწყო საკუთარი თავის მოვლა;
ბ) იფიქრებთ, რომ მას გაუჩნდა ახალი „ინტერესის ობიექტი“.
6. თქვენი რჩეულის ოფისში სტაჟირებაზე ეწყობა ახალგაზრდა, სიმპათიური გოგონა. თქვენი რეაქცია:
ა) თუ  თქვენი პარტნიორი გიყვებათ მის შესახებ,  არ აქცევთ ყურადღებას და ხუმრობთ მასზე;
ბ) შეეცდებით, გაიგოთ მის შესახებ მთელი ინფორმაცია და დაანახვოთ თქვენს რჩეულს მისი მინუსები.
7. შემთხვევით პოულობთ წერილს სადაც თქვენს პარტნიორს დანიშნული აქვს შეხვედრა საპირისპირო სქესის, თქვენთვის  უცნობ პიროვნებასთან. თქვენი რეაქცია:
ა) კოლეგების ხუმრობა გგონიათ;
ბ) საშინელ ჩხუბს მოუწყობთ.
  ქულების დათვლა
1. ა - 2  ბ - 3
2. ა - 1  ბ - 2
3. ა - 0  ბ - 3
4. ა - 0  ბ - 3
5. ა - 3  ბ - 1
6. ა - 2  ბ - 0
7. ა - 3  ბ - 2

9 ქულამდე: ძალიან ეჭვიანი ხართ. ეს ლამის ფსიქოლოგიურ აშლილობაში გადადის. ყველა ცოდვაში თქვენს პარტნიორს ადანაშაულებთ, ყველა  ქალში  კი კონკურენტს ხედავთ. უმჯობესია, თუ ცხოვრებას არ გაართულებთ, არც თქვენთვის და არც თქვენი რჩეულისთვის.
9 – 15 ქულა: კარგად გესმით, რომ ეჭვიანობას აზრი არ აქვს, მაგრამ თავის ხელში აყვანა არ შეგიძლიათ. საერთოდ არ ფიქრობთ, რომ ეჭვიანობამ შეიძლება, დაგინგრიოთ  ცხოვრება.
16 – 19 ქულა: ძალიან გაწონასწორებული და თავდაჯერებული ხართ. თქვენი ფსიქოტიპი დამყარებულია ნებისყოფასა  და გამოცდილებაზე. ეს კი  ოჯახური ბედნიერების  გარანტიაა.

скачать dle 11.3