კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ ადამიანს არ უნდა ესესხოთ ფული და ვის უნდა ენდოთ ფინანსებში

თათია ფარესაშვილი მიხეილ ცაგარელი


 ჩვენს რეალობაში, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც რაიმე ტიპის ფინანსური ვალდებულება არ გააჩნდეს. ზოგიერთის შემთხვევაში, ეს საბანკო კრედიტებია. თუმცა, ბევრს მეგობრის, თანამშრომლის, მეზობლის, ნაცნობის ვალიც აქვს. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, შეგიძლიათ, გაარკვიოთ, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ფინანსების მიმართ და რომელ ნიშანს ჯობია, ვასესხოთ ფული.

ვერძი – ფულს როგორ სწრაფადაც ხარჯავს, ასევე სწრაფად შოულობს. შესაბამისად, ვერძს რომ ფული ასესხოთ, საშიში არ არის. რაც არ უნდა კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებოდეს, ყოველთვის მონახავს გამოსავალს და ფულის შოვნის ახალ გზებს მოძებნის. სამაგიეროდ, თავადაც დიდსულოვნად მოგცემთ თანხას, თუ სესხება დაგჭირდათ.
კურო – მიწის ნიშანია და ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ფული ძალიან უყვარს. შესაბამისად, მის გასესხებას საკმაოდ რთულად წყვეტენ და მხოლოდ ძალიან ახლო მეგობარს უმართავენ ხელს. ნუ ესესხებით ფულს კუროს, თუკი ვალის მალე დაბრუნების ალბათობა თქვენთვის სათუოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მხრიდან ნდობასა და პატივისცემას დაკარგავთ. თავად იშვიათად იღებს ვალს და თუ მაინც უწევს, თანხას ყოველთვის დროულად ან წინსწრებით უბრუნებს მევალეს.
ტყუპები - ფულთან, საკმაოდ თავისუფალი და ზედაპირული დამოკიდებულება აქვს. ტიპური ტყუპი, ძალიან ხელგაშლილი და გულუხვია. როცა საქმე მეგობრების ფინანსურ საჭიროებას ეხება. ამიტომ, თანხას უპრობლემოდ გასცემენ, თუ, რა თქმა უნდა, ეს თანხა აქვთ, რადგან ძალიან მხარჯველები არიან. თუმცა, იმავეს იმედი აქვს მეგობრების მხრიდანაც და ვალები ნებისმიერ ტყუპს საკმარისზე მეტი აქვს.
კირჩხიბი - ფული მისთვის ემოციური სიმშვიდის გარანტიაა. აქედან გამომდინარე, კირჩხიბებთა დიდი ნაწილი ფულს ვალად იშვიათად და ძალიან უხალისოდ გასცემს. თუ მაინც უწევს ამის გაკეთება, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ფული საიმედო ხელშია და ვალს დროულად დაუბრუნებენ. თავად კი, ვალის აღების ეშინია. ამიტომ, როცა ის წუწუნს იწყებს ფინანსური კრიზისის გამო, ეს ნიშნავს, რომ „შავი დღისთვის” გადანახულ დანაზოგზე უწევს გადასვლა, რომელიც მისთვის ხელშეუხებელია.
ლომი - ბუნებით გულუხვი და ფუფუნების მოყვარული ნატურაა. ამიტომ, თუ შემოსავალი არ უწყობს ხელს, თავი მეფედ იგრძნოს, უპრობლემოდ იღებს ვალებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ლომების დიდ ნაწილს, მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სახის კრედიტი და მევალეების დიდი ნუსხა აქვს. თუმცა, ფულის გასესხების შემთხვევაში, ძალიან გულუხვი და ხელგაშლილია. შეუძლია, ნასესხები თანხაც კი დაახარჯოს სხვას, თუ ჩათვლის, რომ ის მისგან დახმარებას და თანადგომას საჭიროებს.
ქალწული – არ უყვარს ფულის გასესხება და ვალები. ფინანსებთან მიმართებაში ძალიან ფრთხილი, ხელმომჭირნე და წინდახედულია. ბუნებით მესაკუთრეა. ამიტომ, ქონებას, რომელსაც შრომით აგროვებს, არავითარ შემთხვევაში, არ გაატანს ქარს. შესაბამისად, ფული რომლის შოვნაზეც დიდი გარჯა უწევს, გასასესხებლად ყოველთვის ენანება. თუ მაინც ისე მოხდა, რომ ფული გაასესხა, აუცილებლად დააწესებს მონიტორინგს მევალეზე მანამ, სანამ ის ვალს სრულად არ დაუბრუნებს. თავად ქალწული, ფულს იშვიათად სესხულობს.
სასწორი - ბუნებით ლოიალური, მერყევი და ცვალებადი ნიშანია. სასწორის ნიშნით დაბადებული დიდი ფულის პატრონი იშვიათადაა. ფინანსების  გასესხებას ერიდებიან. მიუხედავად ამისა, თუკი მეგობარს სჭირდება მისგან ხელის გამართვა, არ უღალატებს და დაეხმარება. თუმცა, მორიდების გამო, გაცემული თანხის მოთხოვნა და წუწუნი, არ შედის მის კომპეტენციაში.
მორიელი – ბუნებით მაქსიმალისტები არიან, თუმცა, ფინანსურ საკითხში, ძალზე ფრთხილები და წინდახედულები. მით უმეტეს, როცა საქმე საკუთარი შრომით გამომუშავებულ რესურსს ეხება. იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მორიელს ამა თუ იმ ადამიანთან, შეიძლება, ვარაუდი რამდენად ხელგაშლილი იქნება მის მიმართ ფინანსების მხრივ. ვალები მორიელს არ უყვარს, თუმცა ხშირად ბევრი ვერ უძლებს ცდუნებას, ფული სარისკო საქმიანობით იშოვოს. მათ შორისაა, აზარტული თამაშები, ლატარია ან კონტრაბანდული ბიზნესი.
მშვილდოსანი - ხელგაშლილი და გულუხვია. ფულთან ყოველთვის არასერიოზული და საკმაოდ ზედაპირული დამოკიდებულება აქვს. მშვილდოსნის მმართველი პლანეტა – იუპიტერი, ზოგადად, წარმატების მომტანადაა მიჩნეული. შესაბამისად, მისი გავლენით, მშვილდოსნებს ფინანსურად ხშირად უმართლებთ. ფულის სესხად გაცემა, ზოგჯერ, სრულიად უცნობ ადამიანზე, მისთვის სავსებით დამახასიათებელი საქციელია. თუმცა, ასეთივე დამოკიდებულებას ითხოვს მაშინ, როცა, თავად სჭირდება სესხი. მას შესაძლოა დაავიწყდეს თქვენი ვალი და ძალიან გაუკვირდეს, თუკი დაბრუნებას შეახსენებთ.
თხის რქა - წინდახედული და დაკვირვებულია ფინანსებთან მიმართებაში. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, არ უყვართ ფულის გასესხება, მით უმეტეს, თუ საქმე დიდ თანხას ეხება. შესაბამისად, იშვიათად იღებენ ვალებს და თუკი ამის აუცილებლობა მაინც უდგათ, მაქსიმალურად ცდილობენ, ფული დათქმულ დროზე ადრე დაუბრუნონ მევალეს.
მერწყული - ვალების ეშინიათ. სიამოვნებით დაახარჯავს ფულს სამეგობროს, გაუწევს დახმარებას სოციალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ან უბრალოდ, აჩუქებს ფულს. მაგრამ, როცა საქმე სესხს შეეხება, ურჩევნია, თავი შეიკავოს. თუ მაინც გასცემს ფულს ვალად, მისი ნდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ თანხა მევალემ დროულად დაუბრუნოს.
თევზები -  რბილი, თანამგრძნობი და ხათრიანი ხასიათის გამო, არათუ ფინანსურად, ზოგადადაც უჭირთ ცხოვრებაში თქვან, კატეგორიული – „არა”. აქედან გამომდინარე, თანხის სესხად გაცემაზეც ხშირად თანხმდებიან, თანაც, განუსაზღვრელი ვადით. ხათრის გამო, შემდგომშიც ძალიან უჭირთ, მევალეს თანხის უკან დაბრუნებაზე ჩამოუგდონ სიტყვა. როცა თავად ესაჭიროებათ მეგობრებისგან ხელის გამართვა, ეძნელებათ დახმარების თხოვნა და მაქსიმალურად იკავებენ თავს.скачать dle 11.3