კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ის, რაც საქართველოში მოხდება, შემდეგი ხელისუფლებისთვის იქნება მაგალითი

თათია ფარესაშვილი ნინო სანებლიძე


 ციური სხეულების, პლანეტებისა და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, თავისუფლადაა შესაძლებელი ქვეყნის მომავლის განსაზღვრა. ხშირ შემთხვევაში, ეს პროგნოზი უფრო ამართლებს, ვიდრე სხვა მცდელობები ამ კუთხით. რა გველოდება ზაფხულის ცხელ დღეებში, იქნება თუ არა ფინანსური კრიზისი, სტიქიური მოვლენები ან რა პოლიტიკური ვნებათაღელვის მომსწრენი გავხდებით, ამ და სხვა საინტერესო თემებზე, პროგნოზს ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი აკეთებს.

– ბატონო დავით, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ქვეყანაში ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში?
– დავიწყებ იქიდან, რომ ახლა შავი მთვარე იმყოფება მშვილდოსნის ზოდიაქოში, რამაც  ეკლესიაში მომხდარი განხეთქილება განაპირობა. ვიდრე ეს პროცესები დაიწყებოდა, ეს ყოველივე მანამდე მქონდა ნათქვამი და შედეგის მომსწრენი ყველანი ვართ. რეალურად, არავინ იცის იქ რა ხდება, მაგრამ ძალიან ცუდად აისახება ეს ქართულ ეკლესიაზე. პროცესები გაგრძელდება 9 ნოემბრამდე, მერე ყველაფერი ჩაწყნარდება და კრიზისიც მოიხსნება.  ახლა, რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს. 22 ივნისამდე აზრთა სხვადასხვაობა იქნება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც საბოლოოდ, სასიკეთო შედეგს მოგვცემს. მოსალოდნელია, ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყაროს ისეთ პროცესებს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს უთანხმოებას ხელისუფლებასა და ხალხს შორის. მაგრამ, არსებულ  ხელისუფლებას არ ვგულიხმობ, შემდეგ ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი. მოკლედ, ამ პერიოდში მიმდინარე პროცესები, მომავალზე კარგად აისახება. შეიძლება ითქვას, ის, რაც მოხდება, შემდეგი ხელისუფლებისთვის იქნება მაგალითი.
– უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ? პარლამენტში როგორი სიტუაცია იქნება?
– უფრო კონკრეტულად, 22 ივნისიდან 22 ივლისამდე საკმაოდ ცხელი პერიოდია ნებისმიერი პარტიისთვის. პარლამენტში გაჩნდება დაპირისპირება, გამოაშკარავდება არაერთი პარლამენტარის არასასურველი საქმე. საზოგადოება გააქტიურდება, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელსაც საბინაო პრობლემები აქვს. ეს არ იქნება მოსახლეობის მცირე ნაწილი. დაიწყება აქციები, გამოსვლები და იქნება დიდი ვნებათაღელვა.
– ანუ, მშვიდი ზაფხული არ გველოდება წინ...
– 23 აგვისტომდე პერიოდი შედარებით წყნარი იქნება, ამ შუალედში არანაირი ვნებათაღელვა არ არის მოსალოდნელი. საზოგადოება იქნება პასიურ მდგომარეობაში. რაიმე სერიოზული პოლიტიკური ცვლილებებიც არ მოხდება.  მაგრამ, 23 აგვისტოდან 24 სექტემბრამდე ისევ დაიწყება არეულობა. ხალხის იმ ნაწილს, რომელიც საბინაო საქმეებს აპროტესტებს, დაემატებათ უმუშევართა რიცხვი. მოსახლეობას სერიოზული უთანხმოება ექნება ხელისუფლებასთან სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გამო. აუცილებლად იქნება აქციები ამ მიმართულებით. ხალხი დაიწყებს გამოსვლას.  ეს პერიოდი ხელისუფლებისთვის ხელსაყრელიცაა, რადგან ამ დროს მიღებული ცვლილება და კანონი ეკონომიკური დონის გასაუმჯობესებლად წარმატებული აღმოჩნდება. უფრო მეტიც, ეს ყოველივე ლარის კურსზე სასიკეთოდაც აისახება.
– რა ბედი ელის ლარის კურსს? ფინანსური კრიზისი მოსალოდნელია?
– ლარის კურსის სერიოზული რყევა აღარ იქნება. 23 აგვისტოდან 24 სექტემბრამდე, როგორც უკვე აღვნიშნე, ხელისუფლებას  ექნება შანსი, მიიღოს ისეთი კანონები, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ლარს. ფინანსური კრიზისი არ არის მოსალოდნელი. მეტსაც გეტყვით, 11 ოქტომბრის შემდგომ 18 ნოემბრამდე ისეთი სიახლეები იქნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს ამ პრობლემას. რის შედეგადაც მოსახლეობაც კმაყოფილი დარჩება და ხელისუფლებაც. ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყრება მნიშვნელოვან პროცესებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება. ვერ გეტყვით, რომ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, მაგრამ ეს ნაბიჯები ხელს შეგვიწყობს ამ ტერიტორიებთან ინტეგრაციაში. ასევე, ძალიან კარგი ეტაპია მშენებლობის თვალსაზრისით, მოსალოდნელია ბინების გაიაფება.
– წინ თვითმმართველობის არჩევნები გველის. ამ საკითხზე რას გვეტყვით?
– მე, თუ მკითხავთ, როგორც ასტროლოგს, ყველაზე კარგი პერიოდი ამ არჩევნების ჩასატარებლად იქნება 11 ოქტომბრის შემდეგ. ამ დროს წარმატებების მომტანი პლანეტა იუპიტერი გადადის მორიელის ზოდიაქოში და ეს ზოდიაქო საქართველოში განაგებს მერიის საქმიანობას. ამ პერიოდში ჩატარებული არჩევნები ისეთი მერის მოსვლას შეუწყობს ხელს, რომელიც ნამდვილად გაცილებით მეტ, უკეთეს საქმეს გააკეთებს,  ვიდრე ამჟამინდელი.
– პარლამენტარებზე გავიგეთ, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე პერიოდი რომელი სფეროს წარმომადგენლებს ექნებათ?
– 9 ნოემბრის შემდეგ, შავი მთვარე გადავა თხის რქის ზოდიაქოში და საკმაოდ რთული პერიოდი დაუდგებათ საქართველოში ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით პოლიციას. აღნიშნულ უწყებებში სერიოზული წმენდაა მოსალოდნელი.
– ბოლო პერიოდში, ამინდის ცვალებადობა ყველასთვის შესამჩნევი გახდა. რაიმე სტიქიური მოვლენა ხომ არ გველოდება წინ?
– ალაბთ, ყველას ახსოვს 2012 წლის 21 დეკემბერი. აჟიოტაჟი იყო, რომ მაიას კალენდარი მთავრდებოდა და იწყებოდა ახალი ცხოვრება. მაშინ ვთქვი, რომ დედამიწაზე მოხდებოდა რადიკალური ცვლილება, რაც ჩვენ, ადამიანებს შეგვცვლიდა. 2012 წლის შემდეგ, დაჩქარდა კლიმატური ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ზაფხული ზაფხულს აღარ ჰგავს, ზამთარი – ზამთარს. ეს ყოველივე ნათლად აისახა ჩვენზე: გვაქვს უძილობა, წნევის ცვალებადობა და ასე შემდეგ. 2022-2023 წლამდე აღნიშნული პროცესები არ დასტაბილურდება, ისევ მოსალოდნელია ცუდი ამინდები და წვიმები. საბედნიეროდ, სტიქიას ავცდებით, მაგრამ წელს, აგვისტოს ბოლოსკენ და სექტემბრის დასაწყისში, მოსალოდნელია დიდი ხანძარი ტყეებში.
– რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს პერიოდი წარმატებული და პირიქით?
– 11 ოქტომბრამდე  წარმატებულები იქნებიან მერწყულები, სასწორები და ტყუპები, პრობლემური იქნება და შრომატევადი – კირჩხიბებისა და თხის რქისთვის; ვერძებისთვის კი – კონფლიქტური.  რაც შეეხება დანარჩენ ზოდიაქოებს, მათთვის ეს პერიოდი უფრო პოზიტიური იქნება, ვიდრე ნეგატიური.
скачать dle 11.3