კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა ფაქტები უკავშირდება კაცობრიობის ისტორიაში 40-ს და რა საკრალური დანიშნულება აქვს ამ რიცხვს

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 რატომ არ შეიძლება, აღნიშნო 40 წლის შესრულება, თუ მანამდე ყოველ დაბადების დღეს საგანგებოდ ზეიმობდი? დავუჯეროთ ამ უცნაურ აკრძალვას და გულუბრყვილო წინაპარების ცრურწმენას? – კითხვა ბევრია, პასუხები კი შეიძლება, სრულიად სხვადასხვა, ერთმანეთის საპირისპირო მივიღოთ. რამდენი ადამიანიცაა, იმდენივე აზრი არსებობს და ვის დავუჯეროთ? აკრძალვა 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი, ყველაზე იდუმალი და დაუსაბუთებელი მოვლენაა. უფრო კი ცრურწმენა, რომელიც უმთავრესად, ალბათ, მაინც ციფრი 40-ის საკრალურობას უკავშირდება. ამ ყველაფერში გასარკვევად ერთ-ერთ ცნობილ ეზოთერიკოს, ქალბატონ მანანას მივმართეთ.
 – გადავიდეთ პირდაპირ თემაზე: რატომ გვეკრძალება 40 წლის იუბილეს აღნიშვნა?
– თავიდან ეს აკრძალვა ეხებოდა მხოლოდ მამრობით სქესს და ეს იმ დროს, როცა საერთოდ უარყოფდნენ ქალში სულის არსებობას... ეს იყო ადრე, ახლა კი, არ არსებობს მამაკაცი, რომელმაც, მიუახლოვდება თუ არა 40 წელს, მოულოდნელად, არ გაიგოს, რომ ამ თარიღის აღნიშვნა ცუდის ნიშანია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ რატომ? – გასაგებად ამას ვერავინ უხსნის. დავიწყოთ შორიდან: ჯერ კიდევ პითაგორა, თავის მოწაფეებთან ერთად, ცდილობდა, მთელი სამყაროს არსი ციფრების საშუალებით აეხსნა. ნაწილობრივ, ეს გამოუვიდა, მაგრამ ბევრი რამ დარჩა შეცნობის ზღვარზე...
– გამიგია, რომ თვითონ ციფრი 40 არის ნეგატივის შემცველი...
– უბედურებასთან ასოცირდება და ზოგიერთ ეზოთერიკოსს ამის არგუმენტად ნუმეროლოგია და ტაროს კარტი მოაქვს. სინამდვილეში, ციფრი 40 მიიჩნევა სიკვდილის ნიშნად იაპონიაში. უფრო სწორად არა 40, არამედ – 4. მაგრამ ნუმეროლოგიის კანონებით, ეს პრაქტიკულად, ერთი და იგივეა. 4 + 0 = 4. ტაროში კი მთავარი არკანია „სიკვდილი” და გამოისახება ასობგერით „მ”, რაც ებრაელთა ანბანის მიხედვით შეესაბამება – 40-ს...
– ეს ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ საეჭვოა, ჩვენს ბებიებს, რომლებიც იცავდნენ ტრადიციას: „იზეიმებ 40 წელს, ვეღარ მიაღწევ 50-მდე”, რამე სცოდნოდათ ტაროს კარტის შესახებ.
– სწორედ მათგან მოდის ის, რომ 40 წლის აღნიშვნა შეიძლება, გახდეს ხანგრძლივი ავადმყოფობის, სულიერი ტანჯვისა და თქვენ წარმოიდგინეთ, სიკვდილის მიზეზიც კი... და, თუ იუბილარი რაღაცნაირად თავიდან აირიდებს ბედის უკუღმა ტრიალს, მაშინ ყველა უბედურება ახლო ნათესავს ან მეგობარს დაატყდება თავს... კაცობრიობის ისტორიაშიც ბევრია იმის მაგალითი, თუ როგორ მოაქვს ტანჯვა და იმედგაცრუება ციფრ 40-ს. ამისთვის მცირე ჩამონათვალიც კმარა: 40 დღეში სიკვდილის შემდეგ სული ტოვებს სხეულს; 40 წელი ებრაელი ხალხი იძულებული იყო, უდაბნოში ეხეტიალა, სანამ აღთქმულ მიწამდე მიაღწევდა; 40 დღე გრძელდებოდა მსოფლიო წარღვნა, რომელმაც უამრავი ცოდვილის სული შეიწირა; 40 დღე დაჰყო იესომ უდაბნოში ნათლობის შემდეგ... 40 წელი ადამიანისთვის ძველ ბერძნებს გაფურჩქვნის უმაღლეს მწვერვალადაც მიაჩნდათ და დაცემის საწყისადაც, როცა სიკვდილი ისე ახლოა, რომ 50 წლამდე პრაქტიკულად ვეღარავინ აღწევს.
– კონკრეტულ შემთხვევებზე რას გვეტყვით?
– რამდენიმე ამბავს გავიხსენებ, უშუალოდ ჩემი სანაცნობო წრიდანც. 40 წლის აღსანიშნავ წვეულებაზე ერთ ქალბატონს სახლში ეწვივნენ სტუმრები. მიიღო უამრავი საჩუქარიც, თუმცა მათ შორის, ერთ-ერთში „სიურპრიზად”, ძლიერი ჯადო აღმოჩნდა, რისგანაც მან დიდხანს ვერ შეძლო თავის დაღწევა. მეორე შემთხვევაში, 40 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, რესტორანში გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა მეუღლემ საყვარელ ცოლს. თუმცა, იქიდან იუბილარი სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს წნევის მწვავე პრობლემებით. ასევე, მამაკაცს, რომელსაც, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავდ, კოლეგების დაჟინებული თხოვნით, მაინც მოუწია, ხანგრძლივი მივლინების წინ, 40 წლის იუბილეს აღნიშვნა, ისეთ ავარიაში მოჰყვა, სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა არ აღუნიშნავთ ეს თარიღი, მაგრამ მაინც ვერ აიცილეს თავიდან ხიფათი. დეიდაჩემს არ უნდოდა 40 წლის იუბილეს აღნიშვნა და დიდი ამბით გადაიხადა დაბადების დღე 39 წლისამ და იცით, რა მოხდა? – 4 დღის შემდეგ დაეცა და ფეხი ისე მოიტეხა, სამუდამოდ დაინვალიდდა. ერთი მამაკაცი კი, 40 წლის აღსანიშნავ უკვე დაგეგმილ წვეულებამდე, ერთი დღით ადრე გარდაიცვალა... არ აღნიშნეს, მაგრამ ჭირმა თავი მაინც არ დამალა... თუმცა, ამ სამწუხარო ისტორიების საპირისპიროც ბევრია ჩვენი ახლო თუ შორეული წინაპრების ბიოგრაფიებში, რომელთაც 40 წლის შესრულება ზარზეიმით აღნიშნეს, მაგრამ ამან მათ ვერაფერი დააკლო, ბედნიერად იცხოვრეს 90 წლამდეც კი.
– თქვენ ახსენეთ, რომ ეს აკრძალვა თავიდან მხოლოდ მამაკაცებს ეხებოდაო...
– ეზოთერიკის მიხედვით, 40 წელი გარდატეხის ასაკია მამაკაცის ცხოვრებაში, ამ დროიდან მისი ენერგეტიკა შესამჩნევად სუსტდება და იოლად იღებს თვალს. ზოგიერთი ცრურწმენის მიხედვით კი, ადამიანს 40 წლის ასაკში საერთოდ განერიდება მფარველი ანგელოზი და ზეციური დაცვის გარეშე ტოვებხ.  ადამიანის ბუნებრივი ბიორიტმები 40 წლის ზღვარზე იწყებს შინაგანი კანონების შეცვლას. ყველას არ შეუძლია, ცნობიერების შეცვლისას ისე  გადაეწყოს, რომ იოლად მოძებნოს ახალი გზა ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. აქედან მოდის – შიში, უსიამოვნებების მოლოდინი, მთელი ყურადღების ცუდზე კონცენტრირება. ბევრი განვლილი ცხოვრების შეფასებას იწყებს და შეძრწუნებული ხვდება, რომ ყველაფერი ისე არ წავიდა, ოდესღაც რომ ოცნებობდა. იმიტომაც არ სცხელა მოლხენისა და დღესასწაულისთვის ამ დროს... ან კი რა არის სამხიარულო? მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრებისა სისულელეებში გავიდა, გასახარელი კი ცოტა შეხვდა?! თმაში ჭაღარა გამრავლდა (ან სულაც შეუთხელდა), თვალებთან – ნაოჭები და აღარც საოცნებო მომავალი ჩანს ჰორიზონტზე. სული ისევ ახალგაზრდაა, სხეული კი – უკვე აღარ. მაგრამ, თუ ამ ყველაფერს 40 წლის ასაკში რიგით ბარიერად ჩათვლით, მისი დაძლევა აუცილებლად სარგებელს მოგიტანთ და ცხოვრების შემდეგ ეტაპზეც წარმატებით გადახვალთ. არ დაგავიწყდეთ, რომ 60 წლის ასაკშიც შეიძლება, მიიღოთ სიამოვნება ცხოვრებისგან.  
– თუმცა, ალბათ, მაინც არსებობს რამდენიმე ვარიანტი, 40 წლის იუბელე ისე აღნიშნო, რომ „დანაკარგი” მინიმალური იყოს.
– როგორც მოგახსენეთ, 40 წელი ბერძნებს გაფურჩქვნის პიკად მიაჩნდათ, ჰოდა, არ ღირს ასეთი მოვლენის აღნიშვნა?! ამიტომ, ვისაც სწამს ცრურწმენების და იცავს აკრძალვებს, შემიძლია, რამდენიმე რჩევა მივცე: გააცილო 39 წელი, 40 წლის შეხვედრის ნაცვლად; აღნიშნეთ 40 წელი და ერთი დღე; შეცვალეთ სტუმრების მოწვევის მიზეზი – მაგალითად, მორთეთ ბინა საახალწლოდ. ყველა მილოცვა მიმართული უნდა იყოს იუბილარისადმი, მაგრამ არ ახსენოთ ასაკი.
скачать dle 11.3