კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 მოძღვარი გვირჩევს

თათია ფარესაშვილი თამუნა ახობაძე


კითხვა:
რატომ ხდება მიცვალებულის მოხსენიება გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს?
პასუხი: გარდაცვალებიდან მესამე დღეს მიცვალებულის მოხსენიებას საიდუმლო მნიშვნელობა გააჩნია, რომელიც სულის იმქვეყნიურ მდგომარეობას ეხება. ამ დღეს ლოცვის შედეგად მიცვალებულის სულს მწუხარება უმსუბუქდება, რასაც გარდაცვალების გამო გრძნობს. გარდაცვალების შემდეგ, სული ორი დღის განმავლობაში ანგელოზებთან ერთად, მიწაზე იმყოფება. სული ტრიალებს იმ სახლის მახლობლად, სადაც ის ცხოვრობდა. ხოლო მესამე დღეს ზეცაში ადის უფლის სათაყვანოდ. ამის შემდეგ, ის ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებს სამოთხის მშვენიერებას და წმიდანთა სავანეს. მეცხრე დღეს კი, ის კვლავ ღმერთთან წარდგება. შემდეგ სული ანგელოზებს ჩაჰყავთ ჯოჯოხეთში და 30 დღის განმავლობაში იქაურობას მოატარებენ. მიცვალებულის გამო 40 დღე გლოვა უძველესი დროიდან მოდის. მეორმოცე დღე ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც უფალმა სძლია ეშმაკს მას შემდეგ, რაც 40 დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა, ისე წმიდა ეკლესია ორმოცი დღის განმავლობაში ლოცულობს, მოწყალებას გასცემს, სწირავს უსისხლო მსხვერპლს მიცვალებულისთვის და გამოითხოვს მისთვის ღმერთის მადლს, რათა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. მეორმოცე დღეს სული უფლის სამსჯავროზე წარდგება.
კითხვა: ჩემი მშობლები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, ერთმანეთიც ძალიან უყვარდათ, მაგრამ არ იყვნენ ჯვარდაწერილები. რა უნდა გავაკეთო მათთვის?
პასუხი: ჯვარდაწერილი წყვილი ღვთისგან კურთხეულია და ასეთი ოჯახი ესათნოება უფალს. თქვენს შემთხვევაში, ილოცეთ გარდაცვლილი მშობლებისთვის და სთხოვეთ უფალს, შეუნდოს მათ ცოდვები, რაც ჩაიდინეს ნებსით თუ უნებლიეთ.
კითხვა: სახლში დამიგროვდა ძალიან ბევრი ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ხატი, აღარ ვიცი, რა მოვუხერხო. მირჩიეთ რამე.
პასუხი: არ შეიძლება, ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილ ხატებსა და წარწერებს უდიერად მოეპყრათ და შეურაცხყოთ. მათზე უფლისა და წმიდანების სახე და სახელებია გამოსახული. თუ მათთვის ადგილს ვერ პოულობთ, სუფთა ადგილზე დაწვით.
კითხვა: ვიცი, ისეთი საიდუმლო ახლობელი ოჯახის შესახებ, რომელიც ძალიან მამძიმებს. არ ვიცი, გავამხილო თუ არა, რადგან მის გამჟღავნებას შეიძლება, სკანდალი მოჰყვეს. როგორ მოვიქცე?
პასუხი: საიდუმლოს გაცემა არ არის მართებული, მით უმეტეს, თუ მის გამხელას მძიმე შედეგები შეიძლება, მოჰყვეს. ნუ გახდებით ამის მიზეზი. ილოცეთ იმ ადამიანებისთვის და ეს თქვენც მოგგვრით შვებას.
კითხვა: როგორ უნდა ვთხოვო უფალს, ჩემი სანუკვარი სურვილი რომ ამისრულოს?
პასუხი: ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვით სურვილს. ხშირად ჩვენი სურვილები ჩვენი ცხონების საწინააღმდეგო მნიშვნელობისაა, რადგან უფალს ისეთ რამეს ვთხოვთ, რაც სულს არანაირ სარგებელს არ მოუტანს. ხოლო, თუ თქვენი სურვილი სათნოა უფლისთვის და მთელი გულით სთხოვთ, აუცილებლად აგისრულდებათ!
კითხვა: შეიძლება თუ არა დედათა წესის დროს გულზე ჯვრის გაკეთება?
პასუხი: ჯვრის ტარება შეგიძლიათ ასეთ დროს. არ შეიძლება ხატიანი გულქანდის გაკეთება.скачать dle 11.3