კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ბუნების სილამაზე



ბუნების მთელი სილამაზე იდუმალი ღმერთის იდუმალებიდან გამომდინარეობს. იდუმალი ღმერთის ამ იდუმალების გარეშე ბუნება ერთი წამისყოფითაც ვერ შეინარჩუნებდა ამ მდუმარე უბიწო სილამაზეს, რომელიც მისგან გამობრწყინდება.
შექმნილი ბუნება – ღრუბელია, რომელიც ფარავს საღვთო ცეცხლის დამაბრმავებელ ნათელს. ამ ღრუბლის გამჭვირვალობა თუ შეუღწევლობა ჩვენს სულიერ ხედვაზეა დამოკიდებული: დახვეწილი და მაღალი სულისთვის ის თხელი და გამჭვირვალეა, უხეშისთვის – ბნელი და შეუღწეველი.

გრძნობა, გონება
და გონი (ჭკუა, სიბრძნე)

გონებას ხუთი გრძნობა ემსახურება, გონს – ერთი. გონის გრძნობა არის გონება.
საღი გონებისაა ადამიანი, რომელმაც გრძნობები გონებას დაუმორჩილა. გონიერი ადამიანი იმდენად აღემატება გონებრივს, რამდენადაც გონებრივი – გრძნობიერს.
გონიერია ის, ვისი გონიც გონებაზე ბატონობს, ანუ ვისი გონიც აღიქვამს გონების გამოცდილებას, როგორც მასალას და გარდაქმნის მას ისეთ რაღაცად, რაც საერთოდ აღარ მოგვაგონებს გონების გამოცდილებას; მსგავსად იმისა, როგორც კუჭი ამუშავებს საკვებს და გარდაქმნის მას სისხლად, ანუ საკვებისგან სრულიად განსხვავებულ ნივთიერებად.
ხოლო ის, ვისი გონებაც გონზე ბატონობს და გონების გამოცდილება რჩება ერთადერთ, გადაუმუშავებელ გონის შემადგენლობად, უგნური ხდება. როგორ შეიძლება, ვილაპარაკოდ ავადმყოფ კუჭზე, როდესაც ის საჭმელს ვერ ამუშავებს, ასევე შეგვიძლია, ვილაპარაკოთ ავადმყოფ გონზე და გადაუმუშავებელ, უსიცოცხლო გამოცდილებაზე. როგორც ორგანიზმი იღუპება გადაუმუშავებელი საკვების დაგროვებით, ასევე გონიც ბნელდება დიდი რაოდენობის ცოდნითა და გამოცდილებით, როდესაც კარგავს მათზე კონტროლს და მათი გარდაქმნის უნარს.

ნუ დაუჯერებ ბედნიერებას
როდესაც მდიდარი ხარ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად დაითმინო სიღარიბე.
როდესაც ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდები ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად დაითმინო დამცირება.
და მთელი ცხოვრება იმაზე იფიქრე, ღირსეულად როგორ შეხვდე სიკვდილს.

უძლურება

ზოგჯერ ადამიანი მალავს თავის უძლურებას იმათგან, ვისაც  ის უყვარს, რათა არ მოიძულონ; იმათგანაც მალავს, ვინც მას აქებს, რათა არ დაამცირონ.
იგი ორჯერ ცდება: პირველი შეცდომა ის არის, რომ ვერ ხვდება – თუ თვითონ გააცხადებს თავის სისუსტეს, მას ამისთვის არც ნაკლებად შეიყვარებენ და არც ნაკლებად შეაქებენ. როდესაც სხვა ადამიანები გააცხადებენ მის სისუსტეს, აი, მაშინ ნამდვილად მოიძულებენ და დაამცირებენ. მეორე შეცდომა ის არის, რომ მას ავიწყდება ყოვლისმხილველი (ღმერთის) თვალი, რომელიც ყველაფერს მისას ხედავს და ყოველივე მის შესახებ იცის.
ამიტომ ჯობია, თავისი სიუძლურე მანამ გააცხადოს, სანამ ის სრულიად არ დაიპყრობს მას და ყველასთვის ხილულს არ გახდის, რამეთუ, ახალგაზრდობაში დამცირება უფრო ადვილი დასათმენია, ვიდრე სიბერეში.

სამოთხე და ჯოჯოხეთი
განა შეიძლება სიკეთე გააკეთოს იმან, რაც არ არსებობს? – შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას ჯოჯოხეთმა: რამდენი ბოროტმოქმედი მოაქცია სინანულად; რამდენი ცოდვილი გახადა წმიდანად; რამდენი დანაშაული დატოვა აღუსრულებელი!
განა შეიძლება, სიკეთე გააკეთოს იმან, რაც არ არსებობს? – შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას სამოთხემ: რამდენი კეთილი საქმე შთააგონა; რამდენი მწუხარება სიხარულად გარდააქცია; რამდენი ცრემლი დააშრო; რამდენ სულში აღძრა ღვთაებრივი წყურვილი!
განა შეუძლია, სიკეთე ჰყოს იმან, ვინც არ არსებობს?скачать dle 11.3