კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№22 რატომ შეიცვლება კონსტიტუციაში ჩანაწერი „სახელმწიფო უზრუნველყოფს,“ ჩანაწერით „სახელმწიფო იზრუნებს“ და რატომ იცილებს საკონსტიტუციო ცვლილებებით სახელმწიფო პასუხისმგებლობებს საკუთარი მოქალაქეების წინაშე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს, მთავრობას კი საპირისპირო აზრი ჰქონდა, ის ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეიძინოსო (შემდეგ დასძინეს, განსაკუთრებულ შემთხვევებშიო). მეორე მხრივ, მეტად ნიშანდობლივია „გირჩების“ პოზიციაც, რომლებიც სამხედრო-სავალდებულო გაწვევას ადამიანის უფლებების დარღვევად აფასებენ, ხოლო უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის უპირობო მომხრენი არიან. ნიშანდობლივია, რადგან, როგორც ჩანს, ვინც მიწას იყიდის, მის დაცვასაც მას გადააბარებენ. ოღონდ ისიც ცხადია, რომ, თუ მიწისთვის არც ოფლის დაღვრა უნდა უმრავლესობას და არც სისხლის, მის ფლობასაც აზრი ეკარგება. საკონსტიტუციო ცვლილებების ავკარგიანობაზე, მათ შორის –  მიწის, როგორც კულტურულ-ისტორიულ-პოლიტიკური რესურსის რაკურსით, მამუკა გიორგაძესთან ვისაუბრებთ.

– რატომ იქცა მიწა ყველა ხელისუფლებისთვის თავიდან მოსაშორებელ ტვირთად?
– ზოგადად, თუ თვალს გადავავლებთ ქართულ პოლიტიკას, დამოუკიდებლობის პერიოდიდან, ხელისუფლებაში უმეტესწილად ის ადამიანები არიან, რომლებსაც დამოუკიდებლობისთვის არ უბრძოლიათ და, ამდენად, ისინი, ფაქტობრივად, ზრუნავდნენ და ზრუნავენ იმაზე, რაც შეიძლება, კომფორტული გარემო შეიქმნან საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მაქსიმალურად აარიდონ თავი გარე  გამოწვევებს და დაუმტკიცონ გარე ძალებს, რომ ამ ხელისუფლებების წანააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან ისინი ისედაც არ იცავენ საქართველოს ინტერესებს. ეს გამოიხატება ყველა სფეროში. უბრალოდ არის სფეროები: მიწა, ეკლესია, ზნეობრივი ნორმები, რომლებზეც ჩვენი საზოგადოება ძალიან ემოციურად რეაგირებს, თორემ ყველგან ჩანს, რომ ეს ხელისუფლებები არ არის მოწოდებული, დაიცვან თავიანთი ქვეყანა. არადა არავინ ითხოვს ამ საკითხების გადაწყვეტას ისე, როგორც ისინი წყვეტენ. ამათი სურვილია: არ ვახსენებ დეოკუპაციას, ვიღაც გერმანელმა დიპლომატმა რაღაც განაცხადა „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების შესახებ, მაგრამ დისკომფორტს არავის შევუქმნი; ლუჟკოვი ჩამოვიდა, მობრძანდეს, ბატონო, იქეიფოს, ოღონდ მე ნუ შემიშლით ხელს ძალაუფლების უზურპაციასა და განმტკიცებაშიო.
– მე მეუცნაურა, მედიამ რატომ გააშუქა ლუჟკოვის აზრები, იმიტომ რომ, არსებობს ჟურნალისტური „მკვლელობის“ ხერხი, როდესაც არ იმჩნევს რესპონდენტს და ის ქრება, თითქოს არც ყოფილა. არ მესმის, ვის რაში აინტერესებდა, რას იტყოდა ლუჟკოვი?
– მთავარია, რა ფორმით აშუქებ. ჟურნალისტი, სამხედრო, პოლიტიკოსი, დიპლომატი თუ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, უნდა იცავდეს სახელმწიფოს ინტერესებს. რადგან ჟურნალისტი ხარ, არ გევალება სამშობლოს დაცვა?! რადგან მომღერალი ხარ, არ გევალება სამშობლოს დაცვა? ჩვენთან, რატომღაც, ფიქრობენ, რომ სპორტი, ხელოვნება ან ჟურნალისტიკა არ არის პოლიტიკა. როგორ გეკადრებათ?! პოლიტიკაა ყველაფერი და ეს პოლიტიკაა სახელმწიფო ინტერესების დაცვა. როდესაც ამ საკითხს აჟიოტაჟისთვის აყენებ და მეტი არაფერი;  როდესაც საზოგადოებას არ უქმნი იმ განწყობას, რომ ყოველი წამი, წუთი და დღე ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ქვეყანა; როდესაც არ ეკითხები საკუთარ თავს: მეც ვიცავ ჩემს ქვეყანას, როგორც ჟურნალისტი, მომღერალი, სპორტსმენი, დიპლომატი თუ პოლიტიკოსი და პირიქით –  ამცრობ; საზოგადოებაშიც შესაბამისი განწყობა იქმნება. აქ კიდევ ერთი საკითხიც იკვეთება: კონკრეტული ქვეყნებისა თუ პიროვნებების ინტერესები.
როდესაც მიწაზე ვლაპარაკობთ, გადავხედოთ სტატისტიკას: რამდენი ადამიანია ჩამოსული საქართველოში საცხოვრებლად და საიდან? საქართველოში საცხოვრებლად ჩამოდიან, ძირითადად, უფრო აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. სადაც ომი და უბედურებაა, სადაც ჭარბი მოსახლეობაა, სადაც კეთილდღეობის დონე ნაკლებია. ამდენად, მიწის გაყიდვა არ არის ევროპული ინტერესი. შეიძლება, ასეთი სურვილი ჰქონდეს ათ ევროპელს, მაგრამ ჩვენთან ისეთი პროპაგანდაა, რომ თითქოს დასავლეთი გვთხოვს მიწის გაყიდვას. არადა, არაფერსაც არ გვთხოვს.
– როგორ მოგვთხოვს, როდესაც თვითონაც არ მიჰყიდის სასოფლო-სამეურნეო მიწას არამოქალაქეებს?
– როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო დანიელი და ავსტრიელი მოქალაქეების სარჩელები, ამოიღე ავსტრიისა და დანიის საკონსტიტუიციო სასამართლოების განჩინებები და დაუდე წინ მათ მოქალაქეებს: იმავეს ვადგენ მეცო.  რომ ეჩივლა სირიის, ერაყის, რუსეთის ან ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს, მაშინ გამოჩნდებოდა არსი, ამიტომაც უნდა მოიძებნოს ევროპელი, რომელსაც შესაძლოა, მართლაც, გულწრფელად უნდოდეს მიწის ყიდვა საქართველოში და ჩევნ გვაქვს მაგალითი კახეთში –  ამერიკელი აყენებს ქართულ ღვინოს.
– გააქვს ექსპორტზე და „ხოხბის ცრემლებიც“ დაარქვა.
– დიახ, მაგრამ ეს არ გამოდგება პროპაგანდისთვის, იმიტომ რომ, ერთეული შემთხვევაა და გამონაკლისი. დანარჩენ შემთხვევებში არიან ძალიან საეჭვო წარმომავლობის, საეჭვო მოტივაციის მქონე ადამიანები, რაც ძალიან საშიშია ქვეყნისთვის. ყურადღება მახვილდება უცხოური წარმოშობის მხოლოდ და მხოლოდ კერძო პირებზე, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვის უფლება აქვს საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებსაც.
– ეს უფლება ჰქონდათ, ანუ კარგა ხანია, აქვთ, კანონით.
– კანონმდებლობაში წერია, ამიტომ არ ვამახვილებთ ყურადღებას. როდესაც პროპაგანდაზე ვლაპარაკობთ, მარტივ მაგალითს მოვიტან: მთავრობამ 26 მაისი გამოაცხადა რუსთაველის დღედ. იმდენად არ ვაფასებთ რუსთაველს, რომ ცალკე დღე მივუძღვნათ ან ერთი დღე რატომ?! რატომ არ უნდა ეწეოდეს რუსთაველს პროპაგანდა ქვეყანაში?! როდესაც თვითონვე მოვიფიქრებთ ისეთ რამეს, რომ დავამცროთ 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს არის გარე სამყროსადმი მიმართული „მესიჯი“,  ჩვენ უარს ვამბობთ ქვეყნის დაცვაზე. ამდენად, როგორც ჩანს, მიწასთან მიმართებაში არის კერძო მატერიალური დაინტერესება, რადგან დღევანდელი ფასებით, ყველაფერი რომ გავყიდოთ, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი არ გამოდის. ესე იგი, ეკონომიკური ეფექტი, რომ ფული შემოვა ქვეყანაში, არ არსებობს და მეორე, სოფლის მეურნეობა არ არის ინვესტიციატევადი დარგი. თვით აშშ-მაც კი რეიგანის დროს მიიღო კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ინვესტიციების შესახებ, ანუ ისინიც კი, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არ აქვთ, და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო აქვთ, უფრთხიან იმას, რომ არაფერი გამოეპაროთ. ჩვენ კი, ვიცით, რა გარემოში ვცხოვრობთ, რა რისკებია და ამას არ ვუფრთხილდებით. ეს დანაშაულებრივი მიდგომაა. ცალკე თემაა, რომ თვალყური უნდა ვადევნოთ ხელისუფლების მოქმედებებს, მაგრამ იმ თვალსაზრსითაც, რომ სადმე არ გაყიდოს სახელმწიფო ინტერესი?! რადგან, როდესაც კი მოვადუნეთ ყურადღება, ყოველთვის გაყიდა საქართველოს ინტერესი ხელისუფლებამ. შეიძლებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გამოეტანა ის გადაწყვეტილება მიწის შესახებ, რაც მიიღო?!
– რატომ უნდა დარეგულირდეს მიწის გაყიდვის საკითხი, მაინცდამაინც, კონსტიტუციით?
– კონსტიტუციაში მსგავსი რამეები არ იწერება, რადგან ცივილიზებული ადამიანები ამას თავიანთ თავს არ აკადრებენ. მაგალითად, ვერ ჩაწერენ, ადამიანის ხორცს არ ვჭამთო. მით უმეტეს, კონსტიტუციაში წერია, რომ მიწა არის განსაკუთრებული ღირებულება თავისი სოციალური, კულტურული და ისტორიული დატვირთვით. ეს ჩანაწერი გასაგებია, მაგრამ ის შემდეგ არ არის ასახული კანონებში. უბედურება ისაა, რომ, თუ არ ჩაწერ კონსტიტუციაში, ხელისუფლება ეცდება, მოძებნოს ხვრელები, როგორ შემოაცუროს ისეთი კანონები, რომლებიც ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ იქნება მიმართული. და ეს ეხება მიწასაც. მეორე ფაქტორია ის, რომ, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერს აქვს უფლება, იყიდოს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ამიტომ ორგანული კანონი ვერ გადაფარავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამდენად, გვატყუებენ, როდესაც გვეუბნებიან, რომ კანონში ჩავწერთო. ვერცერთი კანონი ვერ დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა და დღეს ჩიხიდან მხოლოდ საკონსტიტუციო ჩანაწერი გამოგვიყვანს. იმიტომ რომ, თუ უხეშად ვიტყვით, მოიხსნება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესვლის საფრთხე.
– მაგრამ შემოდის ორმაგი მოქალაქეობა.
– და საერთოდ დაკარგავს მიწის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერი აზრს, თუ განხორციელდა ის, რის შემოტანასაც აპირებს ხელისუფლება. ახლა უკვე იკვეთება, რატომ არ დაუყენა „ქართულმა ოცნებამ“ კონკურენტი სალომე ზურაბიშვილს. სამწუხაროდ, ამ საკითხის ლობისტი იყო სალომე ზურაბიშვილი. სამწუხაროდ, რადგან მე მას პატივს ვცემ, როგორც ადამიანს. ეს იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ, ორმაგი მოქალაქეობა მოხსნის შეზღუდვას, თუნდაც, მიწასთან დაკავშირებით. ნებისმიერს შეუძლია, შემოვიდეს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა მარტივად და შეიძინოს მიწა. ეს კიდევ ნაკლები უბედურებაა. ასევე, მნიშვნელოვნად შეიცვლება დემოგრაფიული სურათი, შეიცვლება პოპულაცია.
– და არის საქართველოს მოქალაქეობის ამდენი მსურველი? თითქოს ემიგრანტებისთვისააო?
– ემიგრანტებს ეს ჩანაწერი არაფერს ჰმატებს, ვისაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა, იმას ეს პრობლემა არ აწუხებს. თუ უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე, ძალიან საინტერესოა მათი უარის მოტივი; მეორე –  ეს პრობლემა გვარდება უკვე არსებული ჩანაწერით, რომ გამონაკლის შემთხვევებში, დასაშვებია ორმაგი მოქალაქეობა. მაგრამ ჩვენი თანამემამულეების უმეტესობა ხომ არალეგალურადაა წასული? ისინი ხომ არიან საარჩევნო სიებში? და მესამე, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ორმაგი მოქალაქეობა დავუშვათ, თუნდაც, რამდენიმე ასეული ძალიან კარგი ქართველის გამო, რადგან ორმაგი მოქალაქეობის დაშვებით, საფრთხე ექმნება დემოგრაფიულ სურათს და, მეორე, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ადამიანები, გარდა საქართველოს მოქალაქეობისა, დატვირთულები არიან სხვა, უფრო დიდი ან დაინტერესებული სახელმწიფოს ვალდებულებებით და ჩვენ არ ვიცით, როგორ მოიქცევიან ისინი კრიზისის დროს. ეს უსაფრთხოების თემაა, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ამას გარდა, არ ვიცით, როგორ მოიქცევიან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები არჩევნების დროს, ანუ ხელისუფლების ფორმირებისას. საკონსტიტუციო ჩანაწერებზე იმიტომ ვლაპარაკობთ, გარანტირებულად ვიცოდეთ, რომ ხელისუფლება ვეღარ მიიღებს ისეთ კანონებს, რომლებიც ქვეყანას არ გამოადგება, რის მწარე გამოცდილებაც გვაქვს. რაც ჩვენ გავიგეთ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ორი დღით ადრე 35 000 ადამიანს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, მათგან გვაჩვენეს ხუთი ათასი, წარმოშობით ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთში და დღესაც არ ვიცით, ვინ არის ის დანარჩენი 30 000. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ჩვენზე უფრო ძლიერი სახელმწიფოები მიგრაციის პრობლემის წინაშე დგანან, ჩვენ ვაღებთ მოქალაქეობის კარს.
– შესაძლოა, მათი ინტერესი არ იყოს ჩვენი მოქალაქეობის მიღება, არამედ ამ ქვეყნის ტრამპლინად გამოყენება.  
–  ასევე, საქართველო მიმზიდველი ქვეყანა გახდა იმიტომაც, რომ მის მოქალაქეებს აქვთ უფლება, უვიზოდ გადაადგილდნენ ევროკავშირში. ამან გააჩინა ცდუნება, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების გზით აღმოჩნდნენ ევროპაში. ამანვე, მეორე მხრივ, გააჩინა ცდუნება ჩვენს ჩინოვნიკებში, რომ ამ საქმეში რამეს გამოჰკრან ხელი. ასეთი პრობლემები დგას ჩვენ წინაშე, რომლებსაც მოგვარება სჭირდება და, შესაბამისად, ქართველმა საზოგადოებამ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება. ამას გარდა, კი ბატონო,  ჩაგვიწერონ კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, მაგრამ სადმე არის განსაზღვრული ოჯახის დეფინიცია? ვის შეიძლება, დაერქვას ოჯახი? როდესაც მეთერთმეტე მუხლში ვკითხულობთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია თავის თავზე იღებს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დაცვას, მის განმარტებით ბარათში კი წერია, რომ გენდერული თანასწორობა ხდება საკონსტიტუციო ნორმა. ეს აჩენს ეჭვებს. ისევე, როგორც დამოკიდებულება საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან. სათაურში ამოღებულია ერთი სიტყვა „სამოციქულო“ და პირდაპირ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წერია. ტექსტში კი ვკითხულობთ: რომ საკონსტიტუციო შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და არის მინაწერი, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. რადგან ეს ბოლო წინადადება ამოღებულია, ესე იგი, საკონსტიტუციო შეთანხმება საერთაშორისოდ აღიარებულ ყველა ნორმაზეა აგებული?! ასევე, თუკი აქამდე კონსტიტუციაში ეწერა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა, ახლა წერია, რომ ზრუნავს. ისევე, როგორც წერია, რომ შრომა თავისუფალია, მაგრამ ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, არის თუ არა შრომა დაცული. ანუ არაფერზე არ არის სახელმწიფო პასუხისმგებელი, ხალხია პასუხისმგებელი სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ ხელისუფლება არ არის პასუხისმგებელი არც სახელმწიფოს და არც ხალხის წინაშე.
скачать dle 11.3