კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ალაგ-ალაგ შეშფოთებული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ დიდი მეჩაიე 

​​​​ამ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა-გაყიდვის თემა კვლავაც აქტუალურია, ბოლო ვერსიით, ის არ გაიყიდება უცხოელებზე, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშიო, თუმცა აი, ის კი აღარ ვიცით, როგორია ეს განსაკუთრებული შემთხვევები.
ჰოდა, სანამ არ ვიცით, საპარტნიორო ფონდის თავკაცმა (დავით საგანელიძემ) გვაუწყა, რომ ჩინური მხარე 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის გაღებას გეგმავს ჩაის პლანტაციების გასაშენებლად, გარანტირებული გასაღებით – თანაც, თავადვე დალევენო (ანუ საქართველოში მოწეულ ჩაის ჩინეთში გაგზავნიან ექსპორტზეო).
ამიტომაც დავით საგანელიძე სახელმწიფოსგან გარანტიებს ითხოვს (მომყავს ციტატა): „შეიძლება, ეს პროექტი დაიწყოს, თანხა გამოიყოს და სანამ ოთხი-ხუთი წელი გავა, ტერიტორია გასხვისდეს ან სხვა კულტურა გააშენონ და პროექტი შინაარსობრივად დაიშალოს“.
ჰოდა, რაკი მისი და ჩინელების გულში შეშფოთებას დაუსადგურებია ბუნდოვანი მომავლის გამო, ვითხოვთ, ეს ტერიტორიები გარანტირებულად ამ პროექტისთვის გამოიყოსო.
ანუ 12 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ჩინელებისთვის 49 წლით გადაცემის მოლოდინშია.
მეორე მხრივ, მეჩაიე ჩინელების შეშფოთებაც გასაგებია: 500 მილოინი აშშ დოლარი შუკაში არ ყრია. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ვერც ერთი ხელშეკრულების გასაჯაროებას ვერ ვეღირსეთ (კომერციული საიდუმლოაო) და, უდიდესი ალბათობით, ვერც ამ ხელშეკრულებას ჩავკრავთ თვალს (შესაბამისად, არ გვეცოდინება დათქმები: მათ შორის, ვინ დასაქმდება იმ პლანტაციებში, თორემ მოგებას რომ ჩინური კომპანია ჩაისთან ერთად გაიტანს, ეს ისედაც ცნობილია), დიდად სამწუხაროა, რომ საპარტნიორო ფონდი მხოლოდ ჩინური მხარისთვის მისაცემ გარანტიებს შეუშფოთებია. –
скачать dle 11.3