კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№22 ყველაზე დავალებულები მსოფლიოში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ რატომ არა – პირველზე?! 

არ ვიცი, საქმე სამაღარიჩოდ გვაქვს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ბანკები, მოგების მაჩვენებლით, მსოფლიო ბანკების ათეულში ბრძანდებიან (პათოსით: ფულები არის ჩემი გამხარებელი, თუმცა, აბა, ვისი არ არის?!).
მეტიც, საერთაშოროსო სავალუტო ფონდის ანგარიშით, კომერციულ ბანკებში დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ამ ჩვენს ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში ყოველ 1 000 კაცზე 676 მოსახლეს ბანკის ვალი აქვს (2015 წლის მონაცემებით). ოღონდ ეს პერსპექტივა ჯერ კიდევ 2013 წელსვე გამოკვეთილა, როდესაც გაირკვა, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს ყოველთვიურად ბანკის ვალის მომსახურებაში იხდიდა.
ზემომოტანილი მონაცემების გათვალისწინებით, დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.
თუ ერთი მხრივ, მოქალაქეებიც ხარბდებიან, ერთი შეხედვით, იოლ სასესხო ფულს, მეორე მხრივ, არც რეგულაციები გვაწყენს (რაკი სოციალისტური ეკონომიკური წარსულით ვართ დამძიმებულები), რის მიხედვითაც, არ უნდა გაიცეს სესხი, თუ მისი მომსახურება მსესხებელს შემოსავლების 30 პროცენტზე მეტი დაუჯდება.
თუმცა რეგულაციებამდე პროცენტების გაანგარიშება რომ დაგვესწავლა, არც ეს გვაწყენდა, თუ, რა თქმა უნდა, ზემომოხმობილი მაჩვენებლით მსოფლიო ჩემპიონობა არ განგვიზრახავს. –

скачать dle 11.3