კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ღმერთისგან დაკომპლიმენტებული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


„შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და…“ დეფი   

ბევრი წერა თუ ცოტა, ბევრი იწვალა თუ ცოტა (და მერე რა, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში პოეტი კონა ორ შაურადაა, ორ შაურად, ვინაიდან გენები თავისას შვრება), დავით დეფის (თავს რომ „პოეზიის მეფედ“ უხმობს) პოეზია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ თავის ლიტურგიაში დაამკვიდრა.
თავის მხრივ, ავტორი („პოეზიის მეფედ“ ხმობილი) ამ ფაქტს იმაზე უფრო მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს, ვიდრე მისი ნაწერების აშშ-ში გამოცემულ ევროპის საუკეთესო ნამუშევრებში, ამერიკული პენკლუბისა და ამერიკული ლიტსაზოგადოების „ლედიგ ჰაუსის“ ჩამონათვალში მოხვედრას.
უფრო მეტიც, ღმერთმა მითხრა კომპლიმენტიო (პათოსით: „შენ აფრენ“?!).
რაკი ქართველი პროტესტანტები ღვთისმსახურებაში შოთას, ილიას, ვაჟას და დავით გურამიშვილის ნაწარმოებებს იყენებენ, ხსენებული ეკლესიის ეპისკოპოსმა ბ-ნმა სონღულაშვილმა კი ამ საამოდ მწველ ცეცხლს ნავთიც შეაშველა და გვაუწყა, რომ  ამ პრივილეგიით აწ უკვე მეხუთე გურჯი ისარგებლებსო (მაშ?! – დიდი პრივილეგია ყოფილა შოთა-ილია-ვაჟა-გურამიშვილისთვის).
აქვე გეტყვით, რომ პოეტს თავისი ლექსების წაკითხვა მართლმადიდებელ ეკლესიაშიც მოუგუმანებია და კათოლიკურშიც, თუმცა საწადელისთვის ვერ მიუღწევია.  
ცხადია, ღმერთმა (ჩემმა თუ სხვისამ) ყველას ხელი მოუმართოს, თუმცა, თუ გალას დავესესხები (მით უფრო, რომ აქამომდე, ანუ სანამ დევით დეფი ამოიბრწყინებდა ქართული პოეზიის ცის კაბადონზე, მას უხმობდნენ პოეზიის მეფე დ), ამ საქმეს აი, ამის სუნი უნდა დაჰკრავდეს: „ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული.“


скачать dle 11.3