კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ქართულ-ამერიკული კომპანია S-CAD Group Georgia – ვაკანსიები დასაქმების მსურველებისთვის

თათია ფარესაშვილი თამარ ჩხენკელი

  იმ ფონზე, როცა საქართველოში  უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევაა,  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ნამდვილად, საშური და მნიშვნელოვანი საქმეა. ქართულ-ამერიკული კომპანია S-CAD Group Georgia ექვს  წელიწადზე მეტია, რაც თბილისში ფუნქციონირებს.  მისი ხელმძღვანელია ამერიკის მოქალაქე მიხეილ  ცინაძე, რომელსაც საინტერესო ემიგრანტული ისტორია აქვს. მან ამერიკაში წარმატებული ბიზნესის  ქართული ფილიალი  თბილისში დააფუძნა,  სადაც დასაქმების მსურველებს,  მხაზველებს და მათ, ვინც ფლობს პროგრამა AutoCAD-ს,  ასევე, არქიტექტურული და საინჟინრო საქმიანობის გამოცდილება აქვს,   სტაბილურ და   მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობს.  ამ კომპანიაში დასაქმებულებს გარანატირებული აქვთ   მაღალი, მზარდი ანაზღაურება და სოციალური პაკეტები.  კომპანია მუშაობს ამერიკული სტანდარტით, აქ არ არსებობს ასაკობრივი ან გენდერული შეზღუდვა. მთავარი მოთხოვნა – პროგრამა  AutoCAD-ის ცოდნაა!  კონკრეტულად  რა ვაკანსიებს სთავაზობს  S-CAD Group Georgia  დასაქმების მსურველებს და როგორ უნდა გახდეთ ამ კომპანიის სტაბილური გუნდის წევრი, ამის შესახებ ბატონ მიხეილ ცინაძეს გავესაუბრეთ.  
– ბატონო მიხეილ, ამერიკაში წარმატებული ბიზნესის მფლობელმა, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში გადმოსვლა და თქვენი საქმიანობის აქ გაგრძელება?
– ამერიკაში 90-იან წლებში წავედი. ემიგრანტის ხვედრი  იოლი არსადაა, მაგრამ თუ მზად ხარ იმისთვის, ყველა ბარიერი გადალახო, ცხოვრებაც აღარ არის რთული.  ამერიკაში დამხვდა ჩემთვის აბსოლუტურად უცხო, სხვა სამყარო, ის, რასაც ნამდვილად არ ველოდებოდი. თუმცა გავიდა წლები და მე შევძელი, ამემოქმედებინა საკუთარი წარმატებული კომპანია. თბილისში პირველად მაშინ დავბრუნდი, როცა დედა გარდამეცვალა. 14 წელი იყო გასული და ქვეყანა განვითარების ისეთ ეტაპზე იყო, უკვე შეიძლებოდა ფიქრის დაწყება  სტაბილურ ბიზნესზე. ამერიკაში ჩემს კომპანიას ვერ მივატოვებდი, გავაკეთე მისი ქართული წარმომადგენლობა S-CAD Group Georgia, რომელიც უკვე  ექვს  წელიწადზე მეტია, თბილისში ფუნქციონირებს. კომერციული ინტერესი ერთია, მაგრამ მეორე, ძალიან დიდი ფაქტორი აღმოჩნდა ის ემოციები, რაც ყველა ქართველს აქვს, რა დროითაც არ უნდა იყოს წასული თავისი ქვეყნიდან. რა წარმატებებსაც არ უნდა მიაღწიო სხვაგან, შენს ქვეყანაში წარმატებას მეტი ფასი აქვს.
– რას საქმიანობს თქვენი კომპანია და რას სთავაზობს მათ, ვისაც დასაქმების სურვილი აქვთ?
– კომპანია S-CAD Group Georgia არის საინჟინრო-მხაზველობითი კომპანია, რომელიც მთლიანად ამერიკულ შეკვეთებზე მუშაობს.  გვაქვს შეკვეთები ამერიკიდან, კანადიდან, გერმანიიდან, ვმუშაობთ  კერძო სახლების, კომერციული ოფისების, დიდი ჰოსპიტლების დაპროექტებაზე, ინტერიერის დიზაინზე. პროდუქცია, ტექნიკური ნახაზები მზადდება საქართველოში.   კომპანია ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის, მზარდი ანაზღაურებით იწვევს მაღალი კვალიფიკაციის მხაზველებს, ინჟინრებს, ტექნიკური სფეროთი დაინტერესებულ პირებს. ვაკანსიების დასაკავებლად გარკვეულ დონეზე  უნდა იცოდნენ კომპიუტერული პროგრამა  AutoCAD,  ჰქონდეთ გამოცდილება ავეჯის დიზაინის ან არქიტექტორულ სფეროში,  იცოდნენ   ნახაზების ინჟინრული დეტალირება,  ტექნიკური სპეციფიკაციების გამოკვლევა და დადგენა.  სამწუხაროდ, საქართველოში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. შესაბამისად, ჩვენთან მოსული ადამიანები გაივლიან უფასო ტრენინგებს. ტრენინგები ითვალისწინებს უცხოური სტანდარტებისა და ხაზვის პრინციპების შესწავლას,  რის შემდეგაც, ისინი შეუერთდებიან ჩვენს გუნდს.   ჩვენთან დასაქმებულთათვის  ანაზღაურება პირდაპირპროპორციულია კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სამუშაო სტაჟისა.   ჩვენ მზად ვართ, დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი,  ვიდრე ვასაქმებდით აქამდე, რადგან ძალიან ბევრი დიდი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.  კომპანიაში დანერგილია  თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი – ხარისხი, დისციპლინა, ეტიკეტი. კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს უფასო  და მაღალი ხარისხის სამედიცინო დაზღვევა.   თანამშრომლებს ვუნაზღაურებთ შვებულებას, ეგრეთ წოდებულ  „ავადმყოფობის დღეებს”. მე კარგად მესმის, რას ნიშნავს დაქირავებული მუშაკის უფლებების დაცვა.  მას, ვინც დასაქმდება ჩვენს კომპანიაში, ექნება მზარდი ხელფასი, დამოკიდებული მის გამოცდილებაზე, შრომით ჩვევებზე, პასუხისმგებლობის გრძნობაზე.
 P.S. საკუთარი ცხოვრების მთავარი შემოქმედი თქვენ თავად ხართ!   ჯერ კიდევ ვერ მოძებნეთ თქვენი ადგილი შრომით ბაზარზე?  მიმართეთ ქართულ-ამერიკულ კომპანიას,  რომლის მეშვეობითაც ახალი ცხოვრების დაწყებას შეძლებთ. ეს გვიანი  არასდროსაა. S-CAD Group Georgia უკვე ბევრმა ადამიანმა გამოსცადა  საკუთარ თავზე!    
ჯგუფების დაკომპლექტება  დაწყებულია!

 დამატებითი ინფორმაციისათვის და გასაუბრებაზე დასარეგისტრირებლად დარეკეთ: 574-61-44-55 ან 2-93-55-51.
ან მოგვწერეთ და გამოგვიგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV).
employment@cadcabinets.com

скачать dle 11.3