კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ დაუპირისპირდა ნინო ნადირაძე „ლანცეტის” მფლობელს და რატომ ჩაუვარდა მას მუხლებში ფარმან ჯეირანლი

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

 გასულ კვირას კლინიკა „ლანცეტის” მფლობელი და გენერალური დირექტორი, ფარმან ჯეირანლი დააკვეს.  ამ კლინიკის ირგვლივ ჭორები თუ ლეგენდები ბოლო წლებში, არცთუ იშვიათად  ისმოდა. მათ შორის, იმასაც ამბობდნენ, რაც, საბოლოოდ, ფარმან ჯეირანლის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს შორის მოხვდა. მას გამოძიება ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკანონო ოპერაციებს და პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება.  ამ ოპერაციების შედეგად  კლინიკაში ორი პაციენტი დაიღუპა. რა ხდებოდა კლინიკა „ლანცეტში”  და რა ინფორმაციას ფლობს მომხდარის შესახებ  ნინო ნადირაძე, რომელიც ამ კლინიკაში ორი წელი მუშაობდა. ბოლო თვეებში კი,  კლინიკის მთავარი ექიმი იყო. ამის შესახებ თავად  ნინო ნადირაძე-კუზანოვასგან შეიტყობთ, რომელმაც პროკურატურას, მოწმის სახით დაკითხვისას,  ჩვენება უკვე მისცა.   
ნინო ნადირაძე: კლინიკა „ლანცეტის” მთავარი ექიმი, დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში – რვა თვის განმავლობაში ვიყავი. ფარმან ჯეირანლი ამ კლინიკის ერთ-ერთი მფლობელი და  გენერალური დირექტორი გახლდათ.  ჩემს კომპეტენციაში  არ შედიოდა  ორგანიზაციული საკითხები, ფინანსები. მე ძირითადად ურთიერთობა მქონდა კოლექტივთან, ჩემს კოლეგებთან.  ჩვენ ერთად ბევრი რამ შევძელით. მე „გადაფარებული” ვიყავი ამ ხალხზე,   რომლებიც ზოგჯერ თვეობით ვერ იღებდნენ ხელფასს. მათი პროფკავშირივით ვიყავი ფარმანთან, რომელიც სულ მიყენებდა ბრალდებას, რომ მე სტაფის მხარეზე ვიყავი და არა – კლინიკის ადმინისტრაციის. ვერაფრით გავაგებინე, რომ სანამ სტაფი და ადმინისტრაცია ერთი მხარე არ იქნებოდა, იქ საქმე ვერ გაკეთდებოდა.  იმის მიუხედავად, რომ თვითონ გამოცდილი ექიმი  იყო, ექიმის ინტერესებს საერთოდ არ იცავდა. მის  უხეშ და ცინიკურ დამოკიდებულებას პერსონალთან, მე ვაბალანსებდი. ეს მიჯდებოდა დიდი ბრძოლის ფასად.   ყოველ დილას ვამბობდი, რომ  აღარ წავიდოდი სამსახურში. ის 3 000 ლარი, რაც ჩემი ხელფასი იყო, არ მიღირდა იმ დავიდარაბად, რაც სამსახურში მქონდა. მაგრამ, ვერ მივატოვებდა ხალხს, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. მათ ფარმანის ხელში ვერ დავტოვებდი.  უკვე მივხვდი, ის გახლდათ ადამიანი, ვისთვისაც სიტყვას ფასი არ ჰქონდა.
– როგორ მოხვდით თავის დროზე „ლანცეტში?”
–  ფარმანი იცობდა ჩემს მამამთილს, ივას,  იმ დროიდან, როცა ის აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.   მან  სთხოვა  ივას, რომ  კლინიკას ხსნიდა და სჭირდებოდა   ქალი, ვინც დაეხმარებოდა საქმის გაძღოლაში.  მიიჩნევდა,  რომ ქალი უკეთესი მენეჯერია. ივამ  ჩემი თავი გააცნო და მანაც გადაწყვეტილება უცებ მიიღო.  თავიდან „ლანცეტში” მივედი როგორც კარდიოლოგი. არაჩვეულებრივად ავაწყვე საქმე, მაგრამ მერე, ლამის მუხლებში ჩამივარდა ფარმანი, რომ  კლინიკის  მთავარ ექიმად გადავსულიყავი, რასაც ოჯახისგან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა.   ჩემები მიხვდნენ, რომ ფარმანი საქმეში ისეთი არ იყო, როგორიც სხვა ურთიერთობებში, მაგალითად, სუფრაზე.  ფარმანი იცნობდა  ქართულ გარემოს. ის სოფელ იორმუღალოშია გაზრდილი და მერე გადავიდა  მოსკოვსა და ბაქოში. როდესაც მე „ლანცეტში” პირველად მივედი, ჯერ შენობა მეხუთე სართულამდე იყო აშენებული. კლინიკის აშენებაში ფარმანის  ბიძაშვილის  თანხაა ჩადებული,   რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. მე  თავიდანვე შევუთანხმდი ფარმანს, რომ არაფერს „დავუთმობდი.”  და რასაც სწორად მივიჩნევდი, იმას გავაკეთებდი.  მან თავიდანვე იცოდა, რომ არაფრის გამო არ დავხუჭავდი  თვალს უკანონობაზე. არ ვარ მათ შორის, ვინც, ოღონდ სამსახური შეინარჩუნოს და ყველაფერზე დაეთანხმება უფროსს. რეალურად,  მე ჩავიბარე პრობლემებითა და ვალებით  სავსე კლინიკა.  ერთმანეთთან საკმაოდ რთული, დაძაბული და ცუდი ურთიერთობა გვქონდა. ასეთივე ურთიერთობა მქონდა კლინიკის დირექტორთან, ზაზა ხოსროშვილთან. ისინი ერთმანეთის „კუდები” იყვნენ, მე კი მათი სიმშვიდის ამრევი. კლინიკის განვითარების სხვადასხვა ხედვა იყო ჩვენი დაპირისპირების მთავარი მიზეზი. როდესაც თანამშრომლები თვეობით ვერ იღებენ ხელფასს და კლინიკაში ქრონიკული ფინანსური პრობლემებია, სხვა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. ფარმანი ამაზე არ ფიქრობდა, პირიქით, მე ძალიან მძიმე სამუშაო პირობებს მიქმნიდა – ყოველ თვეში მიწევდა სტაფის განახლება, რადგან უამრავი ადამიანი მიდიოდა ჩვენგან, თვეობით გაუცემელი ხელფასების გამო. მე რომ სამსახური დავტოვე, რვა თვის ხელფასი ასაღები მქონდა. ჩემამდე ორი მთავარი ექიმი გააქცია კლინიკიდან. გამოვიდა, რომ მეც მათი ბედი გავიზიარე. თუმცა, წამოსვლამდე სასტიკად გამოვლანძღე  და ასე  მოვიოხე გული (იცინის).  
– ხელფასი  როგორ აიღეთ?
–  სასამართლოს ჩარევით, ჩვენ სასამართლოს გაგრძელება და პროცესებზე სიარული რომ  თავიდან  აგვეცილებინა, სასამართლო დარბაზში შევთანხმდით ხელფასის გადახდაზე (იცინის).  ჩვენი დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც მე ვიყავი კლინიკის მთავარი ექიმი,  თუ არ ჩავთვლით  ტრანსპლანტაციის თემას, არცერთი პაციენტის საჩივარი არ ყოფილა. ფარმანს რომ ჩემთვის დაეჯერებინა და ყველაფერი ჩემი მითითებისამებრ წაეყვანა, ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა. სულ ვეუბნებოდი, რომ უფრო მეტი მოსამზადებელი სამუშაო იყო ჩასატარებელი იმისთვის, რომ ამ ტიპის ოპერაციები გაკეთებულიყო. მიმაჩნდა, რომ აუცილებელი იყო დოკუმენტების  მოწესრიგება, მეტი გარანტიისთვის. ტრანსპლანტაცია უმაღლესი პილოტაჟია ქირურგიაში. რაც არ უნდა კარგი ქირურგი ჩამოიყვანო უცხოეთიდან, მას უნდა დაახვედრო განსაკუთრებული პირობები.  ისე შევუჭამე ტვინი, საერთოდ დისტანცირდა ჩემგან, არაფერში აღარ მახედებდა.  ჩვენი კონფლიქტი ისე ღრმავდებოდა, რომ ბოლოს, კლინიკაში  პერსონა „ნონ გრატად” მაქცია.  
–  ის, რაც მოხდა  ორი პაციენტის შემთხვევაში, ძალიან მძიმე და ფატალური შედეგია. დაზარალებული მხარე თქვენგანაც მოითხოვს  პასუხს შეკითხვებზე. მიაჩნიათ, რომ თქვენც, როგორც მთავარი ექიმი,  ინფორმირებული იყავით, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციები ლიცენზიის გარეშე ტარდებოდა.
 – მე დამკითხა პროკურატურამ,  როგორც მოწმე და ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო.  მე არაფერს ვაკეთებდი დახურულ კარს მიღმა. ყველამ იცის ჩემი ხასიათი, რომ სიმართლის თქმა მიყვარს და მიკიბვ-მოკიბვა  არ მახასიათებს.  კლინიკას ნამდვილად  ჰქონდა  დროებითი სამუშაო ლიცენზია ტრანსპლანტაციაში. ასევე, ჰქონდა ტრანსპლანტაციის საბჭოს რეკომენდაციაც. მან დიდი ხნის წინ დაიწყო მოლაპარაკებები ქირურგთან,  მირჯალალ კაზიმთან, რომელმაც ოპერაციები ჩაატარა. ფარმანი დიდხანს ცდილობდა მის „გადმობირებას”, რადგან ის საუკეთესო ქირურგია და  არა მხოლოდ, აზერბაიჯანში.   ბაქოში ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელია. პაციენტი, რომელიც  ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა, სწორედ მას ჩამოჰყვა თბილისში ამერიკიდან, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მათ, რა თქმა უნდა, გაგონილი ჰქონდათ მისი კომპეტენციის შესახებ, აბა, „ლანცეტში” და ჩემთან კი არ ჩამოსულან.  ისინი მოიხიბლნენ ფასით, რაც ოპერაციას ჩვენთან ჰქონდა, თორემ ამერიკაში ამ ოპერაციის გაკეთება ბევრად ძვირი ღირს.  მირჯალალს  ბაქოში უამრავი   ოპერაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის, ჩვენი თანამშრომლის დისშვილისთვის, 18 წლის  ბიჭისთვის, რომელიც ფაქტობრივად, მკვდარი,  კომურ მდგომარეობაში ჩაიყვანეს აქედან ბაქოში.    მირჯალალმა ეს ახალგაზრდა  სიკვდილს გადაარჩინა.  მირჯალალმა ბაქოში საქართველოს 26 მოქალაქეს გაუკეთა ტრანპლანტაციის ოპერაცია. მის სახელზე ჯანდაცვის სამინისტროში მადლობის წერილებიც კი იყო გამოგზავნილი.  ტრანპლანტაცია ძალიან მაღალი რისკის ოპერაციაა. სანამ  გამოძიება არ   დაადასტურებს, სამედიცინო კუთხით ჰქონდა თუ არა ექიმს რაიმე გადაცდომა,  დეტალებზე საუბარი რთული და არასწორია. ორივე პაციენტმა ოპერაციიდან რამდენიმე დღე იცოცხლა. ისინი საოპერაციოში არ გარდაცვლილან. ტრანსპლანტაციის ოპერაციების შემდეგ,  ერთ-ერთი დიდი პრობლემაა  პოსტოპერაციული პერიოდი. ამ დროს გართულებები სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია.
– თქვენ რა კონტაქტი გქონდათ გარდაცვლილ პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან? მათი განცხადებით, თითქოს თქვენ დაითანხმეთ ისინი ოპერაციაზე.
–  მე როგორ შემეძლო დამეთანხმებინა  ტრანსპლანტაციის ოპერაციაზე ადამიანი, როცა თვითონ კარდიოლოგი ვარ?! ეს სცილდება ჩემი კომპეტენციის საზღვრებს და უნამუსო ტყუილია. ჩემთან მოვიდნენ დიაგნოზდასმულები, ოპერაციაზე დათანხმებულები. უკვე  საოპერაციოდ ემზადებოდნენ. მე მათ გავუწიე  კარდიოლოგიური კონსულტაცია. ეს იყო ჩემი ჩარევა. შეკითხვაზე, იყო თუ არა  მირჯალალი კარგი ექიმი, თანხმობა ვუთხარი, რადგან მიმაჩნდა, რომ ის მართლაც საუკეთესო  ქირურგია ტრანსპლანტაციაში.  მე არ ვიცოდი, რომ ლიცენზიას დროებით ვადა გასული ჰქონდა. ეს რომ გავიგე, ფარმანს და ჩემ შორის ძალიან დიდი კონფლიქტი  მოხდა. ფარმანი საერთოდ არ მიშვებდა და ამიკრძალა მეხუთე სართულზე ასვლა, სადაც ეს პაციენტები იწვნენ. ამ ინციდენტების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ მისცა დროებითი ლიცენზია. თუმცა, იქამდე, დააჯარიმა 36 ათასი ლარით.  ძალიან მწყდება გული, რომ კლინიკა, რომელსაც კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს და ჰყავს  ბევრი კარგი ექიმი, ასეთ სკანდალში გაეხვია. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ კლინიკამ აგოს პასუხი მისი მფლობელის შეცდომებზე.   
скачать dle 11.3