კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რა გარემოებებმა მიიყვანა ანი მურადელი დედის მკვლელობამდე და რას განიცდიდა ის მთელი ცხოვრება

თათია ფარესაშვილი ქეთი მოდებაძე

 გასულ კვირას, 36 წლის ბალერინა ანი მურადელი დედის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ანი 84 წლის დედასთან, ლამარა მინდორაშვილთან ერთად, მარტო ცხოვრობდა. მამა – ლევან მურადელი, ექვსი წლის წინ გარდაეცვალა. ის ცნობილი მუსიკოსი, სახელმწიფო კაპელის ერთ-ერთი წევრი იყო. ანი დაქორწინებული იყო რეზო მაღალაშვილზე, რომელიც ცნობილი ბალერონის, ნუკრი მაღალაშვილის შვილი და მუსიკოს ჯარჯი მაღალაშვილის ძმისშვილია. თუმცა, მათი ოჯახი რამდენიმე წლის წინ დაინგრა. მომხდარის შესახებ დეტალებზე ანი მურადელის ახლობლებს ვესაუბრეთ.
ოჯახის ახლობელი: როგორც თქვეს, ანი მკვლელობის მომენტში ნასვამი იყო და დედა-შვილს შორის შელაპარაკება მოხდა. უბედურ შემთხვევასაც ვერ ვუწოდებ ამ ყველაფერს, უფრო შემთხვევითობაა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ისიც თქვეს, თითქოს გარდაცვლილი ნაცემი იყოო, მაგრამ ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ჩემ თვალწინ ამ დედა-შვილს შორის კონფლიქტი არ მომხდარა. ნათესავები დარწმუნებული ვართ, რომ ანი ჭკუიდან შეიშალა. სხვანაირად ამ ფაქტს ვერ ვხსნით. გამორიცხულია, მისნაირ ადამიანს მსგავსი რამ ჩაედინა.
– ამბობენ, რომ ანის ფსიქოლოგიური და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
– მე მისთვის ფსიქოლოგიური პრობლემები არ შემიმჩნევია. რაც შეეხება ალკოჰოლს, ბოლოს რომ ვნახე, სუფრასთან ვისხედით და დალევა შესთავაზეს, მაგრამ ანის წვეთი არ დაულევია. თქვა: ფეხზე ვმკურნალობ და არ შეიძლებაო.
– ზოგადად, ამ ოჯახზე რას იტყვით?
– ანი 36 წლისაა და როგორც იცით, წარმატებული ბალერინაა. დედა – ლამარა მინდორაშვილი, 84 წლის, ლექტორი იყო და როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. საკმაოდ განათლებული, თუმცა ძალიან ცივი ქალი იყო. მამა – ლევან მურადელი კაპელაში მღეროდა. ექვსი წლის წინ გარდაიცვალა. მთელი თავისი სიცოცხლე ანიზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. აი, დედისგან არც ზრუნვა ახსოვს და არც თბილი სიტყვა. ის კი არა, მე პირადად, ისიც კი არ მახსენდება, დედას მისთვის საჭმელი გაეკეთებინოს. მამა თან ჰყვებოდა და სანამ ის ჰყავდა ცოცხალი, ანის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ანგელოზივით იფარავდა შვილს. სულ ცდილობდა, მისთვის ყველანაირი სტრესი აეცილებინა. ყველგან მას დაჰყავდა. ერთად რომ მივდიოდით დასასვენებლად, ანი იქაც მამასთან ერთად იყო. დედამისი ან თავს არ იწუხებდა ჩვენთან ერთად წამოსვლით, ან არ ეცალა, არ ვიცი.
– დედას თავიდანვე ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, თუ ბოლო დროს შეიცვალა?
– დედა ყოველთვის ცივი იყო ანის მიმართ, მაშინ, როცა ანი თან ჰყვებოდა მას. ერთი პერიოდი, დეიდაც მათთან ერთად ცხოვრობდა და ანის სულ სახლში მიეჩქარებოდა. საჭმელი უნდა გავუკეთო, მივხედო დედას და დეიდას, თორემ მშივრები დამეხოცებიანო. ძალიან თბილი იყო და დედის მიმართაც უზომო სიყვარულს და მზრუნველობას გამოხატავდა, მიუხედავად იმისა, მისგან მსგავსს ვერაფერს იღებდა.
– დედას ასეთი დამოკიდებულება იმის გამო ჰქონდა, რომ ანი მათი ბიოლოგიური შვილი არ იყო?
– ლამარა მინდორაშვილი, ზოგადად, ძალიან ცივი ქალი იყო. არც სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. სანამ მამა გარდაეცვლებოდა, მასთან ხშირად მივდიოდი, მაგრამ, რაც ის გარდაიცვალა, მას შემდეგ ანის ვთხოვდი, ან თვითონ გამოსულიყო, ან სადმე შევხვედროდით. არ მინდოდა დედამისთან შეხვედრა. მასთან კონფლიქტი არ მქონდა, უბრალოდ, იმდენად ცივი იყო, შეხვედრის სურვილი არ მიჩნდებოდა.
– როგორც ცნობილი გახდა, ანი ბელარუსიდან იყო წარმოშობით. ერთ-ერთი ვერსიით, ბიოლოგიურად ის გამზრდელი მამის შვილი იყო და დედის მხრიდან ამგვარი დამოკდებულებაც ამით იყო გამოწვეული.
– არა, ეს ტყუილია. არცერთისთვის არ იყო ბიოლოგიური შვილი. უბრალოდ, მამამისი ამბობდა: ლამარა თავის თავს ვერ უვლის და შვილს მოუვლისო?! ამიტომ, თვითონ ზრუნავდა ანიზე განსაკუთრებულად. ბავშვის ბელარუსიდან ჩამოყვანა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ აქ რამე პრობლემა არ შექმნოდათ. ხშირად ხდება, რომ ბიოლოგიური მშობლები უკვე გაზრდილ შვილს აკითხავენ და ამის თავიდან აცილება უნდოდათ.
– ბავშვები განსაკუთრებით განიცდიან და ემოციურად უდგებიან დედის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას. ალბათ, ანის შემთხვევაშიც ასე იყო...
– ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის, შენ როგორ უყვარხარ დედაშენს და მე რატომ არ ვუყვარვარ დედასო?! სულ ვეუბნებოდი, დამშვიდდი, ხომ ხედავ, ზოგადად, ცივი ქალია-მეთქი. იმას ხომ ვერ ვეტყოდი, მეც ვგრძნობ, რომ არ უყვარხარ-მეთქი. ეს ქალი ჩვეულებრივი ცივსისხლიანი ადამიანი იყო. რკინის გული ჰქონდა. ქმრის დაკრძალვაზეც კი არ გამოუხატავს არანაირი ემოცია. შემთხვევით გავიგე, რომ ანი აყვანილი იყო, მაგრამ ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და რა მნიშვნელობა აქვს, ბიოლოგიურად ვისი შვილია?! მით უმეტეს, რომ საოცარი გოგოა. არ მჯერა, რომ მან მკვლელობა ჩაიდინა და დღემდე მგონია, რაღაც სხვა მოხდა. მარტო მე არ ვფიქრობ ასე. ბევრი ჩვენი ახლობელი, რომელიც ანის ძალიან კარგად იცნობდა, ზუსტად იგივე აზრზეა. თუმცა, წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო სინამდვილეში. ახლა თვითონაც ისეთ სტრესშია, საერთოდ ვერ ხვდება, მის თავს რა ხდება. სასამართლოზე ხმა არ ამოუღია. მისამართი ძლივს თქვა.
– თვითონ როგორ გაიგო, რომ აყვანილი იყო და რა რეაქცია ჰქონდა?
– მე, როგორც ვიცი, დედამისმა ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, თვითონ უთხრა, რომ ნაშვილები იყო. მაშინ უკვე დიდი იყო და მამა გარდაცვლილი ჰყავდა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, მსგავს რამეს არ დაუშვებდა. ანიმ თუ რამეს მიაღწია ცხოვრებაში, ეს მამამისის დამსახურებაა.
– მეუღლეს რის გამო დაშორდა?
– მეუღლეს შვიდი წლის წინ დაშორდა. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და რა მოხდა, რის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ვერავინ გაიგო. ყველა გაოცებულები ვიყავით. ანი ძალიან გულღია გოგო იყო, მაგრამ საკუთარი პრობლემებით არავის დაამძიმებდა, ამიტომ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა. არც ის უთქვამს, რომ დედასთან კონფლიქტი ჰქონდა.  მომხდართან დაკავშირებით უამრავი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. თითქოს დედამისი ქონებას ნათესავებს უტოვებდა და ამის გამო მოკლა ანიმ. სისულელეა, გამორიცხულია. უბრალოდ, ვიღაცას აწყობს, რომ მოტივად ქონებრივი ინტერესი გამოიკვეთოს და ანი დაადანაშაულონ.
ანის მეგობარი ბალერინა: ანი იმის სრულიად საწინააღმდეგო პიროვნებაა, რა შთაბეჭდილებაც ახლა დატოვა საზოგადოებაზე. უნდა იცნობდე ამ ადამიანს, რომ სიტუაციის რეალურად შეფასება შეძლო. მისგან მკვლელობა კი არა, მინიმალური დანაშაულიც კი წარმოუდგენელია. პირიქით, ყოველთვის გვერდში გვედგა, ყოველთვის გვეხმარებოდა, რითაც შეეძლო. ახლა საზარელ კომენტარებს ვკითხულობ მისი მისამართით. „დედის  მკვლელი“ – ფაქტი ფაქტად რჩება და ხალხისაც მესმის, მაგრამ, ჩემი აზრით, სწორი არაა ცალსახად უყურო ფაქტს და არ გაითვალისწინო გარემოებები, რამაც ანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ამ ამბავს დიდი და მძიმე ბეგრაუნდი ჰქონდა. ვინც მას იცნობს, ყველა ხვდება, რომ ეს არ იყო გააზრებული ნაბიჯი. ეს იყო აფექტური მდგომარეობა. თუ ალკოჰოლური პრობლემები ჰქონდა, მაშინ დედა რისი დედაა, შვილის ამხელა პრობლემას თუ ვერ ამჩნევს, მაშინ, როცა ეს წლების განმავლობაში გრძელდება. ბევრი კომენტარი წავიკითხე, სადაც ბრალს უყენებდნენ: თუ კი დედასთან პრობლემები ჰქონდა, მაშინ ცალკე რატომ არ გადავიდა საცხოვრებლადო?! ჩემი აზრით, ეს ფაქტი მის ადამიანურობაზე მეტყველებს. ანის საკმაოდ ნორმალური შემოსავალი ჰქონდა და ზრდასრული ქალი იყო. ასე რომ, თავისუფლად შეეძლო, დამოუკიდებლად ეცხოვრა, მაგრამ ამას ვერ აკეთებდა, რადგან დედა ასაკოვანი იყო და არ უნდოდა მარტო დაეტოვებინა. რამდენჯერ გაქცეულა სპექტაკლის შემდეგ სახლში: დედა მარტოა და სწაფად უნდა მივიდეო. ამას ყველა დაგიდასტურებთ. ამის შემდეგ ყველამ თავად განსაჯოს, როგორ შეიძლებოდა ასე უცებ, მსგავსი რამ ჩაედინა.
– გარემოებები ახსენე. რას გულისხმობ?
– შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, წამყვანი სოლისტი იყო და მერე, უცებ ყველაფერი დასრულდა. ოთხი-ხუთი წლის წინ, ორივე მუხლზე ტრავმა მიიღო და სამი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ვერ ცეკვავდა. ნელ-ნელა ჩადგა ფორმაში, მაგრამ წამყვანი სოლისტი ვეღარ გახდა, რადგან ტრავმა მუდმივად ახსენებდა თავს. ეს უდიდესი დარტყმა და ტკივილი იყო მისთვის. ამხელა წარმატება უცებ გამოეცალა ხელიდან და ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. თუმცა, ძველი ფორმის დაბრუნება შეუძლებელი იყო. ზუსტად იმ პერიოდში მისი მთავარი საყრდენი – მამა გარდაიცვალა, რომელიც უზომოდ უყვარდა, როგორც ვიცი, ყოველთვის გრძნობდა, რომ დედას არ უყვარდა და ამას ძალიან განიცდიდა. ყველა ადამიანი ერთნაირი ფსიქიკის არაა და ცხოვრებისეულ სირთულეებს ერთნაირად ვერ უმკლავდება. მით უმეტეს, როცა ნაშვილები ხარ და დედას ასეთი დამოკიდებულება აქვს შენ მიმართ – ოჯახში, როგორც შვილს ისე არ გიღებს. ბუნებრივია, ეს აისახება ფსიქიკაზე. ანის სუსტი ფსიქიკა ჰქონდა და გვერდში დგომა სჭირდებოდა. რაც, უპირველესად, მშობელს უნდა გაეკეთებინა. ყველა, ვინც კი  მას იცნობდა, ახლა გვერდში უდგას. რომ არა ჩვენი მხრიდან უდიდესი ნდობა მისდამი, რატომ დავუდგებით მკვლელს გვერდში?! როდესაც ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები რეალურად ჰქონდა, ძალიან დაეხმარა მთელი თეატრი და ქალბატონი ნინო ანანიაშვილი. გამუდმებით უბიძგებდა, რომ არ დანებებოდა ამ პრობლემას და ყველანაირად ცდილობდა, იმ ზღვრამდე არ მისულიყო, სადაც ახლა აღმოჩნდა. მოდუნებისა და მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, პირადად მე, ნასვამ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. მხოლოდ გაგონილი მქონდა, რომ მსგავსი პრობლემა ჰქონდა. საკმოდ კარგად ვიცნობ ამ პიროვნებას და უფლება მაქვს, ვთქვა, რომ შინაგანი ბუნებით ის მკვლელი არ არის.
скачать dle 11.3