კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ გახდა სოფია სილაგაძე კვიპროსზე სიმღერის კონკურსის გამარჯვებული და როგორ იწვევდნენ მას სხვადასხვა საღამოზე ცნობილ მუსიკოსებთან ერთად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ნიჭიერი მომღერლის, სოფია სილაგაძის წარმატებული მუსიკალური კარიერა ჯერ საქართველოში დაიწყო, შემდეგ კვიპროსზე გაგრძელდა და ახლა ის უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. ის არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. წარმატებულად გამოვიდა ქართულ „X ფაქტორში“ და თავისი ლამაზი ხმით ყოველთვის ხიბლავს როგორც ქართველ, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მსმენელს.
სოფია სილაგაძე:
ბავშვობიდან ვმღერი. მოგვიანებით, დავამთავრე მუსიკალური სკოლა, შემდეგ ხელოვნების სასწავლებლის ვოკალური განყოფილება – გიორგი ონიანისა და  სხვა ნიჭიერი პედაგოგების კლასები. აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტსა და ღონისძიებაში. შემდეგ ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში, მუსიკალური თეატრის ფაკულტეტზე, ბატონ გოგი თოდაძის ჯგუფში. წლის ბოლოს ბატონმა გოგიმ დადგა დუმბაძის სპექტაკლი „ბოშები“. სადაც ვითამაშე სოფლელი გოგონას, თათულიეს როლი. მახსოვს, ამ სპექტაკლით წავედით პატრიოტულ ბანაკში. ბავშვები აღფრთოვანებულნი დარჩნენ.
– როგორც ვიცი, მოგვიანებით კვიპროსზე გადახვედი საცხოვრებლად, სადაც ასევე წარმატებულად გაგრძელდა შენი მუსიკალური კარიერა.
– გავთხოვდი და საცხოვრებლად გადავედი კვიპროსში. ახლა მყავს არაჩვეულებრივი  მეუღლე და 8 წლის შვილი – ლიზი. რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, 2 წელი ვსწავლობდი ძალიან წარმატებულ აკადემიაში – Paphos academy of fine arts, მუსიკალურ ფაკულტეტზე. 2008 წელს ვმონაწილეობდი სიმღერის კონკურსში, რომელიც ადგილობრივმა ტელევიზიამ Pafos TV-იმ მოაწყო. მივიღე ზარების დიდი რაოდენობა და  გავხდი ხალხის რჩეული – გამარჯვებული, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თან, ამ დროს ორსულად ვიყავი და ყველაფერი ორმაგად ემოციური გახლდათ. ამის შემდეგ ჩემი მუსიკალური კარიერა კიდევ უფრო წარმატებული გახდა. გავიცანი ადგილობრივი მუსიკოსები და გვქონდა ჯაზ-პოპკონცერტები. Papfos  time-ში, სტატიაც დაიბეჭდა ჩვენზე. გარდა ამისა, ვმუშაობდი  პოლის ხარალამბუსტთან ერთად. ის უნიჭიერესი მუსიკოსია, არაჩვეულებრივად უკრავს თითქმის ყველა ინსტრუმენტზე. მისი შვილებიც მუსიკოსები არიან და ხშირად გვქონდა კლასიკური მუსიკის საღამოები. ვიმღერე კონცერტზე, სადაც უკრავდა ცნობილი კომპოზიტორ-პიანისტის Stavros Lantsias ტრიო,  რომლებიც საოცარ მუსიკას ქმნიან. მეპატიჟებოდნენ სხვადასხვა წვეულებასა და საქველმოქმედო საღამოზე. 2012 წელს ისევ მივიღე მონაწილეობა მუსიკალურ კონკურსში, რომლის ფინალისტიც გავხდი. მოგვიანებით, 4 მოცეკვავე გოგოსთან ერთად, ჩამოვაყალიბე ჯგუფი და  გვქონდა შოუები მიუზიკლ-კაბარეს სტილის, ვმღეროდით სიმღერებს სხვადასხვა მომღერლის რეპერტუარიდან. პროგრამას ყოველკვირეული  სახე ჰქონდა.
– ახლა ამერიკაში მოღვაწეობ აქტიურად...
– ამერიკაში  ჩემს მუსიკალურ კარიერას აქტიურად ვავითარებ. 20 მაისს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული კონცერტზე, რომელიც ამერიკის ნაციონალურ ცენტრში, მანჰეტენზე ჩატარდა და მისი ორგანიზატორი იყო ქართველი ბარიტონი, ვასილ კოლხიდაშვილი. უახლოეს მომავალში ვგეგმავ ნიუ-იორკში საკუთარი საღამოს მოწყობას.
скачать dle 11.3