კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ ღირს ვირის რძისგან დამზადებული ერთი კილოგრამი ყველი 1 200 დოლარი

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 საქართველოში ვირს მხოლოდ ერთი დანიშნულებისთვის, ტვირთის გადასაზიდად იყენებდნენ. დღე ის  სხვადასხვა საშუალებებმა ჩაანაცვლა და მაღალმთიან რეგიონებში მის საჭიროებასაც ვეღარ ხედავენ. სამწუხაროდ, მწირი ინფორმაცია მოიპოვება ამ ცხოველის სარგებლიანობის შესახებ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მისი რძე და რძის პროდუქტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. უჩვეულო ბიზნესი, რომელიც საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს, არც მეტი არც ნაკლები, ვირების ფერმაა. ამ არატრადიციული მეურნეობის დამფუძნებელი მოქანდაკე, თემურ ლომიძეა. ის ვირების ფერმას ერთი წლის წინ ჩაუდგა სათავეში და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.
თემურ ლომიძე:
თავიდან ჩემთვისაც უცნაური იყო ეს ბიზნესიდეა. ჩემმა მეგობარმა მითხრა სახედრის რძის სარგებლობის შესახებ. თავიდან გამეცინა, მერე დავფიქრდი – არსად არ იყო საქართველოში და რატომაც არ უნდა მეცადა, თან სიახლეები მიყვარს. თავიდან, დაგეგმარების პროცესში, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც ზედმეტი ხარჯები გამოიწვია. ეს ბაზარზე ისეთი სიახლე იყო, არავინ არაფერი იცოდა და ჩვენც ვერავის ვეკითხებოდით რამეს. რამდენიმე ფერმერს რომ ვთხოვეთ რჩევა, გვიპასუხეს:  არა, ძმაო, სად ჩვენ და სად ვირიო (იცინის). ზოგმა ისიც არ იცოდა იწველებოდა თუ არა ეს ცხოველი. მიუხედავად ამ და სხვა დაბრკოლებისა, მაინც შევძელით საქმის დაწყება და  უკვე წელიწადი გახდება, რაც ამ საქმიანობას ვეწევით.
– საქართველოში სახედრების დეფიციტია. როგორ მოიძიეთ იმდენი სული, რომ ფერმის გაკეთება შეძელით?
– ეგ იყო ყველაზე რთული პროცესი. მეხმარებოდა ჩემი მეგობარი და კიდევ, ხუთი მომგროვებელი. სოფლებში დავდიოდით კარდაკარ. კვირაში მაქსიმუმ 10 სახედარი მოგვეგროვებინა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, კვირა ისე გასულა, ერთიც ვერ გვიშოვია. 6-თვიანი წვალების შემდეგ,  60 სულამდე ავედით.  აქედან 4 ულაყია, დანარჩენი მდედრი. დღეისთვის ნამატი გვყავს ორი და ახლა ველოდებით კიდევ.
– რა სარგებელი აქვს სახედრის რძეს და რძის ნაწარმს?
– ძალიან სასარგებლოა. მეც გაკვირვებული ვიყავი, როცა მისი სასარგებლო თვისებების შესახებ შევიტყვე. უხსოვარი დროიდან, ჩვენი წინაპრები თურმე, ამ რძეს გამოიყენებდნენ სხვადასხვა დაავადების დროს. ვირის რძეს აქვს განსაკუთრებული სამკურნალო და სასარგებლო თვისებები. მასში რძის ცხიმიანობა დაბალია და შეადგენს 0.5 პროცენტს, მაშინ როცა ძროხის რძეს აქვს 6-7 პროცენტი. ვირის რძე ყველაზე ახლოს დგას დედის რძესთან და მოდუღების გარეშე შეიძლება ბავშვისთვის მიცემა. ასევე, მისგან ამზადებენ წამლებს და კოსმეტიკას უცხოეთში. მას უკურეაქცია არ აქვს, მდიდარია ვიტამინებით – 300 სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ევროპაში ყველაზე ძვირად ღირებული ბავშვის საკვები სწორედ ვირის რძეზეა დამზადებული. ვირის რძე ებრძვის: ბრონქიალურ ასთმას, ხველას, ყივანახველას, ალერგიებს, დიაბეტს, კანის დაავადებებს, კიბოს, ტუბერკულოზს, წითელას, ეპილეფსიას და ციებ-ცხელებას, ამაღლებს მამაკაცის პოტენციას.
ნეაპოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვირის რძეში აღმოაჩინეს ცხიმის მჟავა ომეგა 3 და ომეგა 6, ის დატვირთულია  ლაქტოზით და შეიცავს მინიმალურ ცხიმებს. ვირის რძე ძალიან ადვილად იყინება. დავამატებ, რომ ინფექციური საავადმყოფოდან ერთ-ერთი თერაპევტი ბავშვებს აგზავნის ჩემთან და შესანიშნავი შედეგები აქვთ. რაც შეეხება სიმსივნეს, დასაწყის სტადიაშია მარგებელი, ქიმიოთერაპიისას კი, უფრო უადვილდება ადამიანს მისი გადატანა.
– კოსმეტიკური საშუალებები ახსენეთ. ამ სფეროშიც გამოიყენებენ?
– დიახ, კლეოპატრადან დაწყებული, უძველესი დროიდან ამზადებენ ვირის რძისგან კოსმეტიკურ საშუალებებს. ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რაც მას აქვს, ეს გლობულინია, რომელიც უშლის ხელს დაბერებას. ფაქტობრივად, ბოტოქსია (იცინის). ნედლად უნდა წაისვა სახის კანზე და მაშინვე გაძლევს შედეგს. ერთი ჭარბწონიანი მყიდველი მოვიდა და მეკითხება, თუ მიშველის წონაზე, სახსერებსა და უძილობაზეო. მე არ ვარ მკურნალი, ბიზნესმენი ვარ და ვუპასუხე: არ ვიცი, დალიე, წყენით არ გაწყენს და შედეგი თუ გექნება, თავად ნახავ-მეთქი. ზუსტად ერთი თვე იღებდა ეს ადამიანი ვირის რძეს. დაიკლო 8 კილო, არც სახსრები სტკიოდა და ღამეც კარგად ეძინა. ბავშვებისთვის არის საუკეთესო, ამაღლებს იმუნიტეტს. ძროხის რძესთან შედარებით C ვიტამინს შეიცავს 60-ჯერ მეტს. თბილისში ძალიან დაბინძურებულია ჰაერი, რაც პირდაპირ მოქმედებს ბავშვებზე და იწვევს ბრონქების დაავადებებს. თუ ამ რძეს ბავშვი მიიღებს, დამიჯერეთ,  მსგავსი დაავადებებისგან დაზღვეული იქნება და არაფერი დაემართება.
– როგორც ცნობილია, საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია. რა ღირს, როგორც რძე, ასვე ყველი?
– ყველს ჩვენ არ ვამზადებთ. როგორც ვიცი, მხოლოდ ერთადერთ  ქვეყანაში ამზადებენ – სერბეთში, ისიც სპეციალური ტექნოლოგია აქვთ შემუშავებული. ჯერ არც მაწონი მიცდია და არც ყველი. 25 ლიტრია საჭირო ერთი კილოგრამი ყველის ამოსაყვანად და ღირს 1 200 დოლარი. რაც შეეხება რძეს, ევროპაში მისი ფასი 60-70 ევროა, ხოლო საქართველოში – 60 ლარი.
– რამდენს იწველება დღეში?
– 250-300 გრამს. ახლა მყავს 62 სული, მაგრამ აქედან 4 იწველება. ვირების შეძენისას სწორედ აქ დავუშვით შეცდომა. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ რაოდენობაზე და არა იმაზე, თუ რომელი იქნებოდა მეწველი. თუ სახედარს ჩოჩორი არ ჰყავს, რძეს არ მოგცემს. მშობიარობისას ჩოჩორის დაღუპვის შემთხვევაში, რძეს იშრობს. გვერდზე უნდა ჰყავდეს ჩოჩორი, რომ მისგან სარგებელი ნახო. მაკეობის პერიოდი აქვს 12 თვე, მე-13 თვეს მშობიარობს და 9 თვე აწოვებს. ამ 9 თვის განმავლობაში არის შესაძლებელი რძის აღება. წინაპირობა ისიცაა, რომ აუცილებლად ჩოჩორმა უნდა მოწოვოს, ისე არ მოიწველის. დღისით ჩოჩორი წოვს და დილით ჩვენ ვწველით (იცინის).
– რთული მოსავლელია?
– საკმაოდ რთული. ყველაფერს არ ჭამს. თუ დაბმულია, იმ ადგილზე კი შეჭამს, რასაც ნახავს, მაგრამ, როცა გაშვებულია საძოვარზე, ჭამს მხოლოდ ახალ ყლორტებს. სვამს გამდინარე წყალს. გამორცხულია, ცელოფანი გადაყლაპოს ან რაიმე მსგავსი. ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა დაავადების მხრივ, როგორც სახედარი, ასევე რძე. არანაირი ცხოველური დაავადება არ აქვს, ამიტომაც არის ასეთი ჯანიანი.
– უცხოეთის ბაზარზე თუ არის მოთხოვნა?
– მოთხოვნა არის, მაგრამ, ჯერჯერობით, არ მაქვს რაოდენობა. პოლონეთიდან მქონდა შემოთავაზება, დღეში 50 ლიტრი უნდოდათ, რაც გამორიცხულია. 250 გრამს იწველის ერთი ვირი დღეში და როგორ უნდა მომეგროვებინა. უკეთესია, საქართველოში იყოს ამის რეალიზაცია, რადგან პირდაპირ უკავშირდება ეს ნაწარმი ჩვენს ჯანმრთელობას.
– კონკურეტი არ გყავთ ბაზარზე?
– არა და ნეტა, იყოს. თუმცა, არის დაინტერესება. აუცილებელია, ეს ნიშა დავიკავოთ, რადგან მოთხოვნადია. ვირის რძეს აწარმოებენ: სერბეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, ესპანეთში, იტალიაში  და აშშ-ში. ამ ქვეყნებში მისი წარმოება ძალიან მაღალ დონეზეა. რაც შეეხება იტალიას, აქ სხვა დანიშნულებაც აქვს – სახედრისგან ამზადებენ ძეხვს, რომელიც არის ყველაზე ძვირი – 15 ევრო ღირს კილოგრამი.
скачать dle 11.3