კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№22 თბილისელი გინეკოლოგი შორენა მაისურაძე ამარცხებს ყველა ტიპის უშვილობას ქალსა და მამაკაცში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


 მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც უამრავი ადამიანი წლების განმავლობაში სხვადასხვა გზებით ებრძვის უშვილობას, ამ თემაზე მუშაობისას გავესაუბრეთ ქალბატონებს, რომლებმაც გათხოვებიდან ათეულობით წლების შემდეგ შეძლეს, დედები გამხდარიყვნენ. აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა, თბილისში ყველასთვის კარგად ცნობილი, 20-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე, ექიმ-რეპროდუქტოლოგის, შორენა მაისურაძის მკურნალობის წყალობით დაორსულდა. შორენა მაისურაძესთან მკურნალობის შედეგად, წყვილმა თვრამეტწლიანი უშვილობა დაამარცხა, რაც გასაოცარი ფაქტია. ქალბატონების აბსოლუტური უმრავლესობა მას საუკეთესო პროფესიონალად და საოცრად დადებით, ყურადღებიან ადამიანად ახასიათებს. ჩვენ ქალბატონ შორენას დავუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო კითხვა დავუსვით. იქამდე კი გაეცანით მისი ყოფილი პაციენტების კომენტარებს.

მარინა კიკნაძე: გათხოვებიდან 13 წლის განმავლობაში შვილი არ მიჩნდებოდა. ძალიან ბევრმა მირჩია ქალბატონ შორენა მაისურაძესთან მივსულიყავი. მისი სახელი თბილისში ყველამ კარგად იცის. იქ მისულს უამრავი ქალი დამხვდა ჩემნაირი პრობლემით. ქალბატონი შორენა საოცარი ადამიანია. ის სიტყვითაც კი ძალიან დიდ ძალას მაძლევდა. მასთან მისვლიდან წელიწად-ნახევარში, 42 წლის ასაკში დედა გავხდი. გარდა თავისი საქმის უბადლო პროფესიონალიზმისა, ის ძალიან კარგი მეგობარია, რომელსაც თითოეული პაციენტის მდგომარეობა გულთან ახლოს მიაქვს. როდესაც ვმშობიარობდი, მან შუაღამეს დატოვა თავისი მცირეწლოვანი შვილი სახლში, ჩემთან გამოიქცა და მშობიარობას დაესწრო. ასეთი ადამიანი ძალიან იშვიათად შემხვედრია.
შორენა არჯევანიძე: ათი წელი შვილი არ მიჩნდებოდა, მივედი ქალბატონ შორენასთან და მეთერთმეტე წელს დედა გავხდი. ქალბატონმა შორენამ თავიდანვე მითხრა, რომ შვილი აუცილებლად მეყოლებოდა. მას ძალისხმევა არ დაუშურებია იმისთვის, რომ მისი სიტყვა გამართლებულიყო. ყოველთვის დაუსრულებლად, დიდი სიყვარულით შემიძლია ამ ადამიანზე საუბარი, რადგან მან მომცა შანსი, მეგრძნო ის განუმეორებელი განცდა, რასად დედობა ჰქვია.
გთავაზობთ ინტერვიუს შორენა მაისურაძესთან:
– ქალბატონო შორენა, ჩვენ მიერ გამოკითხულ ქალბატონთა უმრავლესობა, სწორედ თქვენ გასახელებთ თბილისში საუკეთესო რეპროდუქტოლოგად. როგორ ებრძვით უშვილობას?
– ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის ფრთხილი დამოკიდებულება პაციენტისადმი. მნიშვნელოვანია პაციენტის კარგად შესწავლა ყველა დონეზე: როგორც ინფექციების (ვირუსი, ბაქტერია...) კვლევის, ასევე ჰორმონული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ემოციური ფაქტორის გათვალისწინებით. უმნიშვნელოვანესია სიმსუქნის, ფარისებრი ჯირკვლის, ინსულინ-რეზისტენტობის სრული კვლევა და ზუსტი მონაცემების დადგენა. მნიშვნელოვანია კვლევები იმუნო დონეზე, როცა ქალი ალერგიულია სპერმის მიმართ. რეპროდუქციული პრობლემებისას ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მამაკაცის კვლევა, ისევე როგორც სექსის ტექნიკის სწორად წარმართვა და ნიუანსების გათვალისწინება განაყოფიერებისთვის. ექიმი ძალიან ღრმად უნდა ჩასწვდეს პაციენტის არა მხოლოდ ფიზიოლოგიურ მოცემულობას, არამედ ფსიქოგანწყობას, რომელიც ხშირად ხელს უშლის დაორსულებას. ძალიან ბევრი ფაქტორი იწვევს ამ პრობლემის წარმოქმნას და კვალიფიციურმა ექიმმა უნდა დაადგინოს ყველა რისკ-ფაქტორი თუ ხელის შემშლელი მიზეზი და ზუსტად წარმართოს მკურნალობა. ძალიან ხშირად ჩვენს ქალბატონებს არასწორი მიდგომები აქვთ პარტნიორ მამაკაცებთან. მაგალითად: დაორსულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წყვილს შორის სექსუალური აქტი წარიმართოს სიამოვნებით და არა მხოლოდ შვილის გაჩენის მოტივაციით. ქალების ნაწილი შვილის გაჩენაზე ფიქრობს საკმაოდ გვიანდელ ასაკში, რაც ზრდის უშვილობის რისკს. თუმცა, ჩემთან ყოფილა შემთხვევა, როცა 46 წლის ქალბატონს გაუჩენია შვილი, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია. როგორც წესი, ფიზიოლოგიური შვილოსნობის ფუნქცია ამ ასაკში იკარგება. ასევე, დაბალია ჩვენთან კონტრაცეფციის კულტურა, რომელიც უშვილობის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენთან იკურნება შემდეგი დაავადებები: ოვულაციის დარღვევები, თრომბოფილიური დარღვევები –  თვითნებური აბორტი და მკვდრადშობადობის პრევენცია; პოლიკისტოზი, მულტიფოლეკულოზი; უროგენიტალური ინფექციები: ქლამიდიოზი, ურეოპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესი, პაპილომა ვირუსი და ასე შემდეგ. ასევე, ჰორმონული დარღვევები: ჰიპერანდროგენია, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, სიმსუქნე... ენდომეტრიოზი, ენდომეტრიტი, საკვერცხის კისტა, ფიბრომა, მიომა; ხოლო ლაპარასკოპიით – ჰისტეროსკოპიით კეთდება საშვილოსნოს ღრუს ტიხრის მოცილება, ჰიპერპლაზიისა და პოლიპოზის მკურნალობა, ასევე მამაკაცის პროსტატიტი და სპერმის პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ ქალმა სწორად დაგეგმოს შვილოსნობის ფაზა მის ცხოვრებაში. მოემზადოს ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურადაც ამ მართლაც უბედნიერესი ეტაპისთვის. ფანტასტიკური შეგრძნებაა, როცა ადამიანს, რომელსაც 15-20 წელი შვილი არ ჰყავდა, შენთან მკურნალობის შემდეგ, დაუდგება ეს ბედნიერი წუთები. ბუნებრივია, ჩემი პატარ-პატარა საიდუმლოებებიც მაქვს (იცინის). მთავარია, ექიმსა და პაციენტს შორის ხიდი გაიდოს და ექიმმა ამ ხიდზე პროფესიონალურად და ღირსეულად გაატაროს პაციენტი.
– მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ქალბატონს მიეცით შანსი, დედა გამხდარიყო, თქვენ თავად ერთი შვილი გყავთ. თქვენს პროფესიას ხომ არ გაჰყვა თქვენი ქალიშვილი?
– მყავს 19 წლის ქალიშვილი –  სოფო მაისურაძე, რომელიც ამერიკაში, New Yiork Filme Academy-ში სწავლობს ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე. ახლა კი თავისი ბიზნესი აქვს – ყიფშიძის 17 ნომერში გახსნა საკუთარი ფოტო და ვიზაჟის სტუდია, სახელად – Line Studio. აწყობს მაღალი დონის ფოტოსესიებს და ჰყავთ ფანტასტიკური ვიზაჟისტი, რომელსაც საფრანგეთში მუშაობის გამოცდილება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან რადიკალურად განსხვავებული პროფესია აირჩია, მე ძალიან მიხარია და მომწონს მისი ნიჭი, აქტიურობა და შემართება.  
– რას ურჩევდით ქალბატონებს?
– ძალიან რთულია, მოკლედ ამის ჩამოყალიბება, მაგრამ მაინც მინდა, ყველას ვურჩიო, აქტიურად ითანამშრომლონ თავიანთ გინეკოლოგებთან. არ მიმართონ აბორტს ნაყოფის ნაადრევად მოსაცილებლად, ეს შემდგომ იწვევს ენდომეტრიოზს. ქალბატონებმა უნდა ისწავლონ ორსულობისთვის მზადება – ფოლიუმის მჟავით მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა მოხდეს ორგანიზმის შემზადება. შემდეგ კი, ორსულობის პერიოდში, ყველა ტიპის გამოკვლევა და ტესტი უნდა ჩატარდეს. ყველა განსაზღვრულ კვირაზე კი – არსებული მონიტორინგი, დაწყებული ეგრეთ წოდებული, კისრის ნაოჭებიდან, სხვა კვლევებით დამთავრებული.
P.შ. თუ თქვენ ოდესმე მოხვდებით ქალბატონი შორენა მაისურაძის კაბინეტში და გაიცნობთ მას, მაშინვე მიხვდებით, რომ უდიდესი პროფესიონალიზმი და ღვთისგან ბოძებული ნიჭი იდეალურადაა შერწყმული მასში. ამას მისი პაციენტების არმიაც ერთხმად აღიარებს!
მისამართი: თბილისი,
ქავთარაძის 21 ა, „სისხლის ბანკი”, IV სართული.
საკონტაქტო ტელ:
+995 599 50 14 03.

скачать dle 11.3