კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№22 რა განიცადა ნინი ონიანის ქმარმა და რაზე ეჩხუბებოდა ის ფეხმძიმე ცოლს

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


 ნინი ონიანმა გასულ წელს ვაჟიკო მახვილაძესთან იქორწინა. სულ რაღაც ერთ თვეში კი, ისინი მშობლები გახდებიან. ნინიმ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტოები დადო, რომელმაც ეჭვები მის ორსულობაზე დაასაბუთა. ნინი  8 თვემდე ცდილობდა, დაემალა ფეხმძიმობა, რათა თავი აერიდებინა ზედმეტი სტრესისთვის. როგორ ემზადება მსახიობი დედობისთვის და რამდენად რთული აღმოჩნდა მისთვის ფეხმძიმობა, ამას თავად გიამბობთ.

ნინი ონიანი: თავიდან ძალიან გამიჭირდა. არ მეგონა, ასეთი რთული თუ იქნებდა. პირველი ოთხი თვე ცუდად ვიყავი. მაწყნარებდნენ, რომ 13 კვირის მერე, ყველაფერი გამივლიდა, მაგრამ არაფერმაც არ გამიარა. საშინელი ტოქსიკოზი მქონდა. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ვიყავი ცუდად, დეპრესიაც დამეწყო. სახლში ჩავიკეტე და გარეთ ვერ გავდიოდი. ამ პერიოდში დავიკელი 3-4 კილო. თუმცა, მერე ჯამში, მოვიმატე 8-9 კილოგრამი. ოთხი თვის შემდეგ ნელ-ნელა გამოვიხედე თვალებში და  ცოტა ხასიათზე მოვედი. თუმცა, ამ დროს თავი იჩინა სხვა პრობლემებმა. გამეზარდა მუცელი, ბავშვმა დაიწყო მოძრაობა, ღამე არ მეძინა (იცინის). ახლა 8 თვის ვარ და უკვე, ერთი სული მაქვს, როდის დაიბადება.   
– ბიჭია თუ გოგო? სახელი შერჩეული გაქვს?
– ბიჭია, ბიჭია (იცინის). სახელი არ გამახსენო, ამ ბავშვმა სახელი შეიცვალა 12-ჯერ. ახლაც არ ვიტყვი, რადგან შეიძლება, კიდევ, სხვა მოვიფიქროთ. ჩემს მეუღლეს აქვს ერთი სახელი არჩეული, რომელიც მეც მომწონს და ალბათ, მას დავარქმევთ. მთელი ცხოვრება მინდოდა ბიჭი მყოლოდა. დედაჩემი მეუბნება, წინასწარმეტყველი ხარო. თინეიჯერი ვიყავი, როცა ვამბობდი, ოდესმე შვილი თუ მეყოლება, ბიჭი  იქნება-მეთქი. ზოგადად, არ ვგეგმავდი ოჯახს  და არც შვილს, მაგრამ ასე მოხდა. ვაჟიკოს გოგო უნდოდა, უფრო მამასიაო (იცინის).
– მეუღლეს, ალბათ, დიდი მოლოდინი აქვს... რა ემოცია ჰქონდა, როცა შენი ფეხმძიმობის შესახებ გაიგო?
– ჩემი ქმარი თავიდან ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე. ის კი არა,  მეც ვერ ვიაზრებ ბოლომდე, რა ხდება ჩემს თავს. ვაჟიკომ ძალიან განიცადა, ცუდად რომ ვიყავი. სულ ცდილობდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ მუშაობს, დღეში 10-ჯერ მირეკავდა: რა მოგიტანო, რა გინდა, როგორ ხარ და ასე შემდეგ. ორსულებს ხომ სჩვევიათ, ეს მინდა ის მინდა, მსგავსი არაფერი მქონია. ისე გავიდა ეს 8 თვე, ალუჩა, ბანანი, მარწყვი, მჟავე... არაფერი მომითხოვია. ამაზე მეჩხუბებოდა ხოლმე, რანაირი ორსული ხარ, არაფერი შენ არ გინდებაო (იცინის). ისე, ძალიან ელოდება. ჩემზე საკმაოდ უფროსია – 39 წლის და შვილი არ ჰყავს. პირველია და დიდ განცდებშია. ვგრძნობ, რომ ჯერ ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს. მუცელი რომ გამეზარდა, ხვდება, რომ რაღაც მართლა არის. რომ მოძრაობს. ეშინია (იცინის).
– დაგეგმილი ორსულობა იყო?
– არ მიყვარს რომ ამბობენ, შემთხვევით დავრჩი ფეხმძიმედო. ასე არ ყოფილა, მაგრამ მაინც არ მინდოდა უცებ. არ მეგონა, ასე მარტივად და სწრაფად თუ დავრჩებოდი ორსულად. თაფლობის თვიდან რომ ჩამოვედით, მაშინვე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ცოტა შოკი დამემართა: საიდან, როგორ (იცინის). ახლა უკვე ზეპირად ვიცი ორსულობაზე ყველაფერი და თავისუფალდ შემიძლია, ვამშობიარო ნებისმიერი ქალი (იცინის).
– ფეხმძიმობისას წყვილს შორის ურთიერთობა იძაბება. თქვენთან როგორი მდგომარეობაა?
– მსგავს სიტუაციაში, 10-დან 9 მამაკაცს უჭირს შენს მდგომარეობაში შესვლა. იმიტომ, რომ არ ესმით. განა არ უნდათ, უბრალოდ, ვერ ხვდებიან. შენ კიდევ, იმას ვერ აუხსნი, ჩემი ჰორმონები, რომელიც კისერში მაწვება, მაღიზიანებსო. ვიდრე შევეგუე ამ ცვლილებებს, გაგვიჭირდა და სულ ვიღრინებოდი. ამიტომ, რაღაც დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. ბევრი მეუბნებოდა, რომ საამური იყო ორსულობის პერიოდი. ვერავის ვიტანდი, ვინც მაგას მეუბნებოდა. ჩემთვის აბსოლუტურად პირიქითაა. დამძრახოს ნებისმიერმა ქალმა, საერთოდ არ არის ეს სასიამოვო პროცესი. იმის მოლოდინი, რომ ბავშვს ზრდი ორგანიზმში, რომელსაც მერე დაბადებ,  უდიდესი სიხარულია, მაგრამ თვითონ პროცესი, ურთულესია. მერე ძალიან აქტიური ცხოვრებიდან, პასიურში გადმოვედი და ამანაც  იმოქმედა ჩემზე, გამანადგურა. გიჟური ტემპიდან აღმოვჩნდი ლოგინში. ვერც ვდგებოდი, ისე ცუდად ვიყავი. ვაჟიკოსთანაც ამის გამო იყო დისკომფორტები.
– მშობიარობას მეუღლე დაესწრება?
– რას ლაპარაკობ, ცალკე მოსასულიერები იქნება. ძალიან მშიშარაა მაგ მხრივ. თითი რომ გაეჭრას, გული წაუვა და მშობიარობას რომ დაესწროს, შეიძლება, ვერ გადავარჩინო (იცინის). ამიტომ, იყოს, მარტო ვიმშობიარებ. იცის, რომ ცუდად გახდება და არც სურვილი აქვს. თუ რაიმე არ შეიცვალა, ფიზიოლოგიურად ვაპირებ მშობიარობას.
– როგორია შვილის დასახვედრი სამზადისი?
– დიდ სამზადისში ვართ. ეს არის ყველაზე კარგი წუთები. ცოტა ხანში საწოლი უნდა დავდგათ. ტანსაცმელი თითქმის არ მიყიდია, ყველაფერი მაჩუქეს. იმდენი ტანსაცმელი აქვს უკვე, რომ, ალბათ, ვერც მოვასწრებთ ყველაფრის ჩაცმას.
 – თავად გინდა აღზარდო, თუ დამხმარეც გეყოლება?
– აუცილებლად მჭირდება დამხმარე. ძალიან აქტიური ვარ და  სახლში ვერ დავჯდები. მე უნდა ვიყო ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანმრთელი, რომ ჩემი შვილიც კარგად იყოს. მე თუ ნევროზიანი და უბედური  ვიქნები, ისიც ვერ იქნება კარგად. ერთი ორი თვე არა, მაგრამ მერე აუცილებლად დამჭირდება დამხმარე. დედაჩემიც სულ გვერდით მეყოლება. მასზე უკეთ ალბათ, ვერავინ მომეხმარება. თან, პირველი შვილიშვილია და ძალიან ელოდება. სხვათა შორის, მასაც გოგო უნდოდა (იცინის). ჩემზე ეუბნებოდნენ, ბიჭიაო და 9 თვე მატარა როგორც ბიჭი. ამ პერიოდის განმავლობაში მეფერებოდა, როგორც გიორგის, მაგრამ დავიბადე გოგო (იცინის). რომ გავჩნდი, ჩვეულებრივი შოკი ჰქონდა. ეს ჩემი შვილი არ არის, შემიცვალეთო. ახლა მეუბნება, კიდევ კარგი, რომ გოგო ხარო. ბიჭი რომ ყოფილიყავი, ალბათ, ერთმანეთს დავხოცავდითო (იცინის). პატარამ დედას იმედები გაამართლა და ბიჭია (იცინის).
скачать dle 11.3