კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რის გამო არ გაჰყვა ნინო ჩხეიძე ქმარს უკრაინაში და რატომ გახდა მისი სოჭში ნამღერი საზოგადოებისთვის აგრესიის მიზეზი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 ბოლო დროს მომღერალი ნინო ჩხეიძე საზოგადოებაში მარტო, ქმრის გარეშე ჩნდება. ამან გარკვეული ეჭვები დაბადა და ჭორიც გავრცელდა, თითქოს ის მეუღლეს გაშორდა. გარდა ამისა, სოჭში გამართული კონცერტის გამო, საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებაც გამოხატეს მის მიმართ, რაზეც თავად მომღერალი, დიდხანს კომენტარს არ აკეთებდა. თუმცა, ვინც ნინოს პირადად იცნობს, იცის, რომ ის აპოლიტიკური, პოზიტიური, სასიამოვნო და საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანია.

ნინო ჩხეიძე: ყველა ადამიანს, შრომასთან ერთად, გამართლებაც სჭირდება, ცხოვრებაში წარმატებას რომ მიაღწიოს. საჭირო დროს, საჭირო ადგილას უნდა მოხვდე, რომ გაგიმართლოს. ჩემი აზრით, ყველა პოპულარული ადამიანი იღბლიანია და ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული. რა ჯობია იმას, როცა ვითარდები, რაღაცას სწავლობ. მიყვარს მრავალფეროვანი ცხოვრება და ისეთი ადამიანი, ვისაც ყოველი დღის გათენება უხარია. ცუდი განწყობა, ჩემთვის დიდხანს არ გრძელდება.  
– გარემო და სხვა ადამიანები თუ მოქმედებენ შენს განწყობაზე?
– რასაკვირველია, მოქმედებს და არასდროს ვიქნები იქ, სადაც თავს კომფორტულად არ ვგრძნობ – გარემო და იქ მყოფები არ მომწონს. მაქვს ჩემი სამყარო, ჩემი საქმე, მყავს საყვარელი ადამიანები, მაქსიმუმ, ათი მეგობარი, ვინც კომფორტს მიქმნის და მსიამოვნებს მათთან ყოფნა.
– როდესაც სატელევიზიო გადაცემებში შენს გარდერობზე, აქსესუარებზე, კოსმეტიკაზე ან ნივთებზე საუბრობ, რომლებიც საკმაოდ ძვირად ღირებულია, ამის შემდეგ, საზოგადოების მხრიდან აგრესიას არ გრძნობ?
– არასდროს გამიმახვილებია იმაზე ყურადღება, რომ ძვირად ღირებული ნივთები მაქვს. ჩემს სახლში რომ შემოხვალთ, პატარა სათამაშოების მაღაზია გეგონებათ.  ყველგან პატარა დათუნიების, „მიკიმაუსების” და დაჯღანული კაცუნების ფიგურები აწყვია (იცინის). არც მაქვს იმის საშუალება, რომ ანტიკვარები ვიყიდო და არც მიყვარს. ადამიანი ერთხელ ცხოვრობ და რაც სიამოვნებას განიჭებს, ის გარემო უნდა შეიქმნა და არა ანტიკვარებში ჩაჯდე, მერე კი იდარდო, ანტიკვარი არ გამიტყდესო. ზოგადად, საზოგადოების მხრიდან გაღიზიანება ჩემს ნივთებზე არ მიგრძნია, მაგრამ რეპერტუარზე თუ ვისაუბრებთ, რასაკვირველია – იყო. ზოგს მოსწონს ჩემი რეპერტუარი და ზოგს – არა. ეს ნორმალურია. ყველას მოსაწონი ვერ იქნები. „ინსტაგრამზე“ მწერენ ხოლმე: რა კარგი, გემოვნებიანი და თანამედროვე გოგო ხარ და რატომ მღერი ასეთ სიმღერებსო (იცინის). ჩემთვის მთავარია, შეურაცხმყოფელი რეაქცია არ წამოვიდეს ჩემკენ. მიზანმიმართული აგრესია კი, ჩემ მიმართ არაერთხელ მიგრძნია.
– დიდი მოწონება დაიმსახურა შენმა დუეტმა, რომელიც სერიალის გმირთან, ლუნასთან ჩაწერე. საიდან გაჩნდა ეს იდეა?
– ბოლო წლების განმავლობაში, ჩემს რეპერტუარში,  ქეთისთან, იგივე ლუნასთან ჩაწერილმა დუეტმა, რეკორდი მოხსნა. „ფუტკარი“ საკმაოდ ძველი სიმღერაა და დიდი ხანია, მისი ჩაწერა მინდოდა. მოკლედ, როგორც ყველა, მეც ჩართული ვარ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ და ქეთიმ, ანუ ლუნამ რომ წაიმღერა აბაზანაში ჩემი სიმღერა, ეგრევე გავიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, ამ გოგოსთან დუეტი რომ ჩამეწერა-მეთქი. ძალიან მიყვარს არასტანდარტული ექსპერიმენტები და სიახლეები. ქეთი ძალიან დადებითი პიროვნებაა, ბევრს უყვარს. დავპატიჟეთ „საქართველოს ფანოღში“ და იქ გავანდე ჩემი იდეა. ისე აღფრთოვანდა და მოეწონა, მეორე დღესვე მოვიდა სტუდიაში და ერთ კვირაში გავაკეთეთ დუეტი. თან, ჩვენი ხმებიც მოუხდა ერთმანეთს და ხასიათებითაც ვგავართ ძალიან. საკმაოდ ბევრი ნახვა ჰქონდა ამ დუეტს. მიხარია, რომ ეს ექსპერიმენტი, ასე კარგად მიიღო მსმენელმა.
– ბოლო დროს, სოჭში გამართულ კონცერტს, სადაც ვახო ბიჭიკაშვილთან და ნიკა არაბიძესთან ერთად იყავი, საკმაოდ ცუდი რეაქცია მოჰყვა. როგორ ფიქრობ, რატომ გაგინაწყენდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი?
– ამასთან დაკავშირებით, კომენტარი დავწერე სოციალურ ქსელში, თუმცა ბევრ ჟურნალისტს ვითხარი უარი კომენტარზე.  ზოგადად, არ ვაქცევ ყურადღებას, რას ამბობობენ ჩემზე. მივხვდი, რაც მეტ ყურადღებას ვაქცევ, მით მეტად მიფუჭდება საქმე და ვეღარ ვმუშაობ. აპოლიტიკური ვარ, ვაკეთებ ჩემს საქმეს. ვიმღერე ქართველი ემიგრანტებისთვის და სოჭში ჩემს გამოსვლას რაიმე პოლიტიკური სარჩული, ნამდვილად არ ედო. სავსე იყო დარბაზი, დაახლოებით 2 ათასი ადამიანი მოვიდა და ვერც კი წარმოვიდგენდი, ამდენი ქართველი თუ ცხოვრობდა იქ. ერთ დღეში ორი ათასი ადამიანი მთხოვდა სოციალურ ქსელში დამატებას და მწერდნენ, კიდევ ჩამოდიო. ასეთი კონცერტი ათენშიც მქონდა, ამერიკაშიც, ისრაელშიც და ვერ ვხვდები, რა პრობლემაა სოჭში გამოსვლა? არც კი მიფიქრია იმაზე, რომ ამას რაიმე აჟიოტაჟი და ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვებოდა. უცხოეთში თუ ვუყვარვარ, ეს ქართველების დამსახურებაა. სხვაენოვანი სიმღერები რომ ვიმღერო, აღარ ვიქნები ნინო ჩხეიძე. მე კი ხალხს ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ.  სხვათა შორის, მქონდა შემოთავაზება უკრაინიდან, რომ იქ გამეგრძელებინა კარიერა, მაგრამ, არც მიფიქრია გადასვლა.
– სადაც მიდიოდი, გიორგი სულ შენ გვერდით იყო. ბოლო დროს კი, ყველგან მარტო ჩნდები. გავრცელდა ჭორი, თითქოს ქმარს გაშორდი. ეს სიმართლეა?
– ამ ბოლო დროს ბევრი მირეკავს და მეუბნება, მართლია, რომ ქმარს გაშორდიო. ათი წელია, აქტიურად ვჩანვარ და აგორებული ჭორი ჩემს თავზე არ გამიგია. ამ ბოლო დროს კი გავიგე და რომ გითხრათ, განვიცდი იმას, რომ  თითქოს ქმარს გავშორდი და გიორგიც დარდობს ამ ჭორზე, ნამდვილად მოგატყუებთ. ნამდვილად არ გავშორებივარ ქმარს. გიორგი დროებით ცხოვრობს კიევში, თავის საქმეები აქვს და ამიტომაც ვერ ჩნდება ჩემ გვერდით. სადაც ჩავდივარ, ყველგან ჩემ გვერდითაა და თვეში ორჯერ ვხვდებით. სოციალური ქსელით და ტელეფონით კი  სულ ვეკონტაქტებით ერთმანეთს. თუ რამე მინდა, ვეკითხები და ისიც რჩევებს მაძლევს.
– როგორ მიდის შენი ქუდების ბიზნესი?
– როცა თავისუფალი დრო მაქვს და განტვირთვა მინდა, ვჯდები და რაღაცეებს ვიგონებ. ასე შეიქმნა ჩემი ქუდების კოლექცია, რომელიც სულ გავყიდე და ახლა ჩალის ქუდების კოლექცია გავაკეთე. სხვათა შორის, ამერიკაშიც მოეწონათ ჩემი ქუდები და სულ მალე, იქ, მაღაზიებში შეიტანენ.
– ესე იგი, ამერიკაში იწყებ ბიზნესს?
– ეს ჩემთვის ბიზნესი არა, უფრო გართობაა. მაგრამ, ვფიქრობ, ამ საქმეს ჩავუჯდე, დავხვეწო და უფრო განვავითარო. მგონი, გამომდის ბიზნესი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ (იცინის).
– ნინო, შვილი რაში დაგემსგავსა?
– კოპიო გიორგია – ხასიათით, აზროვნებით, ხასიათით, ტვინით, გარეგნობით (იცინის). საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ვცდილობ, არ შევუზღუდო თავისუფლება და ყველაფერში ავყვე.
скачать dle 11.3