კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ მიაგნო მილიციამ სპეცოპერაცია „ოქროს ზოდების“ მეშვეობით კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


  ნაცნობი ხელწერა
1973 წლის 16 აპრილს თბილისში მოქალაქე პავლე ჩოჩიშვილის ბინა გაძარცვეს. დაზარალებული იუველირი იყო.
– თქვენს ხაზზე დენის მოპარვა ფიქსირდება და უნდა შევამოწმოო, – მითხრა მამაკაცის ხმამ და კარი გავაღე, ბინაში კი სამი ნიღბიანი კაცი შემომივარდა. მათ ფული და ოქრო მთხოვეს. მე ხუთასი მანეთი და ორი ოქროს ძეწკვი გამოვუტანე. მათ მეტი მოინდომეს და რომ ვუთხარი, არ მაქვს-მეთქი, ერთ-ერთმა მათგანმა თვითონ დაიწყო ძებნა. ჩემს სამალავს მიაგნეს და ყველაფერი წაიღეს. მე კი წასვლის წინ პირში ჩვრები ჩამიტენეს და რადიატორზე მიმაბეს, – უთხრა დაზარალებულმა ჩოჩიშვილმა მაიორ წულაიას, რომელიც ამ დანაშაულს იძიებდა. გურამ წულაიას გაეცინა და ხელქვეითებს უთხრა:
– „კლოუნის“ ხელწერას ჰგავს. როგორც ჩანს, მას მიმბაძველი გამოუჩნდა.
– რატომ მიმბაძველი, ამხანაგო მაიორო? – იკითხა მერაბ ქორქიამ, რომელიც წულაიასთან სტაჟირებაზე გახლდათ და თავის პირველ საქმეზე მუშაობდა.
– იმიტომ, უმცროსო ლეიტენანტო, რომ „კლოუნი,” იგივე ზურაბ ჯიქია, პატიმრობაში იმყოფება, რვა წელი აქვს მისჯილი და სასჯელს რუსთავში იხდის, – მიუგო წულაიამ სტაჟიორს. შემდეგ ყველა ხელქვეითს მიმართა:
– მოკლედ, ასე, ყურადღება მიაქციეთ, გადამყიდველებსა და საიუველირო მაღაზიებს. შესაძლოა, მძარცველებმა იქ მიიტანონ ძვირფასი ნივთები, – წულაია სტაჟიორს მიუბრუნდა:
– შენ კი, ქორქია, არქივში წადი და „კლოუნის” საქმეები შეისწავლე. ყველა მისი „პაძელნიკის“ ვინაობა ამოიწერე და დაადგინე, ვინ არიან.

ძვირფასი მედალიონი
ჩოჩიშვილის გაძარცვიდან ერთი კვირის თავზე, ანუ 23 აპრილს, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე საიუველირო-საკომისიო მაღაზიის გამგემ, ამბაკო კაკაბაძემ გურამ წულაიას ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული ორასგრამიანი ჯაჭვი მიუტანა, რომელზეც მსხვილი მედალიონი ეკიდა, მასზე კი ზოდიაქოს ნიშანი – თხის რქა იყო გამოსახული. კაკაბაძე წულაიას კარგად იცნობდა და უთხრა:
– ეს, თუ არ ვცდები, ნაძარცვი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, შენ რომ ნივთების სია მომეცი, აღწერილობით ერთ-ერთს ჰგავს.
– კი. ეს არის, – თქვა წულაიამ, – ვინ მოიტანა?
– ერთი ტიპია, პლეხანოველი. „წვინტლიანს“ ეძახიან. ჩვენთან ხშირად მოაქვს სხვადასხვა ბარახლო და იაფად გვაბარებს. კარტოჟნიკია და თამაშობს, – უთხრა კაკაბაძემ წულაიას, – ძალიან გამიკვირდა, ასეთი ძვირფასი ნივთი რომ მოიტანა. სამას მანეთს ითხოვს. არადა, ეს მედალიონი, მინიმუმ, სამი ათასი მანეთი ღირს. საღამოს ფულისთვის მოვა და მიხედე.
„წვინტლიანი,” იგივე 29 წლის მალხაზ კობეშავიძე საღამოს 5 საათზე საიუველირო მაღაზიიდან გამოსვლისას აიყვანეს და მილიციის სამმართველოში დაჰკითხეს.
– საიდან გაქვს ეს მედალიონი? – ჰკითხა წულაიამ.
– ვიპოვე, – მიუგო კობეშავიძემ, – გუშინ პადიეზდიდან რომ გამოვედი, იქვე ეგდო.
 – კამერაში იფიქრე და თუ სიმართლის თქმას მოისურვებ, ხვალ მომიყევი, – უთხრა წულაიამ „წვინტლიანს” და საკანში გაისტუმრა. თავად კი ჩაილაპარაკა: აქ რაღაც სხვა ამბავია. „წვინტლიანი” ყაჩაღს არ ჰგავს. სიმართლეს ამბობს და გავუშვებ. მგონი, ვიღაც ცდილობს ჩვენს ცრუ კვალზე გაშვებას.

საინტერესო დამთხვევა
მერაბ ქორქიამ ოთხი დღე თავაუღებლად იმუშავა არქივში. კლოუნის საქმე საფუძვლიანად შეისწავლა და წულაიას, ჯიქიას ათი „პაძელნიკის” სრული მონაცემთა სია გადასცა. მაიორმა მონაცემები დეტალურად გააანალიზა და ერთობ საინტერესო დეტალს მიაგნო. აღმოჩნდა, რომ რეციდივისტი ზაზა გიორგაძე და „წვინტლიანი,” იგივე მალხაზ კობეშავიძე, გვერდიგვერდ ეზოებში ცხოვრობდნენ. გიორგაძე დაპატიმრებული იყო და სასჯელს „კლოუნთან” ერთად იხდიდა. წულაიამ თავი გააქნია და თქვა:
– ძალიან საინტერესო დამთხვევაა. ვფიქრობ, „კლოუნს,” გიორგაძესა და „წვინტლიანს” ერთმანეთთან კავშირი აქვთ.
– პაძელნიკები არიან? – იკითხა სტაჟიორმა.
– არა. უბრალოდ, „კლოუნი” ჩვენს ცრუ კვალზე გაშვებას ცდილობს, ამისთვის კი „წვინტლიანს” იყენებს.
– ეგ როგორ?
– ვფიქრობ, „წვინტლიანს” სამკაული მართლა დაუგდეს და ეს „კლოუნისა” და გიორგაძის ბრძანებით გაკეთდა.
– რა აზრი ჰქონდა ამას, ისინი ხომ ციხეში სხედან და დანაშაულს ვერ ჩაიდენდნენ? – თქვა ქორქიამ და დააყოლა, – ასეთი რამის გაკეთებას მაშინ აქვს აზრი, როცა შენს ჩადენილ დანაშაულს სხვას გადააბრალებ.
– მართალს ამბობ, მაგრამ უნდა დავადგინოთ, „კლოუნი“ და გიორგაძე სულ ციხეში სხედან თუ პერიოდულად გამოჰყავს ვინმეს ციხიდან.
– მაგათ ვინ გამოუშვებს?
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ჩოჩიშვილი „კლოუნმა” და მისმა პაძელნიკებმა გაძარცვეს. ამიტომ, ციხეში ჩვენი კაცი უნდა შევუშვათ. რას იტყვი, მერაბ, შეძლებ ამას?
– შევძლებ, ამხანაგო მაიორო, – მიუგო წულაიას ქორქიამ.

ოპერაცია „ოქროს ზოდები“
1973 წლის 4 ივნისს რუსთავის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში 23 წლის პატიმარი მიიყვანეს, რომელსაც 13 წლით სავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მას კარლო მელქაძე ერქვა და მეტსახელად „ალპინისტს“ ეძახდნენ. ის ქალაქ სოჭში იუველირის ძარცვისა და მისი დაჭრისთვის გაასამართლეს. საქართველოში კი, იმიტომ ჩამოიყვანეს, რომ ფული გადაიხადა და არ გააციმბირეს. სინამდვილეში, „ალპინისტი“ მერაბ ქორქია იყო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული ოპერაციის მიხედვით მოქმედებდა. ოპერაცია ძალიან გასაიდუმლოებული გახლდათ, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ დანაშაულში სასჯელაღსრულების სისტემის მაღალჩინოსნები იყვნენ გარეულები.
მერაბ ქორქია ადვილად დაუახლოვდა „კლოუნსა“ და გიორგაძეს. მათი ნდობა მოიპოვა და მათ ბარაკში ცხოვრობდა. პატიმრობიდან სამი თვის შემდეგ, ანუ 6 სექტემბერს, „კლოუნმა“ და გიორგაძემ „ალპინისტს“ უთხრეს:
 – შენ რომ თქვი, სოჭელ იუველირს სარდაფში ოქროს ზოდები აქვსო, მართალია თუ გვაბოლებდი?
– გაბოლებდით? – გაეცინა ქორქიას, – ზუსტად ვიცი, რომ მას ათი ათკილოგრამიანი ზოდი აქვს გადამალული სარდაფში. ის და ბიძაჩემი ერთად იბრძოდნენ ომში და დაცემული ბერლინიდან ტანკით ჩამოიტანეს ოქრო. ბიძაჩემი პარალიჩით დაიბრიდა, მაგრამ იმის თქმა კი მოასწრო, რომ ნახევარი ოქრო მისი წილია. სწორედ ამიტომ შევუვარდი მას ბინაში და რომ არა მისი ნაგაზი, ახლა აქ არ ვიქნებოდი.
– აქედან რომ გაგიყვანოთ და საქმის გაკეთებაში დაგეხმაროთ, თანახმა ხარ, ეგ ოქრო ხუთ ნაწილად გატეხო?
– დამცინით?
– არა, სერიოზულად.
– პაბეგით?
– ჯერ თქვი, თუ ხარ თანახმა.
– კი ვარ, მაგრამ აქედან რომ გავიქცევით, მთელი ძაღლობა ძებნას დაგვიწყებს. ყველა გზას გადაკეტავენ და შეიძლება, სოჩაში ვერც კი ჩავაღწიოთ.
– დარდი ნუ გაქვს, აქედან ძაღლები გაგვიყვანენ და არც არავინ დაგვიწყებს ძებნას. ხოლო საქმეს რომ გავაკეთებთ, ძაღლებსაც გადავაგდებთ და ოქროს ზოდებით  უცხოეთში მოვხევთ.
– მოსულა, ძმაო, მიდი, – უთხრა თანაბანაკელებს „ალპინისტმა.”
– 1973 წლის 12 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე ჯიქია, გიორგაძე და „ალპინისტი,” პოდპოლკოვნიკმა მიქატაძემ საკუთარი მანქანით გამოიყვანა რუსთავის კოლონიიდან და თბილისში ჩამოიყვანა. მან „კლოუნს” უთხრა:
– აბა, თქვენ იცით, არ დაიწვათ. დილის ხუთ საათზე მოვალ და წაგიყვანთ.
– რა დილის ხუთ საათზე. მარტო სოჩაში ჩასვლას უნდა მეტი დრო, – უთხრა „ალპინისტმა“ „პაძელნიკებს.”
– მოვატყუე. მას ჰგონია, რომ თბილისში ვჩალიჩობთ. კაროჩე, წავედით!
ერთი საათის შემდეგ მილიციის ოპერჯგუფმა „კლოუნი” და მისი ბანდის სამი წევრი თბილისის რკინიგზის სადგურზე აიყვანეს. რუსთავის კოლონიაში კი ორი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს. ერთმა საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი.
скачать dle 11.3