კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 სწორად გაკეთებული მაკიაჟით სახეზე არსებულ დეფექტებს დამალავთ

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

აქტიური, საქმიანი და უბრალოდ, სილამაზის მოყვარული ქალბატონებისთვის, ყოველი დილა სახის მოწესრიგებითა და მაკიაჟით იწყება. ბევრი ისე იკეთებს მაკიაჟს, შეცდომებს უშვებს. დააკვრიდით ქვემოთ მოყვანილ რჩევებს და ნახავთ სწორად თუ იკეთებთ ყოველდღიურ, სადა მაკიაჟს.
1. დატენიანება
უპირველესად, სახეზე დამატენიანებელი კრემი უნდა წაისვათ.
2. თქვენი კანის ფერის შესაფერისი ტონალური კრემი
ტონალური კრემი თქვენი კანის ფერზე ერთი ტონით მუქი უნდა იყოს. ის,  სპეციალური ღრუბლით ან ფუნჯით მთელ სახეზე გაანაწილეთ. მაგრამ, დაიმახსოვრეთ, არავითარ შემთხვევაში, არ დაიწყოთ მისი განაწილება ღრუბლის ან ფუნჯის  იმავე მხრიდან, ამოაბრუნეთ და სუფთა მხარით გაანაწილეთ. კრემი ერთმანეთს აღარ დაედება და ერთ ადგილას ბევრი არ მოგივათ. ტონალური ნაწილდება სახის ცენტრიდან ყვრიმალებამდე.
3. პუდრი
ტონალური კარგად რომ დაჯდეს სახეზე, ზემოდან, იგივე ტონის პუდრი გადაისვით.
4. ხარვეზების დაფარვა
თვალის გარშემო, ცხვირის ნესტოებთან და ტუჩების კიდეებთან, ტონალურის ფერთან შედარებით, ერთი ტონით ღია, კორექტორი-ფანქარი წაისვით, რათა კარგად დაიფაროს ნებისმიერი შავი ადგილი. ასევე, მისი გამოყენება რეკომენდებულია მუწუკებისა და წითელი სისხლძარღვების დასაფარადაც, რომელიც კანქვეშ საკმაოდ ცუდად ჩანს.
5. აპრეხილი წამწამები და ტუში
თუ გინდათ, რომ წამწამები უფრო აპრეხილი გქონდეთ, მაშინ, სანამ ტუშს წაისვამთ, ასაპრეხით კარგად აიპრიხეთ.
6. ლოყებზე შესაფერისი რუჟი
რუჟის წასმისას ოდნავ გაიღიმეთ და ცენტრიდან უკან გაანაწილეთ.
7. რბილი ტუჩები
ტუჩები რბილი რომ დარჩეს, სანამ ტუჩსაცხს წაისვამთ, მანამდე უფერული,  ჰიგიენური ტუჩსაცხი წაისვით და შემდეგ გადაისვით სასურველი შეფერილობის ტუჩსაცხი.
8. სახის ფუნჯები
თუ პუდრის, თვალის ჩრდილისა და რუჟის გამოყენებისას ფუნჯებს ხმარობთ, არ დაგავიწყდეთ მისი დაფერთხვა გამოყენების წინ, რათა უფრო კარგად განაწილდეს სახეზე კოსმეტიკა. ხმარების შემდეგაც, ჩამოფერთხეთ და ისე შეინახეთ.
9. კანის მექანიკური გაღიზიანება
აკნეს მოშორება ყველას გვიცდია და ეს პროცესი საკმაოდ საშიშია, რადგან  მდგომარეობა შეიძლება, გართულდეს, სახეზე  იარები დარჩეს ან აკნე კიდევ უფრო გამრავლდეს. უკეთესია, საერთოდ არ შეეხოთ და აცადოთ, სანამ თავისით მოშუშდება. ალტერნატიული გამოსავალი, სპეციალური ადგილობრივი საშუალებების ხმარებაა. უმჯობესია, სალიცილის მჟავის შემცველობის, რაც აფთიაქებში იყიდება. ის, სწრაფად ამცირებს გამონაყარს ზომაში და აქრობს სიწითლეს. ზოგადად, აჯობებს, სახის კანს არ შეეხოთ, თუ ხელი ახალი დაბანილი არ გაქვს.
10. მზისგან დამცავი საშუალებები
არ აქვს მნიშვნელობა ზღვის პლაჟზე ირუჯებით, მთაში  ეფიცხებით მზეს თუ ქუჩაში დადიხართ მზეში, აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება სახეზე. ზოგადად, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი საშუალებები, მთელი წლის განმავლობაშია რეკომენდებული, მზიან და ღრუბლიან ამინდში, ქარშიც და წვიმაშიც. მზის გამოსხივება კანის დაბერების ხელშემწყობი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორია. ამიტომ, თუ მზისგან დამცავი კრემისა და ლოსიონების ხმარება არ გინდათ, ისეთი თავის მოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკა შეარჩიეთ, რომლის შემადგენლობაში მინიმუმ  SPF 15 იქნება.
11. ზედმეტი გარუჯვა
გარუჯვის მოყვარულებს კანის ადრეულად დანაოჭების მეტი შანსი აქვთ. გარდა ამისა, მზის სხივების გავლენით, შეიძლება, გაჩნდეს პიგმენტური ლაქები და ყველაზე ცუდი – კანის კიბო, განსაკუთრებით მაშინ, თუ თეთრი კანი გაქვთ. ზოგჯერ, სახის კანთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, ამ მარტივი შეცდომების გამოსწორებითაც შეიძლება.скачать dle 11.3