კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ დავიკლოთ წონაში ნელა და ეფექტურად

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


  დიეტაზე ყოფნისას, გარკვეული ოდენობის კალორიებს ვწვავთ, თუმცა ჩვენი მომნელებელი სისტემა უფრო რთულად მუშაობს. მიღებული კალორიების რაოდენობის უცაბედი შემცირება, იწვევს ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილების წვას. ასევე, ანელებს ძირითად მეტაბოლიზმს. წარმატება, რომელსაც დიეტის საწყის ეტაპზე ვხედავთ, მოჩვენებითია, რადგან ეს, ძირითადად, ქსოვილებში არსებული წყლის დაკარგვითაა გამოწვეული. დიეტის დამთავრების შემდეგ, სხეული სწრაფადვე აღიდგენს დაკარგულ ცხიმოვან ქსოვილებს, იმ ადგილებშიც კი, სადაც მანამდე კუნთოვანი ქსოვილები იყო. სხეული სწრაფად ეგუება კალორიების შემცირებულ ოდენობას, თუმცა დიეტის ბოლოს, მეტაბოლიზმი ასე სწრაფად ვერ იცვლება.
უფრთხილდით ნახშირწყლებს. ვინც დამოკიდებულია ნახშირწყლებზე, მიდრეკილია იმ წონის უკან დაბრუნებისკენ, რაც დიეტის შედეგად დაკარგა. ნახშირწყლებით მდიდარი საკვების დღიური მოხმარება ზრდის მადას, რაც სიმსუქნის წინაპირობაა.
ზემოთ აღნიშნულის  გამო, ყველა სხვა დიეტას, წარმატების ნაკლები შანსი აქვს, რადგან სხეულში მეტაბოლიზმის პროცესი ნელდება, ხოლო დასაწვავი ცხიმოვანი ქსოვილების რაოდენობა, უფრო მეტია.
თუ ნახშირწყლების მიღების სიხშირეს დღეში 1-მდე შეზღუდავთ, იქნება შანსი, რომ დაამარცხოთ შიმშილი და დაიწყოთ წონაში დაკლება. 2 კვირის განმავლობაში დღეში 2-ჯერ ჭამეთ და აქედან, ერთით „დაასაჩუქრეთ“ საკუთარი თავი – ეს შეიძლება იყოს საუზმე, ლანჩი ან სადილი.
დიეტა კარგად უნდა დაიგეგმოს და განაწილდეს რამდენიმე კვირაზე. 1 კილოგრამი ცხიმოვანი ქსოვილი, დაახლოებით 7 000 კილოკალორიას შეადგენს. იმისთვის, რომ თავი აარიდოთ გახდომის შემდეგ სწრაფ გასუქებას, უნდა გაზარდოთ მეტაბოლიზმი, ყოველ 3–4 კვირაში კალორიების რაოდენობის გაზრდით.
საკვები, ჩვეულებრივ, ნახშირწყლების მინიმალურ რაოდენობას უნდა შეიცავდეს; მაგალითად, 115–150 გრამი ხორცი ან თევზი, 60–90 გრამი ყველი და ცოტა ბოსტნეული ან სალათა. ეს საკვები დააკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას და დაარეგულირებს ინსულინის დონეს. ჯანმრთელად დაბალანსებული საკვები, ნახშირწყლებთან ერთად – ეს არის სწორი კვება.
დღის მენიუ
საუზმე: ერთი საშუალო ზომის ფუნთუშა.
სადილი: ქათმის მკერდი მარინადში სალათით, ლიმონის პუდინგი და ცივი ჩაი.
ვახშამი: შეგიძლიათ, გაინებივროთ თავი და მიირთვათ თქვენი საყვარელი კერძები. მაგრამ, არ დაკარგოთ ზომიერების გრძნობა.
დიეტის დროს, ნახშირწყლების რაოდენობის შემცირებით, თქვენ წონაში ნელა დაიკლებთ, მაგრამ თანდათანობით და შედეგიანად.скачать dle 11.3