კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 მშობლებს რომ ვუთხრა, მეორე ქმარსაც უნდა გავშორდე-მეთქი, ორივე თავს მოიკლავს

თათია ფარესაშვილი უცნობი ავტორი

ინტიმური საუბრები
 
სკოლის დამთავრების შემდეგ, მალევე გავთხოვდი.  მშობლებმა დიდი ქორწილი გადამიხადეს დედისერთა გოგოს და რაც კი შეეძლოთ, ყველაფერი გამიკეთეს. მართალია, მეგონა, ამ სიყვარულს დასასრული არ ჰქონდა, მაგრამ გიგა ის არ აღმოჩნდა,  ვისთანაც მთელ ცხოვრებას გავატარებდი. ზუსტად სამ წელიწადში, დავშორდით. შვილი არ გვყავდა და გიგასაც არ გამოუჩენია დიდი სურვილი, ერთად ვყოფილიყავით. მითხრა, ალბათ, ბავშვური გატაცება იყო ჩვენი ურთიერთობაო. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიდარდია, ოჯახის დანგრევა. დავბრუნდი ჩემს მშობლებთან და აი, იქ შემექმნა პრობლემა. ყოველდღე მეჩიჩნებოდნენ, განათხოვარ გოგოს ბიჭები სხვანაირად დაგიწყებენ ყურებას, იქ არ წახვიდე, არ დააგვიანო სახლში მოსვლა, ეს არ ჩაიცვა, ასე არ შეიღებოო. მოკლედ, ისეთ ჩარჩოებში მომაქციეს, ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა, ხელისგულზე გაზრდილ გოგოს. არადა, მანამდე, სანამ გავთხოვდებოდი, მშობლები არაფერს მიკრძალავდნენ, რასაც მინდოდა, იმას ვიცვამდი, დაქალებთანაც დავდიოდი და სახლში მისვლასაც ვაგვიანებდი. უბრალოდ, მენდობოდნენ და იცოდნენ, ცუდს არაფერს გავაკეთებდი. ისე გამაგიჟეს, ჩემს ყოფილ ქმარს დავურეკე და სალაპარაკოდ დავიბარე. ვუთხარი, იქნებ შევრიგდეთ, ახლიდან ავაწყოთ ურთიერთობა და ვცადოთ, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება-მეთქი. სასტიკი უარი განმიცხადა. მერე გავიგე, რომ ყოფილ შეყვარებულთან დაუწყია სიარული და მე რაღაში ვჭირდებოდი. მოკლედ, ჩემმა მშობლებმა იმდენი ქნეს, გამოძებნეს სასიძო და პირველი ქმრისგან წამოსული, მეორე ქმარზე, ერთ წელში დამაქორწინეს. არ მინდოდა გათხოვება, მაგრამ, ისეთ წნეხში მომაქციეს, ვიფიქრე, ასე ცხოვრებას, ჯობია, ისევ ოჯახი მქონდეს-მეთქი და დავთანხმდი. აი, აქ კიდევ შევცდი და ჯოჯოხეთში მეორედ ამოვყავი თავი. ჩემი პირველი ქმარი ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა, მეორე ქმართან შედარებით. ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სახეში სილა მტკიცა იმის გამო, რომ შევეკამათე. ყველგან მამცირებს, ცემით მემუქრება და იმის უფლებაც არ მაქვს, საყვედური ვუთხრა. სულ იმას მიმეორებს, მე რომ ცოლად არ მომეყვანე, განათხოვარ გოგოებს კი იცი, როგორც უყურებენ და ზუსტად ვიცი, ათას საყვარელს გამოიცვლიდიო. ამის მოსმენას, მირჩევნია, მიწა გამისკდეს და ჩავვარდე. ჩემს მშობლებს რომ ვუთხრა, მეორე ქმარსაც უნდა გავშორდე-მეთქი, ორივე თავს მოიკლავს. გამოუვალ სიტუაციაში ვარ. ერთადერთი, დედამთილ-მამამთილს ესმის ჩემი და სულ იმას მეუბნებიან, ჩვენს შვილს ცუდი ხასიათი აქვს, შვილო და ჩვენ შენს მხარეს ვიქნებით სულ, შენს თავს არ დავაჩაგრინებთო. ისინი ვერც კი ხედავენ, რა დღეში ვყავარ მათ ვაჟბატონს. სულ იმას მიმეორებს, განათხოვარი მოგიყვანე, შენ ვინ გითხოვდაო. გეგონებათ, განათხოვრობა დაღია, სასჯელი ან ნაკლი. იმდენად შეუგნებელია, მასთან ლაპარაკს არ აქვს აზრი. ჩემს მშობლებს რომ ვუთხარი, თქვენი არჩეული სიძე ნაგავია-მეთქი, იცით, რა მიპასუხეს? შენი არჩეული ხომ იყო კანფეტი, იმიტომაც დაშორდიო. მზე და მთვარე ამოსდით მასზე და ესენიც იმას მეუბნებიან, მეტი რა ქნას, განათხოვარი მოგიყვანა ცოლადო. მრცხვენია იმის თქმა, რომ ჩემი მშობლებიც ასე პრიმიტიულად აზროვნებენ და გაუნათლებლობას იჩენენ. მაგრამ, რომც ვთქვა, ეს ჩემს მდგომარეობას არ შეცვლის.
ანუკი, 23 წლის.скачать dle 11.3