კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ვინ და როგორ აპირებდა სტალინის დამხობას 1937 წლის ნოემბერში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


 ზოგიერთი პოსტსაბჭოელი მკვლევარი-ისტორიკოსი, რომ არაფერი ვთქვათ, დასავლეთელ პუბლიცისტებზე, 1937-1938 წლების „დიდ ტერორს“ სტალინის მანიაკურ ახირებად მიიჩნევს და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ამ ეგრეთ წოდებული, „დიდი ტერორით“ საბჭოთა ბელადმა საბჭოთა კავშირი განადგურებისგან იხსნა... პროფესორი გურგენ საველჩენკო წერს: „ცოტა შუიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ 1937-1938 წლებში გაერთიანებული სამხედრო-პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას აბრალებენ იმ კატასტროფულ წარუმატებლობას „დიდი სამამულო ომის“ დასაწყისში, რომელიც საბჭოეთს პირველ ექვს თვეში (1941 წლის ივნის-დეკემბერში) დაატყდა თავს. თუმცა, ეს აზრი მცდარია და რომ არა „მეხუთე კოლონის“ განადგურება, 1937-1938 წლებში დახვრეტილი მარშლები და მათი მომხრე გენერალიტეტი უფროსი რანგის ოფიცრებითურთ, პირველივე კვირაში ჩააბარებდნენ ფაშისტებს ქვეყანას... ტუხაჩევსკი, გამარნიკი, იაკირი და „ძმანნი მათნი“, დიდ შეთქმულებას ამზადებდნენ სტალინის წინააღმდეგ და რომ არა საბჭოთა ბელადის მახვილი თვალი და გონება, საბჭოთა კავშირს მისი შექმნიდან ოც წელიწადში დაესმებოდა წერტილი. 1937-1938 წლების სასამართლო პროცესების ბრალდებულთა საქმეების განსაჯაროება მხოლოდ 75 წლის შემდეგ მოხდა სრულად და აბსოლუტური სიმართლე გაირკვა, რაც სტალინის უდანაშაულობას ცალსახად ადასტურებს. საბჭოთა უშიშროების ღვაწლმოსილი მუშაკი, გენერალ-პოლკოვნიკი, აწ განსვენებული სტეპან კანავალოვი წერდა: „სტალინი ძალიან მახვილი გონებისა და თვალის ადამიანი იყო. დროულად იეჭვა, რომ „ენკავედეს“ შეფი ჰენრიხ იაგოდა არაკეთილსაიმედო ადამიანი იყო და საკუთარი ეჭვების გასაბათილებლად ან დასადასტურებლად, იაგოდას გადამოწმება დაიწყო. ამისთვის ბელადმა ახალგაზრდა ჩეკისტთა უაღრესად გასაიდუმლოებული, მხოლოდ მისადმი დაქვემდებარებული განყოფილება ჩამოაყალიბა თავად „ჩეკას“ გულში, სადაც მეც მქონდა პატივი, მემუშავა. მაშინ სულ რაღაც 23 წლის ვიყავი. უმაღლესი სამხედრო-ტექნიკური განათლება მქონდა და რადიოლოკაციის სამსახურში ვმუშაობდი. ჩვენი საიდუმლო განყოფილება ოცდაერთი წევრისგან შედგებოდა. ყველაზე უმცროსი მე ვიყავი, ყველაზე უფროსი კი – ჩვენი ხელმძღვანელი, პავლე ვორონცოვი, სულ რაღაც 27 წლის. ჩვენს მოვალეობაში შედიოდა, ეგრეთ წოდებული, რადიოლოკაციური თვალთვალი, ანუ იმ პირების მოსმენა, რომლებზეც პირადად სტალინი მიგვითითებდა. ჩვენ შემუშავებული გვქონდა უნიკალური სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, დაუბრკოლებლად მოგვესმინა და ჩაგვეწერა ნებისმიერი საუბარი არა მხოლოდ შენობებში, არამედ სხვა ადგილებშიც, მათ შორის, მოძრავ მანქანებსა თუ მატარებლებში. ამისთვის კი ჩვენივე ხელით შევქმენით სპეციალური აპარატურა. ჩვენს განყოფილებას რომ აყალიბებდა, სტალინმა საიდუმლოდ მიგვიწვია კუნცევოს აგარაკზე და თავისი სიდიადით მოგვნუსხა. ბოლოს კი გვითხრა: „ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, მე და თქვენ ლამის ბაბუად გერგებით ასაკით და რომ იტყვიან, ამხელა კაცის ტყუილიც დაიჯერება. მე კი გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურ სიმართლეს მოგახსენებთ და აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ განსაკუთრებული სახელმწიფო მისია უნდა დაგაკისროთ. ეს მისია კი ჩვენი სამშობლოს გადარჩენაა“. ერთი სიტყვით, ბელადი ბოლომდე გვენდო. არც ჩვენ შეგვირცხვენია თავი და სულ მალე, მას დიდი შეთქმულების დამადასტურებელი ფაქტები დავუდეთ წინ, რაზეც თავადაც ჰქონდა ეჭვი“.
სტეპან კანავალოვი მოგვიანებით „კაგებეს“ ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა გახდა და წოდებას წოდებაზე იღებდა. ის (კანავალოვი) დიდი წარმატებით უსმენდა, როგორც თითქმის ყველა საბჭოთა მაღალჩინოსანს, ასევე უცხოელ ლიდერებს თუ მაღალი რანგის საერთაშორისო ჯაშუშებს. 1937 წელს კი, მან და მისმა ჯგუფმა სტალინს მიუტანა ჩანაწერები, რაც ადასტურებდა, რომ „ჩეკას“ შეფი იაგოდა და რამდენიმე მაღალჩინოსანი ჩეკისტი, ტუხაჩევსკისა და მის მომხრეებთან იყო შეკრული. ისინი ჯერ კიდევ 1937 წლის 7 ნოემბერს აპირებდნენ სტალინის დამხობას. კანავალოვი წერდა: „როდესაც ჯგუფში ჩვენი ჩანაწერები გავაანალიზეთ, მივხვდით, რომ სტალინის მოშორებას გეგმავდნენ და ჩანაწერები პირდაპირ აგარაკზე მივუტანეთ მას. ბელადი კი, გაეცნო რა მათ შინაარსს, ულვაშებში ჩაეცინა და მე და პავლე ვორონცოვს გვითხრა:
– ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, მოდი, შევთანხმდეთ, რომ ამის შესახებ არსად არავისთან დაგცდებათ სიტყვა. ნაყოფი ჯერ კიდევ ბოლომდე უნდა მომწიფდეს მოსაწყვეტად...“
სტალინი დარწმუნდა რა, რომ ეჭვები გამართლდა, ოპოზიციის განადგურების გეგმის პირველი ნაწილი განახორციელა. იაგოდას ჯერ ხელი არ ახლო. სამაგიეროდ, მთელი სამხედრო მმართველობა გაამწესა ლუბიანკაზე და მართალია, ჩეკისტების მმართველი ჯერ კიდევ იაგოდა იყო, ამ საქმის გამოძიება ნიკოლაი ეჟოვს დაავალა. ამით იაგოდა თამაშგარე დატოვა. ამ საქმის ძიების დროს გაირკვა, რომ 1937 წლის 7 ნოემბერს მავზოლეუმის აფეთქება იყო დაგეგმილი. თუმცა, ამ გეგმამ არ იმუშავა, რადგან თავად შეთქმულებიც ტრიბუნაზე იმყოფებოდნენ, ხოლო მთავარმა ამფეთქებელმა, პოლკოვნიკმა ანტონ გვოზდევმა თავი მოიკლა. ყველაზე საგულისხმო კი ისაა, რომ მავზოლეუმის დანაღმვა ფარულად გადაიღეს კინოკამერაზე. ნაღმები კი არასაბრძოლო იყო, რაც დამნაღმველმა არ იცოდა და როდესაც ყველა შეთქმული დააპატიმრეს და „კარტები გაუხსნეს“, მარშალმა ტუხაჩევსკიმ გამწარებულმა იღრიალა: „კრეტინები ვართ, აბსოლუტური კრეტინები! სტალინი, თურმე, თავიდან ბოლომდე გვაკონტროლებდა და სათაგურში გამოგვამწყვდია“...
ოპოზიციის სასამართლო პროცესებს ცნობილი მწერალი, ლიონ ფოიხცვანგერიც ესწრებოდა, რომელმაც ევროპულ გაზეთებში დაწერა: „ტყუილია, რომ თითქოს „მოსკოვური პროცესები“ ფალსიფიცირებული იყო. იქ მე ჩემი თვალით ვნახე ტერორისტების (სამხედრო ოპოზიციის) მამხილებელი ფოტო და კინომასალები. მათ სტალინის მოკვლა უნდოდათ. საბჭოეთის კი მტრისთვის, იმპერიალისტებისთვის, ჩაბარება. ჩვენ, ყველა პატიოსანი ადამიანი, ფეხზე უნდა დავდგეთ საბჭოთა დიადი ბელადისა და მისი ქვეყნის დასაცავად“...
ფოიხცვანგერი სტალინს დიად ბელადს გულწრფელად უწოდებდა და მიაჩნდა, რომ სწორედ სტალინი გაანადგურებდა ჰიტლერს, რომელიც მის (ფოიხცვანგერი) სამშობლოს კატასტროფამდე მიიყვანდა. დიდი მწერლის სიტყვები სრულიად გამართლდა და გერმანელი მწერალი არც შემდეგ იშურებდა ქების სიტყვებს საბჭოთა ბელადის მიმართ. როცა მწერალი 1958 წლის 21 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა, მისი ბოლო სიტყვები იყო: „დღეს სტალინს 79 წელი შეურულდებოდა და დიდება მას!“
ფოიხცვანგერის რჩეულმა დიდმა ბელადმა „ჩეკას“ შეფი იაგოდა ჯერ კავშირგაბმულობის კომისრად დანიშნა და მხოლოდ ამის მერე დააპატიმრა. თან, ისეთი მყარი სამხილები დაუდო  წინ, რომ ახლო წარსულში თითქმის ყოვლისშემძლე იაგოდა პატარა ბავშვივით ატირებულა. მონანიების წერილი გაუგზავნია სტალინისთვის და პატიებას სთხოვდა. თუმცა, სტალინი რის სტალინი იქნებოდა, რომ სახელმწიფოს მოსისხლე მტრისთვის ეპატიებინა. მან იაგოდას მონანიების წერილს ასეთი რეზოლუცია დაადო: „ეს რომ ჩემი პირადი შეურაცხყოფა იყოს, ყურადღებასაც არ მივაქცევდი, მაგრამ სამშობლოს განადგურების მცდელობას არავის ვაპატიებო”.
და მართლაც, სტალინმა სამხედრო-ჩეკისტური ოპოზიციის არცერთი  წევრი არ დატოვა ცოცხალი. თითქმის ხუთი ათეული მაღალჩინოსანი ერთ დღეს დახვრიტეს და სწორედ მათ საროტაციოდ მისულმა კადრებმა იხსნეს საბჭოეთი განადგურებისგან, რა თქმა უნდა, სტალინის მეთაურობით.“
скачать dle 11.3