კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ დააბრალეს სტალინის მოწამვლა ლავრენტი ბერიას

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


  ლავრენტი ბერია რომ უმანკო კრავი არ ყოფილა, უცილობელი ფაქტია. მართალია ისიც, რომ სტალინურ პოლიტბიუროში ბერიაზე გაცილებით მეტი სისხლიანი ჯალათებიც იყვნენ და „ჟანდარმერიის მარშალი,“ უბრალოდ, განტევების ვაცად გამოიყენეს შეთქმულებმა... პროფესორი ქრისტეფორე კანდინსკი წერს: „ყველაზე დიდი ცოდვა, რაც ჩემი აზრით, ბერიას დააბრალეს, იყო ის, რომ თითქოს მან (ბერიამ) მოუსწრაფა სიცოცხლე სტალინს და პირადად მოწამლა საბჭოთა ბელადი. ეს ცინიკური, ტყუილებით სავსე ვერსია ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე „განსაკუთრებული მოსმენების“ სტატუსით გაფორმდა და მასზე დასწრების უფლება ყველას არ ჰქონდა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი შეგნებულად მოაწყვეს ასე და დახურული სასამართლოდან „გამოსული ამბები“ უმალვე მოედო მთელ საბჭოთა კავშირს. ანუ, 250 მილიონმა ადამიანმა გაიგო, რომ „ამხანაგი სტალინის გარდაცვალება ბერიას პირადი შემოქმედება გახლდათ, რომ მერე, ერთპიროვნულად მას ემართა საბჭოთა კავშირი...“ მოგვიანებით, ხრუშჩოვზე განაწყენებული, 94 წლის ვიაჩესლავ მოლოტოვი თავის ცნობილ ინტერვიუში იტყვის: „სტალინის მოწამვლის იდეა ბერიას მიერ პირადად ხრუშჩოვმა მოიფიქრა, ხოლო გენპროკურორმა, რომან რუდენკომ განახორციელა. საერთოდ, ბერიას ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, სულელი ნიკიტა ერთბაშად გადაიქცა ყველაფრის განმკარგველად. თავისი პროტეჟე – ყოვლად უნამუსო რომან რუდენკო გენერალურ პროკურორად „აკურთხა“ და ჩვენი (დანარჩენი შეთქმულების) ნებართვით ჯერ ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესი ჩაატარა, ბოლოს კი, ჩვენც მოგვიშორა. სტალინის მიერ შექმნილი და ბერიას მოდერნიზებული მონოლითური ქვეყანა კი დარღვევამდე მიიყვანა. მაშინ, იმ შორეულ 1953 წელს, როცა ბერიას მიწასთან ასწორებდა, ბერიას მიერ სტალინის მოწამვლის ფანტასტიკური იდეა იმიტომ „შემოაგდო“, რომ ხალხთა მასებსაც დაეგმოთ ბელადის (სტალინის) მკვლელი და „ასეთი ცოდვილის“ დაცვა თავში არავის მოსვლოდა...“
ხრუშჩოვის მიერ კულტივირებულ ვერსიას თავის წიგნში – „სტალინის სიკვდილის საიდუმლო“, სრულად იმეორებს თავის დროზე ფაშისტების მხარეზე გადასული, ყოფილი პარტიული ფუნქციონერი, აბდურაჰმან ავტორხანოვი. თუმცა, ბერიას ვაჟი, სერგო ლავრენტის ძე ბერია, თავის ცნობილ წიგნში მამაზე ამ ვერსიას ასე აბათილებს: „მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტი მოღალატე ავტორხანოვი მამაჩემს სტალინის მომწამვლელად აცხადებს, ცალსახად უნდა განვაცხადო, რომ ეს მტკნარი სიცრუეა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მამაჩემს სტალინი უდიდეს პატივს სცემდა და ის თავის მფარველად მიაჩნდა. ერთხელ, როცა უკვე მამა ჩამოყალიბებულ ადამიანად მთვლიდა და მიაჩნდა, რომ ჩემთან საიდუმლო საუბარი შეიძლებოდა, სახლში დაბრუნებულმა თავის კაბინეტში მითხრა:
– მგლების ხროვაში ვარ, ნამდვილი მგლების ხროვაში და ესენი არავის დაინდობენ. ღმერთმა სტალინი დიდხანს აცოცხლოს. მას ნამდვილად ვერაფერს გაუბედავენ, აი, სხვას კი – ძვლებიანად შეახრამუნებენო.
როცა ვკითხე, რას გულისხმობდა, მამამ მითხრა:
– ახლა გორკის სახელობის თეატრიდან დავბრუნდი, სადაც სტალინმა მიგვიწვია სპექტაკლ „რიჩარდ მესამეზე.“ ის ჯერ კიდევ ჩვიდმეტი წლის წინ, 1935 წელს იქ, რეჟისორმა ტვერსკოიმ  დადგა. უნდა გენახა, რა მანიაკური ვნებით ადევნებდნენ თვალყურს ჩემი კოლეგები ამ სპექტაკლს და როგორ მოეწონათ ეს ნაძირალა რიჩარდი. დარწმუნებული ვარ, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, თითოეული მათგანი რიჩარდზე მეტ სისაძაგლეს ჩაიდენს. მათი ჟინი არც სტალინს გამოჰპარვია და სამთავრობო ლოჟიდან რომ გამოვდიოდით, ღიმილით თქვა:
– რიჩარდი ხრუშჩოვს ჰგავსო.
ვერ ვიტყვი, რომ მამაჩემი მშიშარა კაცი იყო. მეტიც, მისი უამრავ ადამიანს ეშინოდა, მაგრამ 1952 წლის 25 მაისის იმ საღამოს, მის თვალებში შიში და შეშფოთება დავინახე...“
გამორიცხული არაა, რომ მამის გამო, სერგო ბერია რაღაცეებს აჭარბებდა კიდეც, მაგრამ „რიჩარდ მესამის“ ეპიზოდს თითქმის ბერიასეულად იხსენებდა ვიაჩესლავ მოლოტოვიც, რომელიც, ასევე ესწრებოდა იმ სპექტაკლს... გარდა ამისა, ის ხომ მაინც უდავო ფაქტია, რომ „შეშინებული ბერია“ ცამეტი თვის შემდეგ მართლაც ვერაგულად დაამხეს „პოლიტბიუროს შეთქმულებმა“ და „ჟანდარმერიის მარშლის“ შიში სრულიად გამართლდა...
დავუბრუნდეთ ბერიას მიერ სტალინის მოწამვლის ბრალდებას, რომელშიც მთავარი მოწმე გრიგორი მაირანოვსკი იყო. ის რუდენკოს კარნახით ასეთ ჩვენებას წერდა: „ვიყავი რა ლაბორატორია „იქსის“ ხელმძღვანელი, 1951 წლის 10 დეკემბერს, ჩემთან ბერიას სახელით მოვიდა გენერალი კრაისკი და კალიუმციანიდის ორი ამპულა წაიღო. მას ოპერმუშაკები ოპერატიული საჭიროებისთვის იყენებდნენ. კონკრეტულად კი, წიგნის ფურცლებს უსვამდნენ და საკმარისი იყო, მკითხველს გადაფურცლისას სველი თითი დაედო მასზე და შემდეგ პირში ჩაედო, ამის გამკეთებელი მომენტალურად გარდაიცვლებოდა. გაკვეთა კი ინფარქტს უჩვენებდა და ამგვარად, იშლებოდა დანაშაულის კვალი. როგორც საიდუმლო გამოძიებიდან ცნობილია, ამხანაგი სტალინი სწორედ ასეთი პროცედურის შემდეგ, ამგვარი დიაგნოზით გარდაიცვალა და ვადასტურებ, რომ ეს ბერიას მიერაა მოწყობილი“.
მაირანოვსკი რომ, სიკვდილის შიშით, ტყუის და პროკურატურის შეფის, რუდენკოს, პირად დავალებას ასრულებს ხრუშჩოვის ხელდასხმით, ნათელზე ნათელია. თავად პოლკოვნიკი მაირანოვსკი უშიშროების მე-12, იგივე განყოფილება „იქსის“ ხელმძღვანელი იყო, სადაც საწამლავს ამზადებდნენ ოპერატიული საჭიროებისთვის და მკვლელობის იარაღად იყენებდნენ. თავად მაირანოვსკი 1951 წლის 13 დეკემბერს დააპატიმრეს, ანუ სამი დღის მერე, როდესაც „მისგან ბერიასთვის სტალინის მოსაწამლი ციანიდი წაიღეს“. ასეთი აბსურდი რუდენკოსაც კი არ ეკადრებოდა, მაგრამ რადგან ეს ხრუშჩოვმა მოინდომა, ასეთი კუდი მოაბეს ამ ამბავს. მაირანოვსკი კი მთავარ მოწმედ იმიტომ გამოიყენეს, რომ ჯერ ერთი, საწამლავების ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, თანაც, ბერიას ტოლი და  საქართველოში დაბადებული, გაზრდილი იყო და ყველა კომპონენტით კარგად ესადაგებოდა ჩეზარე ბორჯიას (ბერიას) თანაშემწის როლს... მაირანოვსკი, სტალინის გარდაცვალებამდე 15 თვით ადრე კი, იმიტომ დააპატიმრა უშიშროების მინისტრმა იგნატიევმა, რომ აბაკუმოვ-ბროვერმანის მავნებლური საქმიანობისთვის მიებათ და მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე მოწმის ჩვენებით განემტკიცებინათ. მოგვიანებით, მაირანოვსკიმ იგივე ფუნქცია უკვე ბერიას წინააღმდეგ შეასრულა და „სტალინის მოწამვლის“ დაუდასტურებელ საქმეში მთავარი როლი ითამაშა... მავანმა შეიძლება, მართლაც დაიჯეროს ეს ფაქტია, მაგრამ სარწმუნოა კი ის ფაქტი, რომ წამლავდა რა სტალინს, ყოვლისშემძლე ბერიამ მთავარი მოწმე ცოცხალი დატოვა...“
скачать dle 11.3