კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 თუ ოჯახის შენარჩუნება გსურთ...

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



  ბევრ ქალს ძალიან უნდა  სჯეროდეს, რომ ქალი და მამაკაცი ერთი მთლიანის ორი ნაწილია, რომელთა შორის აბსოლუტური ურთიერთგაგება, მშვიდობა და სიმშვიდე სუფევს. მაგრამ, რეალისტი ადამიანები ასე არ ფიქრობენ. მათ ესმით, რომ ეს უტოპიაა და შეშლილ სამყაროში  ყველაფერი სხვანაირად ხდება. ტყუილად არ ამბობენ, რომ ქალი და მამაკაცი სხვადასხვა პლანეტიდან არიანო. თუმცა ერთმანეთის გარეშე ყოფნაც არ შეუძლიათ.
სად არის გამოსავალი? ქალურ სიბრძნეში, ანუ უნდა ვეცადოთ, არ შევიჭრათ მამაკაცის სივრცეში და არ ავაფორიაქოთ.
მაგალითად, ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად, მამაკაცს არ უნდა დაუსვათ კითხვები:   
1. რისთვის გიყვარვარ?
2. რაზე ფიქრობ?
3. ჩემში  სიახლე ვერაფერი შენიშნე?
4. რას დავარქმევთ ჩვენს მომავალ შვილებს (მით უმეტეს, პირველივე პაემანზე)?
5. სიმართლე მითხარი – მსუქანი ვარ?
6. რამდენი ქალი გყავდა ჩემამდე?
თავადაც ხომ ხვდებით, ამ კითხვების სრულ უაზრობას და მოსალოდნელი პასუხების აბსურდულობას.

ქალი იწყებს  
და იგებს


მამაკაცის გარშემო სწორი ენერგეტიკის შექმნით,  მართებული სიტყვებისა და სხეულის ენის გამოყენებით, შეგიძლიათ, დიდხანს დატოვოთ მის გულში ვნების კვალი. არსებობენ ქალები, რომლებიც ამ  ხელოვნებას ფლობენ.
თქვენც შეგიძლიათ, გახდეთ ის ქალი, რომლისთვისაც შუა საუკუნეებში იმპერატორები იბრძოდნენ.
გთავაზობთ რამდენიმე  საშუალებას, რომლის წყალობით, გაცილებით მომხიბვლელი გახდებით და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მოაწონებთ თავს მამაკაცს

1. მიიზიდეთ თქვენი
რბილი ხასიათით

როცა ქალი მამაკაცის გვერდითაა,  აღარ უნდა თამაშობდეს ძლიერი პროფესიონალის  ან დედის როლს. გამოიჩინეთ სიფრთხილე, ნუ იჩქარებთ, დაივიწყეთ ყველა სტრატეგია და იდეა, თუ როგორ მიიზიდოთ მამაკაცი, უბრალოდ, მიჰყევით დინებას. გულწრფელობა და უშუალობა ხიბლავთ მამაკაცებს.
გულში სითბო და სიმშვიდე იგრძენით და უბრალოდ, ისიამოვნეთ მომენტით, რომელიც თქვენი რომანტიკული ურთიერთობისას იქმნება.
ნამდვილმა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ აგრძნობინოს კაცს თავისი სისუსტე  და ამ სისუსტით მიიღოს სიამოვნება.
ყველაფერი  საკუთარ თავზე არ აიღოთ.
კაცმა უნდა იფიქროს თქვენზე – ის ქალღმერთია, ურყევი, მშვიდი და ზომიერი ენერგეტიკის მფლობელი, რაც სიმშვიდის, სიყვარულის,  სინაზისა და სიმსუბუქის ატმოსფეროს ქმნის.

2. მოუსმინეთ მას და არა
მხოლოდ ყურებით

როცა  მამაკაცი  გესაუბრებათ, მოუსმინეთ გულდასმით და ნუ გადაიტანთ ყურადღებას ტელეფონზე ან სხვა რამეზე.
ჩართეთ აზროვნება და გაიხსენით გული. მოუსმინეთ მთელი გულისყურით, სხეულითა და გონებით.
თუ მამაკაცს ნაზად შეეხებით, ამით აჩვენებთ, რომ მისი გრძნობები თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე ერთ ტალღაზე ხართ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და ემოციურად.

როგორ
 გავექცეთ
 შეცდომებს


ძალიან ხშირად, იდეალური ურთიერთობა, ჰარმონია და ურთიერთგაგება, გარკვეული დროის შემდეგ, კონფლიქტებსა და დაძაბულობაში გადადის. ფსიქოლოგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ  ასეთი ცვლილებების მიზეზია  ის, რომ წყვილს არ შესწევს ძალა, ბოლომდე შეინარჩუნოს გულახდილი ურთიერთობა, რომელიც გაცნობის პირველ ხანებში ყალიბდება.
გარდა ამისა, თითოეული ჩვენგანი ურთიერთობაში უშვებს გავრცელებულ და სტერეოტიპულ შეცდომებს და ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, როგორ გადავიქცევით საყვარელი ადამიანისთვის დიდ პრობლემად.
დავიწყოთ  უსაფუძვლო კონკურენციით.
იდეალური ურთიერთობა ჰარმონიაა, როცა ორივე მონაწილე თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ერთმანეთში არ უნდა არსებობდეს კონკურენცია. უმეტესწილად, ურთიერთობაში  ქალბატონები  მამაკაცისთვის გარკვეული უფლებების „ჩამორთმევას“ ცდილობენ – ზოგჯერ შეუცნობლად, ზოგჯერ გააზრებულად, რაც ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის მეტად გამაღიზიანებელია.
სუსტი სქესის წარმომადგენელი შეცდომას მაშინ უშვებს, როცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმას სრულიად დამოუკიდებლად ცდილობს. ისინი მამაკაცების მაგივრადაც ცდილობენ, კონკრეტული სიტუაციების მოგვარებას და მათ მაგივრად აზროვნებას იწყებენ. არ შეიძლება, ქალმა მამაკაცს გეგმა შეუდგინოს. ქალბატონებო, გახსოვდეთ, ეს უკანასკნელი შეცდომა განსაკუთრებით საშიშია!
ქალისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ტიპური შეცდომა –  გამუდმებით იმის კითხვა  მამაკაცისთვის, თუ რას გრძნობს მის მიმართ. გასაგებია, რომ გრძნობებში გამოტყდომა და სიყვარულის ახსნა ყოველთვის ახარებთ ქალბატონებს, მაგრამ სამწუხაროდ, მამაკაცების უმრავლესობას დიდად არ იზიდავს ამ თემებზე საუბარი.
მამაკაცებს არც ის ფაქტი სიამოვნებთ, როცა ქალები საკუთრებად მიიჩნევენ პარტნიორს. ამას კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერ შეჭრად იღებენ და ძლიერი უკმაყოფილების გრძნობას იწვევს.
მამაკაცს  ასევე, არ სიამოვნებს, როცა ქალი ბრძანებებსა და მითითებებს აძლევს. სძულს, როცა სუსტი სქესის წარმომადგენელი  ცდილობს, „იხსნას“ ის  იმ ცუდი ჩვევებისგან, თავად ქალს რომ აღიზიანებს. გახსოვდეთ, რომ ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანის შეცვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, წაგებული დარჩებით.скачать dle 11.3