კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ არ შეიძლება სელფის გადაღება სარკეში და როდის „იჭერს” ჩვენი სულის დაუცველ ანარეკლს ობიექტივი

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი


 ალბათ, არ არსებობს სამყაროში საგანი, რომელსაც იმდენი მაგიური ძალა და ცრურწმენა უკავშირდება, როგორც სარკეს. რა თქმა უნდა, ყველას ამის არ სჯერა, მაგრამ ერთი კი ცხადია: სარკის გარეშე ცხოვრება არავის ძალუძს. აბა, ვინ გამოვა სახლიდან ისე, ერთხელ მაინც რომ არ შეათვალიეროს საკუთარი გამოსახულება სარკეში?! ერთს თუ დასჯერდა, კი ბატონო... მაგრამ, ზოგი ისეთია, სანამ სარკე გაცვდაო, არ მიაძახებ, ვერ მოაშორებ მას – ყველა პოზაში უნდა, დატკბეს საკუთარი ანარეკლით: ტუჩებდაბურცული, პროფილში, ანფასში, ზურგიდან, გვერდიდან... და ახლა ამას სელფიც დაემატა. არადა, სწორედ სარკეს იყენებენ მაგები და ჯადოქრები ყველაზე ხშირად თავიანთი შავ-ბნელი საქმეებისთვის. მაგრამ, ყველაზე მთავარი ის არის, ასე გადარეული რომაა მთელი მსოფლიო სელფზე და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენც, თურმე, ნუ იტყვით და, ცუდი ყოფილა სარკეში მისი გადაღება. თუ, რატომ? – ამას ქალბატონი ლეილასგან შეიტყობთ, რომელიც როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, კარგად ერკვევა ასეთ საკითხებში. 


– გავიგე, რომ სელფის გადაღება სარკეში ცუდის ნიშანიაო...
– სანამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, მინდა, ერთ პატარა, სახალისო, თითქმის ანეგდოტური სცენა აღვწერო, რომელსაც ჩემი მეგობრის სახლში შევესწარი.
საქმე მქონდა და დილით შევირბინე მასთან. მოგეხსენებათ, ლაპარაკს შევყევით, მერე გაგვახსენდა, რომ ყავა არ დაგვილევია... ჰოდა, სწორედ ყავას შევექცოდით, რომ თავისი ოთახიდან ჩემი მასპინძლის თინეიჯერი ქალიშვილი გამოვიდა ფრიად უცნაურად შემოსილი და სააბაზანოსკენ გაემართა. შვილო, ასე გამოწყობილს სააბაზანოში რა გინდაო, – ერთი კი მოასწრო, მიეძახებინა დედამისს, რომ პასუხი უკვე სააბაზანოდან მოგვესმა: დედა, სელფი უნდა გადავიღო სარკეში, სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდს ახალი ავატარის ფოტო სჭირდებაო... მართალა სასაცილოა, მაგრამ მთელი არსი ამ ამბისა ის გახლავთ, რომ გოგონები ძალიან ხშირად უღებენ საკუთარ თავს ფოტოს, ანუ სელფს სარკეში... და მერე სოციალური ქსელებია გადატენილი სარკეში გადაღებული ფოტოებით. მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, რადგან ეს სულ სხვა თემაა, განვიხილავ მხოლოდ მის მისტიკურ მხარეს...
– სარკე და მისტიკა, ასე ვთქვათ, ყბადაღებული თემაა და კიდევ რაღა უნდა გავიგოთ ახალი?
– მართალი ხართ, სარკე ბევრ მისტიკურ საიდუმლოს მალავს და ეს უხსოვარი დროიდან მოდის. რეალობას რომ თავი დავანებოთ, ზღაპრებშიც სარკე ყოველთვის ჯადოსნურია, ოღონდ, დანიშნულება აქვს სხვადასხვაგვარი – ზოგჯერ სიკეთეს ემსახურება და ზოგჯერ კი – ბოროტებას. ყმაწვილქალობაში რომ სარკეში საბედოს სანახავად არ ჩაეხედოს, ასეთს თითქმის ვერ იპოვით. სარკესთან დაკავშირებული აკრძალვები ხომ საერთო-სახალხო მოვლენაა: არ შეიძლება სარკეშიი ჩახედვა ჭამის დროს; არ შეიძლება, მძინარე ადამიანის გამოსახულება ჩანდეს სარკეში; მიცვალებულის სახლში მის დაკრძალვამდე ყველა სარკე ფარდით უნდა დაიფაროს და სხვა. ეს ყველაფერი ცრურწმენებიაო, კი ამბობენ, მაგრამ სულ ფუჭიც რომ იყოს, ასე არ გავრცელდებოდა და დროსაც ვერ გაუძლებდა. ძველად ყველა სარკე ფარდით ან დარაბებით იყო დაფარული და მხოლოდ მაშინ ხსნიდნენ, როცა საკუთარი გამოსახულება უნდოდათ, დაენახათ. დროთა განმავლობაში ეს ჩვეულება წარსულს ჩაჰბარდა და ახლა ყველგან, ყველა სარკე ღიაა... და კიდევ ერთი რამ, არ არის ქვეყნად ადამიანი, რომელსაც არ გაეგოს ეს მისტიკური სიტყვა – სარკისმიღმეთი ანუ სარკის იქითა სამყარო. სწორედ მას უკავშირდება ყველა გამოცანა და საიდუმლო... და მივადექით კიდეც ჩვენს სათქმელს – ახალ აკრძალვას სარკესთან დაკავშირებით, ასევე ახალდროების ყველაზე პოპულარულ გატაცებას რომ ეხება...
– და მაინც, რატომ არ შეიძლება სელფის გადაღება სარკეში?
– კაცმა რომ თქვას, ოფიციალურად არც არავინ კრძალავს საკუთარი გამოსახულების სარკეში გადაღებას, ანდა რა არის ამაში ცუდი? – ჩვეულებრივი ფოტოა... მავანნი კი ამბობენ, ცუდის მომასწავებელიაო და პასუხის რამდენიმე ვერსიასაც გვთავაზობენ. პირველი: სარკეში აისახება ჩვენი სული და როცა სარკისმიერ ანარეკლს ფოტოზე აღვბეჭდავთ, ასეთი სურათით მერე ჯადოს გაკეთებაც ადვილია. სარკეში არეკლილი სული დაუცველია და გადაღებისას ობიექტივი მას „იჭერს”. იმიტომაც იღებს მერე ეს ფოტო ასე ადვილად ჯადოს. ვერსია მეორე: სარკის გამოსახულებას შეუძლია, ფოტოს საშუალებით სარკისმიღმა სამყაროდან თქვენზე ნეგატიური გავლენა ნებისმიერი სახით გადმოიტანოს: ეს იქნება ავადმყოფობა, უსიამოვნებები, ხელმოცარულობა საქმესა თუ პირად ცხოვრებაში და სხვა. ვერსია მესამე: სარკეში სელფის გადაღებით შენ ხსნი პორტალს ნეგტიური მხრიდან. ფოტო კი ერთგვარი გამტარია, რის საშუალებითაც შეიძლება, თქვენზე გადმოვიდეს: ბოროტება, სიძულვილი, ამპარტავნება და სხვა მრავალი უარყოფითი თვისება.    
– მაგრამ, ხომ შეიძლება, ფოტო ისე გადაიღო სარკეში, რომ სახე არ ჩანდეს?
–  თუ პოდიუმისთვის ემზადები და კაბის მხოლოდ ზურგი უნდა ჩანდეს, ანდა მხოლოდ გრძელი ფეხი – ქვედაბოლოს ჭრილიდან... რა მოგახსენოთ, ამასთან დაკავშირებული ვერსიები არა მაქვს და საერთოდაც, გოგონათა უმრავლესობას ერთი ფოტო მაინც აქვს სარკეში გადაღებული და ამით მათი ცხოვრება სულაც არ გაუარესებულა, არც ცუდი შემთხვევიათ რამე. ისევ აგრძელებენ სელფის გადაღებას და მისტიკურ ამბებშიც არ გახვეულან. მაგრამ, ხალხი ჭრელია, ზოგს საერთოდ არაფერის სწამს, ზოგი ზედმიწევნით ითვალისწინებს მისტიკასა და ცრურწმენებთან დაკავშირებულ ყველა გადმოცემას, ზოგს კი, მართალია, არ სწამს, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და მაინც ერიდება, დაარღვიოს აკრძალვები.  
– გამიგია, არც მტირალმა უნდა ჩაიხედო სარკეშიო...      
– მართალია, იმასაც ამბობენ, რომ მტირალი თუ ჩაიხედავ სარკეში, ამას ძალიან ცუდი ამბები მოჰყვებაო. ერთ-ერთი ვერსიით, სარკე შენს მოტირალ სახეს დაიმახსოვრებს და მის ანარეკლს შენს შემდგომ ბედზე ასახავს, ანუ სულ სატირლად გაგიხდის საქმესო. მეორე ვერსიით, თუ მტირალმა ჩაიხედე სარკეში, მოგიწევს იმ ბედნიერი დღეების გამოტირება, რაც კი ცხოვრებაში გქონია და სიკეთეს ნუღარ ელიო. ასე რომ, თუ გჯერათ ცრურწმენების, ან არ გჯერათ, მაგრამ ფიქრობთ, რა იცი, ეშმაკს არ სძინავსო, მაშინ ეცადეთ, არ ჩაიხედოთ სარკეში მტირალმა. ტირილს რომ მორჩებით, მერე შეიშრეთ ნამტირალევი თვალები სარკეში და თავიც მოიწესრიგეთ. ისე, სარკეში სელფის გადაღებას რომ დააპირებთ, მისტიკას და უბედურებას რომ თავი დავანებოთ, გირჩევთ, კარგად მოათვალიეროთ უკანა ხედი. თორემ, რა იცით, რას ამოაგდებს ობიექტივი სარკის ანარეკლიდან... ეს ისე, მერე რამე უხერხულად რომ არ გამოჩნდეს ფოტოზე, მით უმეტეს, სოციალურ ქსელში თუ დადებთ და საქვეყნოდ გამოფენთ თქვენს „ჭუჭყიან თეთრეულს”.

скачать dle 11.3