კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 სისხლდენის შემაჩერებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


 ასეთი თვისებები აქვს წალიკას. ეს მცენარე შეიცავს რუტინს, კვერციტრინს, რამნაზინს, კემპფეროლს, იზორამნეტინს, გიპეროზიდს, მთრთიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ჭიანჭველას, ძმრის, ვალერიანის მჟავებს. ამას გარდა, გლიკოზიდს პოლიგოპიპერინს, K, A, C, D, E ვიტამინებს, სიტოსტერინს. იყენებენ ხალხურ მედიცინაში, კერძოდ, ბუასილის, მალარიის, გაძნელებული შარდვის, სხვადასხვა სახის გამონაყრის, კანის დაზიანების დროს, როგორც შემკვრელი და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, ასევე,  როგორც სისხლდენის შემაჩერებელს. განსაკუთრებით უებარია საშვილოსნოდან და ჰემოროიდული სისხლდენის,  მტკივნეული მენსტრუაციის დროს. მისი ექსტრაქტების გამოყენება შეიძლება, აგრეთვე, სისხლის ამოხველების, შარდის ბუშტიდან, კუჭიდან სისხლდენის დროს. წალიკას ნაყენის მისაღებად აიღეთ 10 გრამი (1-2 სადილის კოვზი) ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთით. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება.
წყალში გახსნილ წალიკას წვენს ხმარობენ პირის ღრუში გამოსავლებად პარადონტოზის დროს.
 ნედლი ბალახი გამოიყენება მდოგვის საფენების მსგავსად. ნედლი მცენარიდან გამოწურული წვენი წყალში განზავებული სახით გამოიყენება პირის ღრუში გამოსავლებად. წალიკა ისევე მოქმედებს, როგორც მატიტელა, მაგრამ მისი შედეგები ვლინდება უფრო ნელა და ამასთან, აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებაც.
თავის ტკივილის დროს თითებში კარგად დასრესილ ბალახს იდებენ უკან, კეფაზე, მდოგვის ნაცვლად. ბუასილის დროს სვამენ წალიკას ნაყენს ან იკეთებენ აბაზანებს.
 წალიკას გამოყენება დაუშვებელია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების დროს.
მკურნალობა წიწვებით
ნაძვს, ფიჭვს, კვიპაროსს, თავიანთი განსხვავებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიუხედავად, მსგავსი სამკურნალო თვისებები აქვთ. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის კოსმეტოლოგები, პარფიუმერები და მედიკოსები აქტიურად იყენებენ მათ.
წიწვებში ასკორბინის მჟავა ექვსჯერ მეტია, ვიდრე ციტრუსებში და ოცდახუთჯერ მეტი, ვიდრე ხახვში. გარდა იმისა, რომ წიწვები რეკორდული რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, მათში ასევე, ბევრია სხვა ვიტამინები, მიკროელემენტები, ჰორმონული ნივთიერებები, კაროტინი, ფიტონციდები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, ხოლო წიწვების ნაწური შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ანტიბაქტერიული და დამცველი ზემოქმედება აქვს. ძველად ნაძვის ნახარშით ბევრ დაავადებას მკურნალობდნენ და ძალას აღიდგენდნენ. წიწვებისგან სასარგებლო, ვიტამინებით მდიდარი სასმელი მზადდება. ადუღებულ წყალში კარგად გარეცხილი ნაძვის წიწვები, შაქარი, ლიმონის კანი ჩაუშვით და 30 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. გაწურეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი და მიიღეთ დღეში 50-100 მილილიტრი. სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 40 გრამი წიწვები, 8 გრამი შაქარი, 215 მილილიტრი წყალი , 3 გრამი ლიმონის წვენი, ერთი ლიმონის კანი.
მისი შემადგენელი ნივთიერების აქტიურად გამოყენება დაიწყეს იმ პრეპარატებში, რომლებიც ანთებისგან კანის დასაცავადაა გამიზნული. წიწვების ექსტრაქტის აბაზანას მატონიზებელი ეფექტი აქვს. სპეციალისტებისთვის უდიდესი ღირებულებისაა წიწვების ეთეროვანი ზეთი. დამტკიცებულია, რომ ის სასიკეთოდ მოქმედებს ფსიქიკაზე, ხსნის დაძაბულობას, გაღიზიანებას. შეუძლია დეპრესიის განკურნებაც. ჩამოთვლილი ღირებულებების გარდა, წიწვებს აქვს კიდევ ერთი პლუსი – მწვანე ფერი. მისი სასიკეთო ზემოქმედება ფსიქიკაზე ყველასთვის ცნობილია.

რომელი მცენარე უნდა გამოიყენოთ ჭრილობების შესახორცებლად
ჯიქა მრავაწლოვანი ბუჩქოვანი მცენარეა, რომელსაც სამკურნალო დანიშნულება აქვს. სამკურნალოდ მისი მიწისზედა ნაწილი გამოიყენება. ნორჩი ყვავილებისა და ფოთლების წვენი ძალიან სასარგებლოა წყლულების სამკურნალოდ. კერძოდ ყვავილების ნაყენი კარგია თვალების ტკივილის დასაამებლად. ყვავილები შეიცავს ეთერზეთს, ახასიათებს შარდმდენი, ჭრილობების შემხორცებელი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. დანაწევრებულ ფოთლებს იდებენ ჭრილობებზე. ნახარშსა და ნაყენს სვამენ კუჭ-ნაწლავის წყლულის შემთხვევაში. ამავე ნაყენით მკურნალობენ თმის ცვენას. ნახარშები გამოიყენება, ასევე, გარეგანად – ყელში გამოსავლებად, კომპრესებისთვის. ნორჩი ყვავილები, სპირტიანი ესენციების სახით, ჰომეოპათიაშიც გამოიყენება.

შავი ასკილის სასარგებლო თვისებები
შავი ასკილი მაის-ივნისში ყვავილობს. ნაყოფი კი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება.
მისი თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში. ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს, აგრეთვე, როგორც ნაღველმდენი საშუალება. იყენებენ სკლეროზის საწინააღმდეგოდ.
ასკილის ნაყოფი შეიცავს შაქრებს, პექტინოვან ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, რომელთაგან აღსანიშნავია ვაშლის, ლიმონის, ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის მჟავები; შეიცავს ასევე ფლავონოიდებს – კვერცეტინს, იზოკვერცეტინს, კემპფეროლს; ცხიმოვან ზეთს, ასკორბინის მჟავას, B1, B2, P, PP, K  ვიტამინებს, კაროტინს, ტოკოფეროლებს, რკინის, მანგანუმის, ფოსფორის მარილებს. ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის დაავადების დროს.
ნაყოფში დიდი რაოდენობით არსებული ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას სისხლში. ასკილი ასევე გამოიყენება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.
ასკილის ნაყოფის ნახარშის ან ნაყენის გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც თრომბოფლებიტები აქვს.

კამა – უნიკალური მცენარე
კამა არაჩვეულებრივი საშუალებაა ქრონიკული გულის უკმარისობის სამკურნალოდ, სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისთვის, ასევე სპაზმებისა და ტკივილების მოსახსნელად.  კამა თავისი სამკურნალო თვისებებით უნიკალურია. ასკორბინის მჟავისა და რკინის მარილების სიჭარბე მას შეუცვლელს ხდის სისხლნაკლულობით დაავადებულთათვის, მძიმე ტრავმების შემდეგ სამკურნალო კვებაში. ბალახი, ნაყენი, ახალი და ხმელი კამის ნახარში შეიძლება, გამოვიყენოთ ჰიპერტონიის საწყისი ფორმის მკურნალობისთვის, რადგანაც კამა აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების რამდენადმე გაფართოების ხარჯზე. ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, ზრდის შარდის გამოყოფას. ამ მცენარის შემადგენელი კალიუმის მარილები ანტიარითმიულ ზემოქმედებას ახდენს დაღლილი გულის მუშაობაზე, გულის კუნთში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესების ხარჯზე. ერთი ჩაის კოვზი გამხმარი კამის ფხვნილი, მიღებული ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ახდენს ძილისმომგვრელ და დამაწყნარებელ ზემოქმედებას.
სტენოკარდიის პროფილაქტიკისთვის – 1 ჩაის კოვზ დაფქულ კამის თესლს დაასხით 300 მილილიტრი ცხელი წყალი. გააჩერეთ ერთ საათს. მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა.
ცისტიტის დროს, ბრონქული ასთმის შეტევისას, დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ 100 მილილიტრი ნაყენი, რომელიც მზადდება 2 სადილის კოვზი კამის თესლითა და 400 მილილიტრი ცხელი წყლით. გააჩერეთ 30 წუთს.
კამის თესლი აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის ჯირკვლებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ მოქმედებას, ზრდის ნაღვლის გამოყოფას, ხსნის ნაწლავის შებერილობას, ტკივილებს ნაწლავის კოლიკების დროს.
თუ უძილობა გაწუხებთ, აიღეთ ერთი სადილის კოვზი კამის გამხმარი თესლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. გადაწურულ ნაყენს დაამატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და ისე მიირთვით.
კამა, სხვა სამკურნალო მცენარეებთან კომბიანციაში, გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისთვის. აძლიერებს რძის გამოყოფას ჩვილბავშვიან ქალებში. ზედა სასუნთქი გზების დაავადებებისას, ეს ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, 2 სადილის კოვზი; მეტეორიზმის დროს კი – ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ნაწლავების შებერილობისას, სპაზმებისა და ტკივილების დროს, გამოიყენება ასეთი ნაყენი: ერთ სადილის კოვზ კამის თესლს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. დალიეთ ორჯერ დღეში ჭამის წინ, ბავშვებმა – 1-2 სადილის კოვზი ნაყენი, მოზრდილებმა – ნახევარი ჭიქა.
თავის ტკივილის დროს მიიღეთ კამის ნაყენი. ერთ სადილის კოვზ ხმელ კამას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 15 წუთს და გადაწურეთ. კარგად გამოწურეთ ბალახი და გააცივეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 5-6-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
კამის თესლი სასარგებლოა თირკმელების დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ნაყენის მოსამზადებლად, 1 სადილის კოვზ კამის თესლს დაასხით  1 ჭიქა ცხელი წყალი. გააჩერეთ 10-15 წუთს. დალიეთ დღეში 3-4-ჯერ თითო სადილის კოვზი.

ჭარელას სამკურნალო თვისებები
მცენარე შეიცავს სტახიოზს, ეთერზეთს, ალკალოიდებს, სტიგმასტერინს, ბეტასიტოსტერინს, ხოლინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს, ირიდოიდებს, დიტერპენოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებას, ფენოლკარბინის მჟავას, ცხიმებს. ხალხურ მედიცინაში ბალახის ნაყენი გამოიყენება შარდმდენ, კუჭის ჰიპისეკრეციის, მადის აღმძვრელ საშუალებად; ნაღველკენჭოვანი დაავადებების, სისხლღებინების სამკურნალოდ. ჭარელას ნახარში კარგია გასტრალგიების, ანემიის, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, დიარეის, დიზენტერიის, მეტეორიზმის, ციებ-ცხელების სამკურნალოდ, ასევე, ოფლდენისთვის. გამოიყენება გარეგანადაც. მცენარის ნაყენი და ნახარშები კარგია როგორც შემკვრელი, ციების საწინააღმდეგო და ჰემოსტატიკური საშუალება.скачать dle 11.3