კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რა ჩაწერა ქართლოს კასრაძემ თავის ხელით ფსიქიატრიულ ცნობაში, რომელზეც ავლიპ ზურაბაშვილმა მოუწერა ხელი

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია


  როცა ნოდარ დუმბაძემ უთხრა: წადი და ცნობა მომიტანე რომ ნორმალური ხარო, წავიდა და მიუტანა ასათიანის  ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბლანკზე თავისი ხელით დაწერილი ცნობა: „გიჟი არ არის“ ქვემოთ, ავლიპ ზურაბაშვილის ხელმოწერით. ალბათ, მიმიხვდით, ვისზეც გიყვებით. დიახ, თბილისელ კოლორიტ, იუმორისტ, ქართლოს კასრაძეზე, მეტსახელად, „მოლაზე“, რომელიც თავისი გიჟობებითა და პოზიტიური განწყობით, თბილისში ყველას უყვარდა. დაიბადა გორში, სწავლობდა ვერაზე თბილისის მე-18 სკოლაში და როგორც თავად ამბობდა, უკანასკნელი მოწაფე იყო. შემდეგ იყო „გეპეი“ და უნივერსიტეტი, ფილარმონიის სცენა და სამი ათასამდე კონცერტის კონფერანსიობა, მიუხედავად იმისა, რომ ფილარმონიის სცენა არ უყვარდა – ცოტას იხდიანო. ჰოდა, კონცერტებს მინისტრებს პირდაპირ კაბინეტში უტარებდა. შემოვლილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ყველა ქალაქი თუ ევროპა. ყველგან იმ ენაზე მიჰყავდა კონცერტი, სადაც იმ მომენტში იყო. ასე იყო ცხინვალშიც. როდესაც თბილისელ ქართლოსს ოსურად დაუწყია ლაპარაკი, დარბაზი ტაშით დანგრეულა. მოგზაურობების დროს ლექსებსაც წერდა. მაგალითად, სამარყანდში ყოფნისას თემურ-ლენგის საფლავის მონახულების შემდეგ, ექსპრომტად პატარა სტროფი დაუწერია. მისი კარიერა, როგორც ჟურნალისტის, გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ დაიწყო. ორი ხელითა და უამრავი ფსევდონომით წერდა. იყო ფეხმარცხიც, რაზეც თბილისის კოლორიტი ნიაზ დიასამიძე ეუბნებოდა: სადაც ფეხს შედგამ, ყველაფერი იშლება და იქნებ კომკავშირში შეხვიდეო. რვა დღეში დაშალა კომუნისტური პარტია. მოკლედ, ბევრი სევდიანი დღიურის შემდეგ, ქართლოს კასრაძის მხირულ დღიურებთან გტოვებთ.

„იაგანის“ კარი
„ერთი, ზაფხულის ულამაზესი, თბილისური საღამოა. თბილისში ჩამოსული კრასნორეჩინსკელი „ნაშა“ დაითრია ქართლოსმა – სვეტლანა ლოგინოვა. უცოლო კაცია, ბინა აქვს ვერაზე და ადვილი მისახვედრია – სახლში წააგოგმანა... წაიყვანა და ნიაზ დიასამიძესთანაც მივიდა „ქსივა“ - ქართლოსას, „ნაშა“ ჰყავს, ტო, „გნეზდოშიო“. დატრიალდა და რა დატრიალდა ამბები! ნიაზ დიასამიძე იმის ჩიტი არ იყო, რომ ქართლოსს პირდაპირ ბინაზე დადგომოდა – არადა, ხოხმის იშტაზეა. ქართლოსმა ეს კრასნორეჩინსკელი სვეტლანა ფუმფულა სავარძელში ჩასვა. ახლა მაცალეო, იქვე, გასტრონომში ჩავიდა, კონიაკი და მისი მოწყობილობა ამოიტანა და... (წყარო: for. ge ს. გაუჩო)  ღამის 10 საათია. ორ ჭიქას მესამე მოჰყვა და „აცუნდრუკებული“ ქალი რუსულად ეუბნება, „კარტლოს, პოტანცუემ“. ცეკვა და მოლხენა ხომ ქართლოსის მოგონილი იყო?!
– „პოტანცუემ, მაია ჟელანნაია, ვ ლოგინ!” აჰყვა და შეცურდნენ მელოდიაში. უცებ მოულოდნელად, ტელეფონის ზარმა იქუხა და იზრიალა ერთბაშად.
– ალო! – ცალი ხელი წელზე აქვს შემოხვეული ქართლოსს და მეორეთი „ნეჟნად” აიღო.
– ნიაზი ვარ, ბიჭო...
– ხო, ნიაზ, რა გინდა?
– რაცხა არ მეძინება და ხო არ გამოხვალ ჩემთან? ჭადრაკი დავცხოთ.
– არა, არა, ნიაზ... სხვა დროს, ძმაო, სხვა დროს... – გააგრძელა ცეკვა, ყურმილი რომ დადო ნაზად.
სვეტლანამ ქართლოსი ლოგინისკენ წააცეკვა. ესეც მიჰყვა... ისევ ზარი ტელეფონზე.
– რა გინდა, ნიაზ? დამაძინე რა, მეძინება, კაცო!
– ბიჭო... კაი ახლა... არ მოდიხარ, არ მოდიხარ... არ გინდა ჭადრაკის თამაში და რა გიყო, ნუ გინდა... რაა, ბიჭო, იცი? ჩემს თავს ნარდს ვეთამაშები ახლა...
– მერე, ჩემგან რა გინდა, კაცო! მომეშვი რა! – იყვირა ქალის კოცნა რომ იგრძნო კისერთან.
– რა და... ბიჭო, ერთი ქვა მაქვს „იაგანის“ კარში. „დუშაში“ გავაგორე და რაფრა მოვიქცე, ხო არ იცი?
– მომეშვი! – გადაირია ქართლოსი და ლოგინსაც მიადგნენ...  „წაქცევაზე“ არიან გადასულები ნებაყოფლობით და კიდევაც ჩაიმუხლეს... მაგის ჩიტი იყო ზუსტად ნიაზი.
ზრრრ! – ისევ ზარი.
– რა გინდა, რა? – გადაირია ვნებამორეული თბილისელი კოლორიტი.
– არ მეძინება, ამის დედა ვატირე და ლექსი მინდა, დავწერო, მარა, „პასტა“ არ მაქ და შენ ხო არ გაქ პასტა?.. ასეთ დროს კაცი გადარეულ ლომს ჰგავს.
– არ მაქ, ბატონო, პასტა, არ მაქ... არც უჯრაშია, არც არსად... არ მაქვს... აღარ დარეკო! „შესავლიდან“ „საქმეზე“ რომ უნდა გადავიდნენ, ისევ გაისმა ზარის ხმა... ოღონდ, ამჯერად კარზე.
ტრუსიკიანი აღებს ქართლოსი კარს და ზღურბლზე ნიაზი დგას.
– რა ჯანდაბა გინდა?
– რომ მითხარი, პასტა არ მაქვსო, მოგიტანე... მოგიტანე, იცი, რა კაი პასტაა?
– ღმერთი არ გწამს? არ გწამს, ბიჭო, შენ ღმერთი? – იბღავლა ქართლოსმა. დახედე ერთი საათს, რომელი საათია ახლა?
– ღამის 3 საათია, ჩემო ქართლოს.
– მერედა ახლა მოსვლა, რაა შენი ჭკუით?
– ე, ტო... ქართლოს, იჭრები, ძმაო... ე! ძმაკაცობა, ბიჭო, კრუგლოსუტოჩნია, ე! – ალალად გაუღიმა ნიაზმა.
– ბრის! მოუსვი... ნაშა მყავს აქ! – ვეღარ დამალა ქართლოსმა.
– ეგრე გეთქვა, ტო... ხო... წავედი, ტო... ქართლოსი უილაჯოდ წავიდა ლოგინისკენ. სვეტლანა გულიანად ხვრინავდა.
                
„შენ არა, შენ ნუ!..”
...ერთხელ კი ასეთი სახალისო ამბავი გადახდენია თავს, რომელსაც თავადვე ყვება: „წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილი კრივის რინგი (ასეთი რამ მაშინ არცთუ ისე იშვიათი იყო), რომელზეც ქართლოს კასრაძე უნდა ეჩხუბოს უნივერსიტეტის ჩემპიონს, ფანჯრიდან კი ამ ბრძოლას (რომელიც მე უნდა მომეგო – ერთი თვის სტიპენდია გადავუხადე) თვალი უნდა ადევნოს ჩემი ოცნების ქალიშვილმა. ყველაფერი მზად არის – მსაჯიც, უამრავი მაყურებელიც და... უცებ გამოჩნდა ბატონი ნიკო კეცხოველი, ფოტოაპარატით და ჩემი „მეტოქე” რინგიდან გააძევა. როგორ მოახერხა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენივე უნივერსიტეტის სტუდენტი, საკავშირო პირველობის პრიზიორი მოკრივე იპოვა უცბად, რომელიც უნივერსიტეტის ჩემპიონატებზე გამოსვლას არც კადრულობდა და რინგზე შემოაგდო... შედეგზე აღარაფერს გეტყვით, მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთლიანად სისხლით ვიყავი მოსვრილი და, როდესაც ერთადერთხელ მოვახერხე ხელის მოქნევა, ბატონი ნიკოს შეძახილი გავიგონე: „შენ არა, შენ ნუ!..” თან, სურათებს მიღებდა. მეტი არაფერი მახსოვს. მერე, ალბათ, მაინც შევეცოდე და მითხრა: ობიექტივზე ხუფის მოხსნა დამვიწყებია და ვერც ერთი სურათი ვერ გადამიღიაო.
ქართლოს კუჭატნელი და პანკისელი გიჟი მწყემსი     
… ჟურნალისტებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე თვითონ ჟურნალისტი ვარ. კომუნისტების პერიოდში გმირთა მოედანზე, თერთმეტსართულიანი სახლის მეორე სართულზე „ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქცია იყო (ნ. მიქიაშვილი)  ირემაძის, ჩრდილელის, გაფრინდაშვილის, კუჭატნელის ფსევდონიმით ვწერდი. ძირითადად, სპორტს ვაკეთებდი. ერთხელ სოფლის მეურნეობის განყოფილების რედაქტორი, დავით ბიწაძე ავად გახდა და სოფლის მეურნეობა მე გადმომაბარეს. კახეთიდან ინფორმაცია მოვიდა: 700 ფრთა ქათამიო... მე ხელად გავიანგარიშე და ორჯერ შვიდასი დავწერე. კახეთიდან ჩამოვიდნენ და კინაღამ მომკლეს. თურმე ერთი ქათამი ერთი ფრთა ყოფილა… ძალიან პატარა თანამდებობა მქონდა. ბიჭი შემეძინა და სტრიქონში მანეთს მაძლევდნენ. საპირფარეშოში შევდიოდი და ვტიროდი. თავიდან „რეტუშორად” გამაფორმეს… პანკისიდან მამხილებელი წერილი მივიღეთ, რომ მწყემსი, არსენ ჯოჯიშვილი პანკისში ქისტ და ქართველ ბიჭებს ფეხბურთის თამაშს უშლიდა. ერთხელაც ბიჭებმა ფეხბურთის თამაში დაიწყეს. თქვენი დედა ვატირე, ფეხბურთს თამაშობთო? - უთხრა ჯოჯიშვილმა და ბავშვებს ხანჯლით გამოეკიდა. მერე „ახალგაზრდა კომუნისტში” ფელეტონი დავწერე და ჯოჯიშვილი საშინლად გავაკრიტიკე. მოკლედ, ჯოჯიშვილი რედაქციაში მოვიდა და რომელია ქართლოს კუჭატნელი (ანუ მე), კუჭი უნდა ამოვაცალოო. გიზო ნიშნიანიძემ გამაპარა. ჯოჯიშვილს თან ხანჯალი ჰქონდა, მხეცივით იყო, უნდა მოვეკალი. ფანჯრიდან გადავძვერი და თოკებით ჩამიშვეს დაბლა. ჯოჯიშვილმა მთელი დღე მიცადა, მაგრამ რაღას დავბრუნდებოდი…
ქართლოს ალენ დელონი
ერთხელ კონცერტზე უნდა გამოვსულიყავი. ბილეთები გაყიდული იყო. გაზეთისთვის სურათი მთხოვეს. 12 წლის ასაკში ზემელის ბაღში ცხენზე გადაღებული სურათი მივიტანე. დამიწუნეს და გავცოფდი. ალენ დელონის სურათი გამოვჭერი და მივუტანე. აი, ეს კარგიაო, თქვეს, გლიჯეს და გაზეთში გაუშვეს. სურათი მეც მომეწონა, პასპორტში ჩავაწებე და დაიწყო რეკვა, სახლი დამინგრიეს. 20 წლის უნახავი მამიდაჩემი მოვიდა: შვილო, რა ლამაზი ხარ, გენაცვალოს მამიდა. ნეტა, დედაშენი მოსწრებოდა ამ ამბავს. უიმე, დადადადაააა, რა კარგი ხარ, რა კარგიიი. ვინ გადაგიღო ისე კარგადა იმ ხელბედნიერმა, იმანო. საპასპორტოს უფროსმა ანზორ ჯინჭარაშვილმა მითხრა, მეორედ დედიშენის არ ჭამოო. იქვე ალიყურიც მაჭამა და ჩემს პასპორტში ალენ დელონის სურათი ფანქრით გახვრიტა. მეორე დღეს, დილის ექვს საათზე „რეროსთან” ერთად მოსკოვში მივფრინავ. რა მექნა? ავდექი და 80-იანი წლების ლენინი გამოვჭერი და პასპორტში ჩავაწებე. თან, ლენინია და თან – მიყვარს, რა უნდა ექნათ რუსებს?.. (მაგისი დედა ვატირე, მაგისი. სტალინმა შეინახა, თორემ რუსები ადრე მოუღებდნენ ბოლოს. დამპალი იყო ეგეც და ჰომოსექსუალისტები იყვნენ მარქსიც და ენგელსიც. თქვენ არ იცით) „რეროსთან” ერთად ჩავედი მოსკოვში. პასპორტი მივაწოდე და თან, სამაზროვნად ვიღიმები. უცბად პორტიემ აღმოაჩინა, რომ პასპორტში ლენინის სურათია ჩაწებებული. ლაითურის ჩაის ფაბრიკასავით იბღავლა. ჰოდა, დამეცნენ, ხელები გადამიგრიხეს და ერთ ოთახში შემაგდეს. ბოლოს, როგორც იქნა, სცენაზე გამიშვეს. ყველა ბილეთი გაყიდული იყო. კონცერტის დასრულების შემდეგ, ერთი გენერალი მეკითხება: კტო ეტა? - ეტა ლენინ, - მივუგე. პაჩემუ? - ია ევო ლუბლიუ. ქოთი არ ამცდა – ბახ! – მომარტყა ყურის ძირში. თბილისში „კაგებეში” დარეკეს და მამულოვმა უთხრა: გაუშვით, გიჟია. პოლიტპატიმრებში არ ჩასვათ, თორემ მაგათაც გააგიჟებსო. ადგნენ და გამომიშვეს, თორემ ჩემი საქმე ცუდად იყო.“
скачать dle 11.3