კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 შეიძლება თუ არა მაღალი იერარქების ნათესავების გამორჩევა და როგორ ამხელდა ჯერ კიდევ იესო ქრისტე ამ საქციელს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


  დღეს ადამიანთა დიდ ნაწილს სულიერი და ხორციელი თვალები დაბრმავებული აქვს, მართლმადიდებლობის მიმართ დამოკიდებულებაც ნელ-ნელა იცვლება. განსაკუთრებით კი გვაკლია სიყვარული და ერთგულება, რაც დღითი დღე უფრო მეტად გვაშორებს უფალთან.

 
მამა გიორგი (თევდორაშვილი): იესო ქრისტე, როდესაც თავის მოციქულებს აგზავნის, ეუბნება: ჯერ უქადაგეთ ისრაელის დაღუპულ ძეებს, რომ მერე არ ჰქონდეთ მათ სათქმელი: ჩვენთვის არაფერი გაგიკეთებიათო. ღმერთი ზრუნავს ებრაელ ერზე, მათზე ვინც ამპარტავნებაშია, რომ მერე მიზეზი არ ჰქონდეთ: ჩვენთვის არ უქადაგია ქრისტესო. ამიტომაც, 4 სახარებიდან მხოლოდ მათეს სახარებაა არამეულად – დაიწერა მათთვის. მარკოზის სახარება არის წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანებისთვის, ძალიან მარტივი და გასაგები ენით. ლუკას სახარება გარკვეული პიროვნების, თეოფილეს მიმართ დაიწერა, რომელსაც აინტერსებდა, რა იქადაგა იესო ქრისტემ. სამმა სახარებამ, რომლებიც ებრაელებისთვის, წარმართობიდან მოქცეულთათვის და გარკვეული ჩინოვნიკებისთვის დაიწერა, ვერ გადმოსცა ჭეშმარიტების სრული სისავსე და იოანე ღვთიმსმეტყველმა, უბრალო მებადურმა, სიბერეში, სულიწმიდის შთაგონებით, დაწერა მეოთხე სახარება, რომლის გარეშე ვერ გავიგებთ, რას წარმოადგენს ქრისტიანობა.
– რატომ არის იოანე ღვთისმეტყველი სიყვარულის მოციქული?
– იოანე ყველაზე ახალგაზრდა მოციქული იყო და იმავდროულად, ხორციელი ნათესავი იესო ქრისტესი. დედამისი, ზებედეს ცოლი – სალომეა იყო იოსებ დამწინდველის შვილი, ანუ იესო ქრისტეს ნახევარდა. აქედან კადნიერდება სალომეა, როდესაც მიდის იესო ქრისტესთან და ეუბნება: თუ შეიძლება, ჩემი შვილები დასხი შენს მარჯვნივ და მარცხნივო. აქედან მოდის ნეპოტიზმი, განსაკუთრებით საქართველოში. მამაო, ჩემს შვილს, დეიდაშვილს, მამიდაშვილს სტიქარი ჩააცვი რა, მინდა შენთან იყოსო. ასეა, სამწუხაროდ, მაღალ იერარქიაშიც, რამაც ძალიან გააფუჭა საქმე. როდესაც ვიგებთ, რომ ის არის მაღალი იერარქის დეიდაშვილი, მამიდაშვილი და გაზულუქებულები აფუჭებენ საქმეს, იესო ქრისტემ სწორედ ასეთ ხალხს უპასუხა: თქვენ არ იცით, რას ითხოვთ. როგორ შეიძლება, ნათესაობით მიიღოთ სულიწმიდის მადლი. როგორ შეიძლება, ცხონდე ნათესაობით. სტიქარი ჩაგაცვა, მედავითნედ, მგალობლად, დიაკვნად დაგაყენო მხოლოდ იმიტომ, რომ მამაოს ან რომელიმე ეპისკოპოსის ნათესავი ხარ. ეს ხდება, სამწუხაროდ, ჩვენს ეკლესიაში და ის ხალხი არ გამოირჩევა არც სულიერებით, არც განათლებით, არც თავმდაბლობით, არც სიყვარულით. მაგრამ, ვერავინ ეხება, რადგან ისინი ვიღაცეების ახლობლები არიან. იესო ქრისტემ მაშინვე მოუღო ბოლო ამ ყველაფერს, თან, თავის ნახევარდას, სალომეას. იოანე ისედაც მის გვერდით გაიზრდებოდა, ისედაც ჩახუტებული ეყოლებოდა იესო ქრისტეს. სახარებაში იოანე წერს: ეს წიგნი დაწერა მან, რომელიც უყვარდა იესო ქრისტესო.  
– ბევრს დაებადება კითხვა: რატომ გამოარჩია ქრისტემ იოანე ღვთისმეტყველი, პეტრე ან პავლე, ებრაელი ხალხი, მას ხომ ყველა უყვარს?
– ხშირად ბრკოლდებიან ამის გამო და იმაზეც, როდესაც სხვა ადამიანი თავის სულიერ მოძღვართან უფრო ახლოსაა, ვიდრე თვითონ. უნდა გახსოვდეთ, რომ იესო ქრისტემ კი არ გამოარჩია იაონე ან მოძღვრებმა კი არ გამოარჩიეს რომელიმე ადამიანი, თქვენ ერთგულებით, მორჩილებით, სიყვარულით ხართ მამაოსთან და ამ ერთგულებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად უყვარხართ მღვდელსაც. იესო ქრისტე ამბობს: ვინც ისმენს ჩემს სიტყვას, ასრულებს ჩემს მცნებებს, აი, იმას ვუყვარვარ მე. თუ გინდათ, უფრო ახლოს იყოთ ღმერთთან, სულიერ მოძღვართან დაუჯერეთ მას. ეკლესიაში შემოდის ადამიანი და თუ ხასიათზე არ არის, შეიძლება, არც მომესალმოს. შეიძლება, მრევლი არ ხარ, მაგრამ, როცა ეკლესიაში შემოდიხარ, რაღაცის ხომ გწამს?! კურთხევის აღებას კი არ ვითხოვთ. თუ არ გინდა კურთხევა, ღმერთი არც მოგცემს. მერე გიკვირთ, რატომ არის ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში – ჩვენგან არ მოდის ნათელი სოფლისა, ჩვენგან არ მოდის სიყვარული. პირველი საუკუნის ქრისტიანები პირჯვარსაც არ იწერდნენ, მაგრამ ისეთი კარგი ქრისტიანები იყვნენ, რომ წარმართები ამბობდნენ: ეს, ეტყობა, ქრისტიანია, როგორი სიყვარული აქვსო. დღეს შეიძლება, ქუჩაში დაინახო ადამიანი და მიხვდე, რომ მას სიყვარული გააჩნია? რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რადგან მას სხვანაირი სახე აქვს, სხვანაირად დადის, სხვანაირი სითბო აქვს. ამიტომ, კარგად დაუკვირდით თქვენს ქცევებს. სრულყოფილი სიყვარულის დევნის შიში უნდა გქონდეთ, – ამას ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, რომელსაც არასდროს მიუტოვებია ქრისტე, იმიტომაც წერია: „სიყვარული არა სადა დავარდების“. გიყვარდა და აღარ გიყვარს? გათხოვდი და აღარ გიყვარს მოძღვარი, სამსახური დაიწყე და აღარ გინდა ეკლესიაში მისვლა? ადრე სხვანაირად გიყვარდა ღმერთი, მოძღვარი და ახლა – სხვანაირად? სიყვარული ხომ უნდა იზრდებოდეს და მტკიცდებოდეს. ოჯახი რომ შექმენი, უფრო მეტად გჭირდება ღმერთი, უფრო მეტი დახმარება გინდა. ახალმოსული ადამიანი იცინის, იღიმის, გაიზრდება და მერე აღაც ახსოვხარ. ნიშანი სიყვარულისა არის ერთგულება. ოღონდ არა სოციალურ ქსელებში, სადაც ყველას ერთმანეთი განსაკუთრებულად უყვარს. ერთგულებისთვის რამხელა საჩუქარი მიიღო იესო ქრისტემ: იოანეს უთხრა ღვთისმშობელზე: აჰა, დედა შენი და ღვთისმშობელს იოანეზე: აჰა, შვილი შენი. ვისაც ღმერთი უყვარს, ღვთისმშობელი ხდება მისი დედა და თავად კი – ქრისტეს სულიერი ძმა. წირვაზე ასეთი სიტყვები წარმოითქმის: „ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ“. თუ ერთმანეთი არ გვეყვარება, ვერ ვაღიარებთ იესო ქრისტეს. ამიტომ არის ეკლესიაში ხმაური და არ ვიცნობთ ადამიანები ერთმანეთს.
– დღეს მართლმადიდებლობის არასწორი პროპაგანდაც მიდის.
–  იმდენად მოშურნეები იყვნენ იაკობი და იოანე, რომ მათ იესო ქრისტე ეუბნება: თქვენ ხართ ძენი ქუხილისანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სიტყვა, ქადაგება ქუხილივით უნდა გაისმას. ჩუმად და უგულოდ კი არ უნდა ლაპარაკობდეთ, ისე უნდა იმეტყველოთ, რომ ქუხდეს თქვენი სიტყვაო. იმდენად გულითა და სულით უნდა თქვა სათქმელი, რომ ხალხმა გაიგოს, რას ამბობ. სამწუხაროდ, დღეს მართლმადიდებლობა აღარ ქუხს, მინელდა. ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს მართლმადიდებლობის პროპაგანდა მიტინგებითა და „პარადებით”. ერთი ადამიანი თუ მოიპოვებს სულიწმიდის მადლს, მის გარშემო ათასობით ადამიანი ცხონდებაო. სერაფიმ საროველი, როგორ ფიქრობთ, ხმლით დადიოდა? არა, ის ტყეში ცხოვრობდა და ანათებდა სულიწმიდის მადლით. მამა გაბრიელი ქართველებს ყოველთვის გვახსენებდა, რომ ჩვენ სიყვარული არ გვაქვს და ის თავისი ქცევით სიყვარულის მქადაგებელი იყო. ბევრი მღვდელმთავარი იხსენებს ახლა, რომ მამა გაბრიელი სულ გვეუბნებოდა: თქვენ სიყვარული არ გაქვთო. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდით და ვღიზიანდებოდითო. სიყვარული არ არის – „გაიხარე“, „რა ლამაზი ხარ“, სიყვარული ერთგულებაა. გავა დრო, ჩვენს პატრიარქს დაუწყებენ შიგნიდან გინებას, ისინი, ვინც დღეს მისი ხელიდან იკვებებიან და მაშინ გამომჟღავდნება, ვის უყვარს პატრიარქი და ვის არა. თუ გიყვარს პატრიარქი, ეკლესია, იესო ქრისტე, დაიცავი მცნებები და უფლის ნება აღასრულე.
скачать dle 11.3