კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 მეორედ მოსვლის მოლოდინში

თათია ფარესაშვილი უცნობი ავტორი


როდის იქნება მეორედ მოსვლა არავინ უწყის და ჩვენ რატომ ვირჯებით ტყუილად მის დასადგენად? საზოგადოების დიდი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს არაჯანსაღ, სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს, რომლის დაჯერება არ გვინდა.
მართლმადიდებლობაშიც ბევრია ისეთი ზეპირსიტყვიერი და წერილობითი ისტორია, სადაც მეორედ მოსვლა (განსაკუთრებულად მისი დადგომის წინა პერიოდი) ზღაპრული ამბებითაა გადმოცემული. მათგან უნდა აღინიშნოს:
ა) ანტიქრისტეს ბეჭდის „ტექნოლოგიები“, რომელიც არ არის ეკლესიური სწავლება;
ბ) ბერების „ხილვები“ და მრევლის „დამოძღვრა“ შემზარავი ამბებით;
გ) ანტიქრისტეზე უსაზღვრო საუბარი, რაც ღვთის იმედს უკარგავს მრევლს. ეს ამბები თაობიდან თაობას გადაეცემა, ივსება ახალ-ახალი ზღაპრებით და ამახინჯებს მრევლის ცნობიერებას. ასეთი მორწმუნეები დაუცველად გრძნობენ თავს მომავალი მოვლენებისადმი და პანიკურ შიშს განიცდიან.
სამწუხაროა, რომ ღმერთისა და ანტიქრისტეს შესახებ საკუთარი არასწორი წარმოდგენებით ვსაზრდოობით და სხვასაც ვთავაზობთ დასაპურებლად. საეჭვო პირების წინასწარმეტყველება უფრო მისაღებია, ვიდრე სახარებისეული ჭეშმარიტებანი. ყველა სწავლება სახარების შუქზე რომ უნდა განიხილოს მორწმუნემ, არ ახსოვს და გულუბრყვილო ბავშვის მსგავსად, ადვილად ექცევა ცრუ მისტიციზმისა და მითების გავლენის ქვეშ. ეს ყველაფერი კი აისახება მათ ფსიქიკაზე: ადამიანი სულ შფოთვაშია, სულ მტრების ძიებითაა დაკავებული. ამ ისტერიულ შიშს არა მარტო ანტიქრისტეს ძალმოსილება აძლიერებს, არამედ სახარების უცოდინრობაც.
გლობალური დათბობა, ომები, ატომური კატასტროფები თუ აპოკალიფსის დადგომას მოასწავებს, ეს ხომ ჩვენი მიზეზითაა გამოწვეული. ესე იგი, ღმერთი კი არაა უმოწყალო და სასტიკი, არამედ ჩვენ ვეპყრობით უგუნურად ბუნებას და ერთმანეთს. თუ მომხმარებლური დამოკიდებულება გვექნება სამყაროსადმი და ერთმანეთის მოსპობის სურვილი არ გაგვიჩნდება, უფრო უსაფრთხო ცხოვრება გვექნება.
ზოგის აზრით, სამყაროს გლობალიზაცია მოიტანს აპოკალიფსს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც ესაა მთავარი ნიშანი, რადგან ქრისტე ამის შესახებ არ საუბრობს. სახარებაც არაა ნაქადაგები ყველა ხალხში. ზოგ ქვეყანაში რწმენის აყვავება მიმდინარეობს (საწინააღმდეგო პროცესი მეორედ მოსვლის ნიშნისა, როცა ძე კაცისა მეორედ მოსვლის ჟამს რწმენას ვერ ჰპოვებს დედამიწაზე).
საშინელებათა ზარს ქრისტე არ მოიტანს, მას ჩვენი უღმერთობა გამოიწვევს. ტკივილისა და ტირილის მიზეზი ღმერთი კი არ იქნება, არამედ ღმერთის გარეშე ყოფნის გათვითცნობიერება. ვისთვისაც უცხო იყო ღმერთი მიწიერი ცხოვრებისას, მეორედ მოსვლისას მასთან შეხვედრა და მის გარეშე ყოფნა იქნება მწუხარების მიზეზი. პირველი ქრისტიანები შიშით არ ელოდებოდნენ მეორედ მოსვლას, ჩვენ რაღა დაგვემართა? ისინი ევედრებოდნენ უფალს, რომ მალე მოსულიყო. ჩვენ კი მისი მოსვლის „გადაწევის“ მომხრეები ვართ (სხვათა შორის, ზოგიერთმა ლოცვაც კი დაწერა მეორედ მოსვლის დროის გადაწევისთვის). უფალთან შეხვედრის სურვილით მთავრდება აპოკალიფსი და მთელი ახალი აღთქმა. ჩვენმა უცოდინრობამ კი სიხარული შიშით ჩაანაცვლა. წმიდა გრიგოლ ხანძთელი გვასწავლის, რომ უფალი ჩვენთანაა და აღარ უნდა გვეშინოდეს ბოროტის: „ქრისტე, არა შემეშინოს ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩვენთანა ხარ“ და ასევე, მიგვითითებს, თუ როგორ უნდა შევხვდეთ მეორედ მოსვლას: „მარადის ვედრებასა შევსწირავთ მოსალოდებელისა მისთვის დღისა დიდებით მეორედ მოსვლისასა შენისასა, ღმერთო!“скачать dle 11.3