კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 მოძღვარი გვირჩევს

თათია ფარესაშვილი თამუნა ახობაძე


კითხვა: ამბობენ, ნალს ბედნიერება მოაქვსო. შემინიშნავს კიდეც კარზე დამაგრებული ნალები. როგორ უყურებს ამას ეკლესია.

პასუხი: ბედნიერება ნალს კი არ მოაქვს, არამედ უფლის სიახლოვეს და მისი მცნებების აღსრულებას. ნალის გაფეტიშება წარმართული ჩვეულებაა. თუ გსურთ, მართლაც დაცული იყოს თქვენი ოჯახი, ნალის ნაცვლად ნაკურთხი ჯვარი იქონიეთ სახლში.
კითხვა: რატომ იწოდება ჩვენი პატრიარქი უწმიდესად და უნეტარესად?
პასუხი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული – უწმიდესი და უნეტარესი – შემოღებულია 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენის დროიდან. მანამდე კი უწმიდესის ტიტულს ატარებდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, უნეტარესისას – დასავლეთ საქართველოსი. ხოლო ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ახლად არჩეული მწყემსმთავარი კირიონ მეორე იწოდა უწმიდესად და უნეტარესად.
კითხვა: ხშირად უნდა ვიკითხოთ თუ არა „ფსალმუნები“?
პასუხი: „ფსალმუნების“ კითხვა ბოროტ სულს განაგდებს ადამიანისგან და მის სულში სულიწმიდას ჩაასახლებს. წმიდა მამათა გადმოცემით: „ფსალმუნთა“ კითხვითა და მოწყალების გაღებით, სული განიწმინდება ცოდვებისგან.
კითხვა: რა ეკრძალება ქალს დედათა წესის დროს?
პასუხი: დედათა წესის დროს ქალს ეკრძალება საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა (ნათლობა, ჯვრისწერა, ზიარება და ასე შემდეგ). თუმცა, ტაძარში შესვლა შეუძლია. ასევე, შეუძლია სანთლის ხელში დაჭერა, მაგრამ არა – დანთება. დედათა წესის დროს ქალს შეუძლია, სახლში იკითხოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება. ის არ უნდა შეეხოს ხატებს, ჯვრებს და სხვა სიწმიდეებს. ასევე, ეკრძალება მონასტერში შესვლა.
კითხვა: მყავს ერთი ახლობელი, რომელიც ნებისმიერი საქმის დაწყების წინ კურთხევას მოძღვრისგან იღებს. ჩემი აზრით, ამით მოძღვარს აწუხებს. სწორად იქცევა თუ არა ის?
პასუხი მოძღვარი იმისთვის ჰყავს ადამიანს, რომ „შეაწუხოს“. მრევლსა და მოძღვარს შორის მუდმივი კავშირი უნდა იყოს და ეს არ უნდა ხდებოდეს, მხოლოდ მარხვის დროს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ადამიანი მართლაც გადაჭარბებულად ცდილობს, ყველა საკითხზე მოძღვარს შეუთანხმდეს. ზომიერი ადამიანი თავად განსაზღვრავს, როდის უნდა აიღოს კურთხევა მოძღვრისგან. თუ ეჭვმიუტანლად კეთილ საქმეს აკეთებთ, მაშინ კურთხევის აღება აღარ არის სავალდებულო.
კითხვა: მეუღლესთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს უკვე წლებია, თუმცა ჯვარდაწერილები ვართ და ძალიან მიმძიმს მასთან გაშორება. როდის არ ჩაითვლება ცოდვად ჯვარდაწერილი ცოლ-ქმრის დაშორება?
პასუხი: ჯვარდაწერილი მეუღლეები ფიცს დებენ ერთმანეთისა და ღმერთის წინაშე, რომ იქნებიან ერთსულ და ერთხორც ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულში. თუმცა ადამიანი ხშირად უძლურია, რადგან მისი ბუნება ვერ უძლებს მოვალეობების ტვირთს და ორი ადამიანის ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. რასაც ხშირად ბოროტება  მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, თუმცა ეკლესია არ ემხრობა ღვთისგან ნაკურთხი გვირგვინის ახსნას, მაინც ირჩევს დათანხმდეს მეუღლეთა დაშორებას, რათა უფრო დიდი ბოროტება არ მოხდეს. ჯვარის ასახსნელად მეუღლეებმა თავისი ეპარქიის მღვდელმთავარს უნდა მიმართონ.
კითხვა: შეიძლება თუ არა ეკლესიაში იარაღით შესვლა?
პასუხი: თუ ეს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან არ არის დაკავშირებული, ტაძარში ნუ შეხვალთ იარაღით.
скачать dle 11.3