კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როდის იბრძვის ცოლი „წესების გარეშე“ და რატომ „აიგნორებს“ ქმრის ღალატს

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე


 სხვისი ცხოვრება მხოლოდ შორიდან არის ბედნიერი და უღრუბლო. გარეგნულად უნაკლო ურთიერთობა, ხშირად ბეწვზე კიდია და რეალურად პრობლემების მთელ კასკადს შეიცავს. არსებობენ ადამიანები, რომელთაც შესანიშნავად გამოსდით თამაში და თავის ისე მოჩვენება, რომ უზრუნველი, სიხარულით აღსავსე ცხოვრება აქვთ. ამიტომაც, ძალიან რთულია, საკუთარი ბედი სხვისას შეადარო, რადგან არავინ იცის, „სხვისი ბედი“ რამდენად არის მოწყალე ან „ხელგაშლილი“. 


მარიანა (41 წლის): ჩემი ყოველთვის ყველას შურდა. ბავშვობიდანვე, რატომღაც ჩემზე ყველას – მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს თუ უცხოებს – უჩნდებოდათ შეხედულება, რომ ძალიან უდარდელი, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი, როგორც იტყვიან, ბედის ნებიერა.
– ჰქონდათ ამის საფუძვვლი?
– არ ვიცი. რაღაც დოზით, ალბათ, ჰქონდათ, იმიტომ რომ, სხვებთან შედარებით, რაღაცეები მარტივად გამომდიოდა. მაგალითად, გარეგნობა ბუნებრივად მქონდა. ოჯახში ცდილობდნენ, ყველაფერი მქონოდა – კარგი ტანსაცმელი, კარგი განათლება... თუმცა, ამ კომფორტისა და სიკეთეების გამო, რაღაცეების დათმობა მიწევდა. არ მინდა, დავკონკრეტდე, არ არის ეს მნიშვნელოვანი. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ხასიათი, რომელიც გამომიმუშავდა, შემთხვევითი არ ყოფილა. სხვა ქალისთვის ტანჯვა იქნებოდა ის, რაც ჩემთვის ბუნებრივი ამბავია.
– ცოტა გაუგებარია, რას გულისხმობთ.
– კარგი, ვიტყვი, – არანაირ სიტუაციაში არ მივიჩნევ თავს მსხვერპლად. თუ რამეს ვთმობ, ეს აღარ მაწუხებს და აღარ ვნერვიულობ. დავთმე რამე ურთიერთობაში? მორჩა, აღარ ვიკლავ ნერვიულობით თავს, ეს რატომ გავაკეთე-მეთქი. ქალების უმრავლესობას ხომ სწორედ ეს პრობლემა აქვს? აბა, მიიხედ-მოიხედეთ, თვითგვემაზეა ხალხი გადასული. აპატიებენ ვინმეს რამეს და მერე საკუთარ თავს „იჭამენ“: „რატომ დამემართა ასე“, „მე ხომ ამას არ ვიმსახურებდი“, „მე უკეთესის ღირსი ვარ“, „რით ვარ სხვაზე ნაკლები“...  მოკლედ, არავინ გვეუბნება, რომ უპირველესად, საკუთარ თავზე უნდა იფიქრო ნებისმიერ სიტუაციაში და გადადგმული ნაბიჯი ჯალათის ნაჯახად არ უნდა გექცეს. გიღალატა ქმარმა და აპატიე? საკუთარი თავი აღარ უნდა შეჭამო ამისთვის. თვითგანადგურებას არ უნდა მიეცე და საკუთარი სიამოვნებისთვის უნდა იცხოვრო.
– ანუ, პატივს არ სცემთ ქალებს, რომლებიც ქმარს ღალატს არ აპატიებენ?
– მე მაგას არ ვამბობ და უფრო პირიქით ვფიქრობ – ასეთი ქალები ყველაზე მაგრები არიან, ოღონდ, თუ ამას სწორად აკეთებენ. მეც ხომ ერთ-ერთი მათგანი ვარ. ვაპატიე ქმარს ღალატი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, მაგრამ მაინც სანიმუშო ოჯახი მაქვს, იმიტომ რომ, მე ასე გადავწყვიტე.
– თავს არ იტყუებთ? როგორ ეგუებით ქმარს, რომელიც გღალატობთ?
– რადგან ვაპატიე, ესე იგი, შევეგუე და ეს თემა სამუდამოდ  დავხურე. ვიღაცეები, ალბათ, ფიქრობენ, რომ ვცხოვრობ ისე, როგორც ქვიშაში თავჩაყოფილი სირაქლემა, მაგრამ ასე არ არის. ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ და რატომაც ვაკეთებ. ამიტომ, ზედმეტ პრობლემებს არ ვიქმნი იმით, რომ ქმარი მღალატობს. რა არის ამაში ცუდი, რომ ცხოვრებას არ ვიმწარებ? როცა პირველად გავიგე, რომ ქმარი მღალატობდა, ბუნებრივია, ისეთივე რეაქცია მქონდა, როგორც სხვა ცოლებს აქვთ ხოლმე – ძალიან გავმწარდი. ვფიქრობდი, რომ ჩემ გარშემო ყველაფერს დავლეწავდი. ჩემს მოღალატე ქმარსაც ჯანდაბაში გავუშვებდი, მაგრამ, როცა პირველმა ემოციებმა გაიარა და დავმშვიდდი, გადავწყვიტე, რომ რაღაც უნდა მომეფიქრებინა. უნდა მცოდნოდა, როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას ღალატის შემდეგ. არჩევანი დიდი არ მქონია – ან ქმარს უნდა გავშორებოდი, რაც არ მინდოდა, ან ისე გამეგრძელებინა ცხოვრება, რომ საკუთარი თავი არ შემეჭამა. ვიფიქრე და მეორე ვარიანტი ავირჩიე. ნამდვილად არ ყოფილა ადვილი. არავინ თქვას, რომ ქმრის ღალატის ატანა შეუძლია, მაგრამ როგორღაც უნდა „დააიგნორო“, უნდა „გაატარო” და შენთვის იცხოვრო.
– „შენთვის“ ცხოვრება როგორია?
– როგორია და მე როგორც ვცხოვრობ. ქმრისგან ვითხოვ ჩემს წილ ყურადღებას, სითბოს, ფინანსებს და იმას, რომ მისი ამურული თავგადასავლები თვალში არ მეჩხირებოდეს.
– ქმარს ამაზე მოელაპარაკეთ?
– კი. ცივილიზებულად დაველაპარაკე და ვუთხარი, – კივილის ატეხაც შემიძლია, ისტერიკის მოწყობაც და შენთვის და შენი კახპებისთვის სიცოცხლის გამწარებაც, მაგრამ ამას ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შეეწირება-მეთქი.
მომისმინა... უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე უსინდისო მოღალატე ქმარსაც აწუხებს სინდისი. ჰოდა, დამთანხმდა. ჩვენ არ ვჩხუბობთ, არ ვაწყობთ ოჯახურ სცენებს. „გარედან“ იდეალური წყვილი ვართ. ვერავინ იტყვის, რომ ცუდი ურთიერთობა გვაქვს, ან ჩვენ შორის ვიღაც დგას. მე არ „ვიქექები“, ჩემი ქმარი რას აკეთებს და როგორ. ნელ-ნელა შევეჩვიე „დაიგნორებას“ და კარგად გამომდის. ჩემთვის პირადი სივრცე მოვიწყვე, სადაც ბედნიერი ვარ. ჩემს ქმარს აშკარად აწუხებს თავისი საქციელი და „მიკომპენსირებს“ გადაჭარბებული მზრუნველობით. ესეც კარგია, რატომაც არა. ვერ გამოვასწორებ ადამიანს, რომელსაც უყვარს ქალებში წანწალი და თავი რაღატომ მოვიკლა? არცერთი კაცი არ ღირს იმად, რომ მის გამო ცხოვრება გავიმწაროთ.

скачать dle 11.3