ვის გამო უწევს ბევრ რამეზე უარის თქმა თამთა შედანიას და ვის მიმართ აღარ განიცდის ის არანაირ გრძნობას » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№21 ვის გამო უწევს ბევრ რამეზე უარის თქმა თამთა შედანიას და ვის მიმართ აღარ განიცდის ის არანაირ გრძნობას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 თამთა შედანია მოდის კვირეულის ბოლო დღეს საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარდგა, რამაც დიდი ოვაციები და მოწონება დაიმსახურა. თამთა, მოდელობის გარდა, ამჟამად „მარდალეიშვილის კლინიკაშიც“ მუშაობს და რაც მთავარია, თავისი ულამაზესი შვილის, მიას აღზრდით არის დაკავებული.

თამთა შედანია: ბესარიონმა მირჩია, ჩემი ჩვენებისთვის იქნებ ბიჭურ სტილში იყო, მოკლე თმა ძალიან მოგიხდებაო და ზოგადად, ამას მირჩევს უკვე დიდი ხანია. გარდა ამისა, ჩამოსული იყო ფოტოგრაფი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, „სთრით სთაილს“ იღებს და „ვოგ ნიუ-იორკში“ მუშაობს. მანაც მითხრა, რომ ეს სტილი, იმიჯი ძალიან მომიხდებოდა. მეც ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვიყავი, როცა გინდა, რაღაც შეცვალო, თან, მე არ ვუშინდები რადიკალურ ცვლილებებს. ექსპრომტად ვაკეთებ ყველაფერს და დიდხანს არ ვფიქრობ გადაწყვეტილების მიღებისას. საკუთარ თავში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ახალ სტილთან ერთად, ახალი თამი იბადება, ჩემი გარდაქმნა ხდება ხოლმე. ერთფეროვნება არასდროს მსიამოვნებს. ერთი იმიჯი მაქსიმუმ, ორი თვის განმავლობაში და მერე უკვე ახლის ძიებაში ვარ. ბევრი ფოტოგრაფისგან წამოვიდა შემოთავაზება, ალბათ სხვანაირი თამი დაინახეს. მეც ვფიქრობ, რომ ამ ახალი ვიზუალით ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო – როგორც კარიერაში, ასევე პირადშიც. რაღაც პერიოდი ერთ ტალღაზე რომ ცხოვრობ, მერე გბეზრდება და შენც ითრგუნები. როცა რაღაცას ცვლი და ახალი რაღაცეები შემოდის, ახალი ეტაპი იწყება.
– როგორია შენი მოლოდინები, რის დასაწყისი იქნება ეს ყველაფერი?
– მინდა, მუდმივად ბედნიერი ვიყო. ვფიქრობ, ამას ვახერხებ, რადგან ჩვენ ვქმნით ჩვენივე ბედნიერებას. ჩემთვის ბედნიერებაა, როცა ვიცი, ჩემი შვილი კარგად არის, ჯანმრთელია. ბედნიერებაა ისიც, დილით რომ გავიღვიძებ და კარგ ხასიათზე ვარ. ყველაფერში უნდა დაინახო ბედნიერება. თუმცა, ყველას გვაქვს იდეალური ბედნიერების საკუთარი ფორმულა. ამის მიღწევა, ჩემს შემთხვევაში, ორმაგად რთულია. მარტოხელა დედა ვარ და ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე, ბევრ რამეზე უარი ვთქვა და შესაბამისად, ბედნიერების მისაღწევად ორმაგი შრომა მიწევს.
– სიყვარული გჭირდება ბედნიერებისთვის?
– რა თქმა უნდა, მჭირდება, როგორც ყველას. შეყვარებულის სული და სხეული ერთმანეთს ეყოფა და ორი ადამიანი ხდება. ერთი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში დადის, მეორე კი – დაფრინავს. სასიამოვნო შეგრძნებაა, ასე გგონია, შენი სული უკან მოგყვება. მსუბუქად გრძნობ თავს, ვიღაც რომ გიყვარს. ამჟამად შეყვარებული არ ვარ და ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარული მიას სიყვარულით ჩავახშე. თუმცა, ბოლო პერიოდი უფრო მომინდა, ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვო, მაგრამ არც ვჩქარობ და არც ვეძებ. ამ ეტაპზე ძალიან რთულია, ვინმე შემიყვარდეს. ისეთი უნდა იყოს, ვინც ჩემი სიყვარულის ღირსი იქნება და დაიმსახურებს, მე მიყვარდეს. ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, თუ ვინმეს შევიყვარებ, ესე იგი, ის იქნება ღირსი ჩემ გვერდით ყოფნის. ამიტომ, ძალიან ბევრს ვფიქრობ, ვწონი, ვზომავ. გვერდით ძლიერი მამაკაცი ყოველთვის აისახება ქალზე. კაცის მოვალეობა რა არის – მოუფრთხილდეს თავის ქალს, იზრუნოს მასზე, უვლიდეს, თავი აგრძნობინოს ქალად. მთავარია, იპოვო ისეთი ადამიანი, ვისაც ეყვარები, მოგიფრთხილდება და უკან კი არ დაგწევს, პირიქით, წინ წაგწევს – შენით იმაყებს და შენ ეყოლები გაღმერთებული. ზუსტად ასეთი ადამიანი მინდა, მყავდეს გვერდით.
– როგორ უნდა იყოს ქალსა და მამაკაცს შორის უფლებები გადანაწილებული?
– მამაკაცი უნდა იყოს ოჯახში დომინანტი, ის არის წამყვანი ოჯახში. ოჯახში ქალსა და მამაკაცს თანაბარი ვალდებულებები უნდა ჰქონდეთ, ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით უნდა ხდებოდეს. ერთიანი აზრით, საუბრით უნდა იღებდნენ გადაწყვეტლებას. პირადად მე ცალმხრივი არაფერი მსიამოვნებს: არც მეგობრობა, არც სიყვარული, არც ნაცნობობა. ცალმხრივი ყველაფერი არამუდმივი და არაფრის მომტანია. ქალიც და მამაკაციც, ორივე, დამოუკიდებელი პიროვნება და თავიანთი საქმე უნდა ჰქონდეთ. არცერთ კაცს არ სიამოვნებს წარმუმატებელი ქალი, რომელიც სულ სახლში ზის. მე სულ ვცდილობ, დამოუკიდებელი, საინტერესო, ძლიერი ქალი ვიყო და ამისკენ მივისწრაფი დღესაც. შეიძლება, არ ვარ ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც მინდა, მაგრამ ჩემი პლუსია, რომ ერთ ადგილზე არ ვჩერდები. სულ მინდა, აქტუალური ვიყო, გავიზარდო, ახალი ნაბიჯი გადავდგა.
– როდის გიგრძნია ყველაზე მეტად შენი სისუსტე?
–  მქონია ცხოვრებაში ეტაპი, როცა უსუსურად მიგრძნია თავი – როცა არ იცი, როგორ იპოვო გამოსავალი. საკუთარ თავს რომ ადანაშაულებ, გაუცემელი კითხვები რომ გიგროვდება და იმდენად სუსტი და უსუსური ხარ, არ იცი, რა გააკეთო. მე ბევჯერ მქონია ასეთი მომენტი. თუნდაც მაშინ, როცა მამა გარდამეცვალა, როცა ოჯახი დამენგრა. ძალიან მგრძნობიარე ვარ და გულს თუ მატკენს ვინმე, საშინლად მტკივა, თან, ამ ყველაფერს გულში ვიკლავ, არასდროს გამოვხატავ. შეიძლება, ღამე ჩემთვის ავტირდე, როცა არავინ მხედავს. ანდა, უნდა გავერიდო ამ ქაოსს, რეაბილიტაცია მჭირდება. ასეთ დროს საკუთარი თავის მკურნალი ისევ მე ვარ და ვფიქრობ, ეს ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ. 25 წლის ვარ და იმდენჯერ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში აღმართი და დაღმართი – რომ მეგონა, მწვერვალზე ვიყავი, პიკში, უცებ ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება, რომ ქვემოთ აღმოვჩნდი. როცა ძირს ვარდები, აუცილებლად უნდა იპოვო გზა, ხერხი, რომ შეცვალო შენი ცხოვრება.
– რთულია, შენთვის იყო მარტოხელა დედა?
– ძალიან რთულია, რადგან მთელ ჩემს ოჯახზე მე ვზრუნავ. 14 წლის რომ ვიყავი, მაშინაც ჩემი ჰონორარით ვეხმარებოდი ოჯახს. კი არ უჭირდათ, უბრალოდ, ჩემთვის ჩემს ოჯახზე ძვირფასი არაფერია. მაგრამ მეც მქონია ფინანსური სირთულეები. ამიტომ, ცხოვრებაში არაფერი მიკვირს. შეიძლება, ერთ დღეს გქონდეს დიდი შემოსავალი, მეორე დღეს – არაფერი. არ იცი, რა უნდა ქნა, გამოსავალს ვერ პოულობ. მაგრამ, როცა ფინანსური პრობლემა მქონდა, დამირეკავდნენ და სამუშაოს მთავაზობდნენ. ასე რომ, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. ფინანსური, მატერიალური ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მთავარია, მია იყოს ჯანმრთელად. ის რომ ცუდად არის, მეც ძალიან ცუდად ვხდები.
– მია მამასთან დაკავშირებით გისვამს კითხვებს?
– კი და ვერ ეტყვი, რომ მია შედანია მია მანგოშვილია. დედაჩემმა ასწავლა, მამის ფოტო აჩვენა. ასე, შორიდან იცნობს, პირადად არ უნახავს. მაგრამ, ზუსტად ვიცი, როცა ნახავს, მამამისი გაგიჟდება შვილზე. მამასთან ურთიერთობას ჩემს შვილს არასდროს დავუშლი, რა თქმა უნდა, თუ ღირსეული მამა იქნება. ჩემი და მისი ურთიერთობა უკვე წარსულს ჩაბარდა, ცარიელი ადგილია ჩემთვის. გრძნობები აღარ გამაჩნია, უბრალოდ, ის მიას მამაა.
 скачать dle 11.3