კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ „აბამენ“ ქართველი სპორტსმენი ბიჭები გია სურამელაშვილს და რას პასუხობს ის შალვა მორელს, რომელიც მას სიმღერის მითვისებაში ადანაშაულებს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


  ეპატაჟური და სკანდალური გია სურამელაშვილი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მის ცხოვრებაში ამ ბოლო დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა – მისი შვილი, რძალი და შვილიშვილი შვედეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. გიას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რასაც დაერთო შეყვარებულთან დაშორება და შალვა მორელთან სკანდალი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გია თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და მშვენიერ ფორმაშია.

გია სურამელაშვილი:  რაც ვბერდები, ვგიჟდები. მაგრამ, ამ ბოლო დროს სულ ვლამაზდები, ახლა ნამეტანი ვარ. სულ ვისკის ვსვამდი, რომ დავიწყებდი, ვეღარ ვჩერდებოდი. ერთი ბოთლი არ მყოფნიდა. კი, მართალია, მე არ ვყდიულობ და მაგის დარდი არ მაქვს, მაგრამ ორგანიზმისთვის არაა კარგი. ამიტომ, გადავწყვიტე ჭაჭაზე გადასვლა – არც მათრობს, ორგანიზმიდანაც უცებ ორთქლდება. წონაში ძალიან დავიკელი, ისევ და ისევ იმის გამო, რომ ეკრანზე მსუქანი არ გამოვჩნდე. ამას ისეთი მუღამი დავუჭირე, ისედაც ხომ სულ მიწევდა სმა. გადასული ვიყავი წვენზე, ფორთოხალზე, ლიმონზე, ისე გავხდი, რომ ჩემი გარემოცვა, შინაურები ძალიან აღელდნენ, რამე ხომ არ გჭირსო. კი ხედავდნენ, რომ არაფერი მჭირს, უბრალოდ, არ ვსვამ. თან, სულ ვიტარებ გამოკვლევებს და აღმოჩნდა, რომ ღვიძლზე მქონია პრობლემები. სერიოზული არაფერია, გამოვკეთდი. მე ხომ ღმერთის შვილი ვარ, დიდება უფალს! არც შემშინებია. ხასიათი მაინც არ შემცვლია, მიტანენ ჯერჯერობით. მე არ ვარ ისეთი, რომ ყოველ შაბათ-კვირას ვიარო ეკლესიაში, მაგრამ ყოველ წელს ვკლავ ცხვარს. ახლა ცოტა შემაძრწუნებელი იყო ეს ჩემი ავადმყოფობა და დღეს ცხვარი დავკალი. თან, ჩემი  შვილი, რძალი და შვილიშვილი შვედეთში წავიდნენ საცხოვრებლად და ძალიან განვიცდი. რას ვიზამ, მომენატრებიან და წავალ.
– ამ ყველაფერს დაემთხვა შეყვარებულთან დაშორება.
–  წინა ინტერვიუში გითხარი, რომ შეყვარებული ვარ, ახლა უკვე დაშორებული ვარ. ბოზი არავის ვეგონო. არადა, მართლა ამბობენ ჩემზე ბოზიაო. რაც უნდათ, ის თქვან,  რეაქცია არ მაქვს საერთოდ. მართლა ბოზი კი არ ვარ, უბრალოდ, აწყვეტილი გიჟი ვარ და ყველას ვუყვარვარ. სასწაული არაფერი მომხდარა. მხოლოდ ის, რაც ჩვენ ორმა ვიცით. იმდენად გავოცდი, გავოგნდი. იმდენი არასასურველი რაღაცეები მოხდა, რომ დეპრესიაც არ დამემართა. ისე არ უნდა მოიქცე, რაც არ შეგეფერება, როცა ისეთ მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავთან ხარ, როგორიც მე ვარ. ეს უკვე ინსტიტუტია და  უნდა იცოდე, როცა ჩემთან ხარ, შენც ძალიან გამორჩეული და სხვანაირი უნდა იყო. იმიტომ რომ, შენ აგირჩიე მე, ვისაც მთელი ქვეყანა ეტრფის. დავშორდით, მაგრამ, ალბათ, შევრიგდებით. ძალიან ცდილობს შერიგებას და ვნახოთ.
– როგორი უნდა იყოს ადამიანი, შენ რომ შეგიყვარდეს?
– ჩვეულებრივი, მაგრამ არაჩვეულებრივი – არაფერი არ უნდა უკვირდეს და თან, იოლი იყოს. მე იმდენად მძიმე ვარ, ისიც რთული რომ იყოს, შეხლა-შემოხლა, ბოთლების მტვრევა მოგვიწევს. ჩემი გაძლება ძალიან რთულია, მაშინ ზომბი უნდა იყო. მე ძალიან ეჭვიანი ვარ, იმასაც ვამწარებ, თავსაც ვიმწარებ – იქით არ გაიხედო, აქეთ არ გამოიხედო. ჩემს მეტს ვერავის ვერ უნდა ამჩნევდეს. უბრალოდაც კი არ უნდა გაიხედოს არავისკენ.  ახლა ვისვენებ, არდადეგები მაქვს რომაული, ოღონდ – თბილისური. მეც ძალიან ერთგული ვარ. გეფიცები, რამდენი მეუბნება, როგორ მიხაროდა, როცა მღეროდი, მე რომ მიყურებდიო. არადა, ვერც ვამჩნევ ვერავის, მაგრამ ვინც ჩემ გვერდითაა, სულ ეჭვიანობენ ჩემზე. მე ღალატს არ ვაპატიებ არც საყვარელს, არც მეგობარს – ასეთი ვარ და რა ვქნა. არც გეჩხუბები, ისე წავალ შენი ცხოვრებიდან, საქმეს არ გაგირჩევ. მოკვდები მთელი ცხვრება დარდით – ნეტა, რა დავაშავეო. ისტერიკები მახასიათებს, მაგრამ ღრმად და საშინლად რომ გიღალატებს ადამიანი და იმას ისტერიკებს გაუმართავ, ესე იგი, აძლევ შანსს, შეგირიგდეს. ეს რა პონტია, მაშინ გამოდის, რომ უნდა შეურიგდე კიდეც.
–  როგორ ახერხებ იმას, რომ ყოველთვის აქტუალური იყო?
– წლების განმავლობაში წასული ვიყავი და სცენაზე არ ვმდგარვარ, მაგრამ აეროპორტში მხვდებოდნენ ჟურნალისტები და ყველა ჟურნალის გარეკანზე ვიყავი მთელი ცხოვრება. ტელევიზიებში, შოუებშიც ხომ ხედავენ, რომ მარტო კარგი მომღერალი კი არა, ლამაზი და კარგი ტიპი ვარ. კარგად ვღადაობ. არ ვარ ცხვირაბზუებული. სულ ეკრანზე ვარ, „იბერიაზე”,  გია ჯაჯანიძესთან – კარგი ტანსაცმლით, აქსესუარებით. ჩემი დიზაინერი, ნანა სტეფლიანი მიკერავს ყველაფერს და ხელით მიმზადებს აქსესუარებს. გია ჯაჯანიძეს სისხლს ვუშრობ, ვეუბნები: ხომ ხედავ, რა შხვართი ვარ, შენ სიგრძე ერთი რაღაც მაქვს-მეთქი.  ჯაჯო მე არ მირეკავს, მაგის ნერვები არ მაქვსო და ჩემს მენეჯერს, მარინა კაშიას ურეკავს ხოლმე. ისედაც ხომ ყველა გიჟდება ჩემზე. მანქანაში ხომ ვეღარ დაიმალები, აღარაა დაბურული შუშები და მეძახიან: „გია, გენაცვალე, მაგარი ხარ, გვიყვარხარ!“ ახალგაზრდა ბიჭი რომ ასე გამოგეკიდება, ამაზე მეტი ვარსკვლავის გახსნა და მეტი სიყვარული რა გინდა. ოთხივე შუშას ჩაწევენ და მომსდევენ სიგნალებით.  ახლა ძალიან მოხშირდა ეს პაპარაცები. სახლთან გავდივარ,  შორტები  მაცვია გარუჯულ ფეხებზე, გრძელი ხალათი და თურმე, გარეთაა ვიღაც სულელი ატუზული. გადამიღო ფოტოები და დადო სოციალურ ქსელში სათაურით: „როგორ დადის გარეთ შიშველი სურამელაშვილი“. შინაურები მეუბნებიან, სანამ ლინკს გავხსნიდით, გადავირიეთ, ხომ არ გაგიჟდა, მართლა ხომ არ დარბის შიშველი. გავხსენით და დავინახეთ ეს აშხვართული ფეხებიო. რა უკვირთ, რა სულელები არიან, აბა, ის ჯობია, რომ დადიან ბანჯგვლიანი ფეხებით? მიყურონ და მაკოცონ ერთ ადგილზე. „ფეისბუქზეც“ გავაქტიურდი, უამრავი ადამიანი მწერს რომ ძალიან ვუყვარვარ, გიჟდებიან ჩემზე. მეც მინდა, ყველას ვუპასუხო. დიდი ამბებია, დიდი შებმები მიდის კაცების მხრიდან... დავხედავ და შოკს ვიღებ. ძალიან ცნობილები მწერენ: „ჩემი ოცნება ხარ, ვგიჟდები შენზე“. ვფიქრობ, ვაიმე, დედა, ამას სულ გაუფრენია-მეთქი.  ძალიან ცნობილ ფეხბურთელებს, კალათბურთელებს, მორაგბეეებს უთქვამთ, რომ მათი საოცნებო ადამიანი ვარ. მეც ვპასუხობ: „გმადლობ, საყვარელო!”... აბა, უხეშად ხომ არ ვუპასუხებ და მერე ატორმუზებენ.  აბა, შევებმები ახლა, მაგ ჩიტს ვგავარ? მიხარია, ვუყვარდე, კაცო, რა მოხდა, ლამაზი რომ ხარ, ყველას უნდა უყვარდე.
– გია ხშირად მღერი რესტორნებში, ქორწილებში... ყველაზე უცნაურ ადგილას სად გიმღერია?
– ერთხელ, დამირეკა ერთმა ქალბატონმა და მითხრა, ქმარი გარდამეცვალა, რომელსაც ძალიან, პათოლოგიურად უყვარდით, გიჟდებოდა თქვენზე და იქნებ, გასვენების მერე მობრძანდეთ რესტორანში, მის ქელეხში და რამდენიმე სიმღერა შეასრულოთო, – რა თქმა უნდა, თანხის გადახდით. ვიფიქრე, ეს რა მესმის, წნევამ ხომ არ ამიწია და მეჩვენება-მეთქი. მე პროფესიონალი ვარ და ჩვეულებრივად წავედი – ვუმღერებდი, თუ ასე ვუყვარდი იმ ცხონებულს. ჩემი სიმღერით გაუსვენებიათ მერე და რომ მიუყვანიათ საფლავზე ჩემი სიმღერა ჩაურთავთ იქ ხმამაღლა. გადარეულა ყველა, არ სჯეროდათ, თურმე, სურამელაშვილი დათანხმდაო. მივედი, მაგრამ აღარ მიმღერია, ეტყობა, უთხრეს ამ ქალს: ქალო, ხომ არ გააფრინე, აზრზე მოდიო.
– გია, შენს ირგვლივ სკანდალები არ წყდება. შალვა მორელი სიმღერის მითვისებას გაბრალებდა და ჩივილსაც აპირებდა.
–  არ დავუჯერე მარინა კაშიას და ჩავწერე მასთან დუეტი. ჩემი ადამიანური განწყობიდან გამომდინარე, ქართველი ებრაელების მუღამში. ხშირად ვამბობ დუეტებზე უარს, ესეც არ უნდა ჩამეწერა. არ არსებობს კოლეგა, მე რომ არ ვუყვარდე. თავის ხელით გაითხარა სამარე – იყოს მთელი ცხოვრება და იმღეროს ათ-ათი საათი. მე კიდევ ექვს სიმღერაში ვშოულობ მაგდენ ფულს. არ არის მაგის ღირსი,  რომ მე კომენტარი გავაკეთო. თვითონ ილაპარაკოს და იყოს, ეს თუ რამეს მოუტანს... მე კიდევ ვლამაზდები უოპერაციოდ. ახალ სიმღერას ვწერ. მე და ჩემი მეგობარი თოკო  მოვდიოდით მანქანით და ჩაირთო თურქული სიმღერა – პირს ვაღებ სიმღერაზე მსახიობურად. მეც გიჟი ვარ – პირს როგორ ვამთხვევ ამ თურქულს, თან ნასვამი ვიყავი. გადავიღეთ ვიდეო და ავტვირთეთ. დღენახევარში 60 ათასი ნახვა აქვს. ხალხმა დაიჯერა, რომ მე ვმღერი, შემოიბდღვნეს ყველაფერი, კიდევ ეს გვინდოდაო? თურქები მწერდნენ:  „იახში“, მთელი მსოფლიო მწერდა. სიმღერაში ხმა ძალიან მეცნობოდა, ოღონდ ვერ ვხვდებოდი, ვისი ხმა იყო. თოკომ შემიყვანა შეცდომაში, მითხრა, თურქული ფილმიდან არისო. არადა, ტვინს ვიჭყლეტ, ხმას ვცნობ, ძალიან საყვარელი ხმა მღერის. დავიწყე ფონოგრამის გაკეთება და ერთ საღამოს გავაკეთე ფონოგრამა. რამდენიმე დღის წინ, „იმედის“ გადაღებაზე, ყველა ჩვენი მომღერალი იქ იყო და აღმოჩნდა, თურმე, ამ სიმღერას მღერის დათო ხუჯაზე. მითხრა – მე ვმღერი, გიოო. ეტყობა, ნანახი ჰქონდა ეს ჩემი ვიდეო. ვკითხე დათოს, პრობლემა ხომ არ იქნება, რომ ვიმღერო-მეთქი და არა, რა პრობლემააო. დათო ხუჯაძის ხმაზე ვაფრენ, ეს არის უმაგრესი ხმის პატრონი. არ მინდა, წინა თემას შევეხო, იმას შევადარო, მაგრამ მაგალითია იმისა, ხმასთან ერთად როგორი უნდა იყოს მომღერალი. „დასტოინი“ უნდა იყო მომღერალი, ის არ კმარა, რომ ხმა გაქვს. ხალხს უყვარხარ შენი „დასტოინობით“ და მეც იმიტომ მომყვება ეს სიყვარული უკვე 28 წელია.
   скачать dle 11.3