კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რა ტრაგედია გახდა ელდარ საგანელიძისთვის სტიმული კარიერაში და ჩამოვა თუ არა დონალდ ტრამპი მის ქორწილში საქართველოში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


  დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ, პირველი ვიზიტით კონექტიკუტს ეწვია და ახალ ლონდონში, ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიას ესტუმრა. პრეზიდენტი 2017 წლის სასწავლო კურსის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო, კადეტებს სიტყვით მიმართა და დიპლომები გადასცა. ამ აკადემიის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, ქართველი კადეტი – ელდარ  იგივე, დაჩი საგანელიძეცაა. ჩვენ დაჩის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დავუკავშირდით და ინტერვიუც, პირველი ემოციის ფონზე, შედგა.

ელდარ (დაჩი) საგანელიძე: თბილისში, საბურთალოზე გავიზარდე, მაგრამ, სულ ვამბობ, მე ნახევრად თბილისელი ვარ, ნახევრად კრიხელი-მეთქი (იცინის). კრიხი, სოფელია რაჭაში და ძალიან მიყვარს იქ ყოფნა. თუმცა, სულ ვხუმრობ, რაჭული სიდინჯე ჩემს საქმეში ვერ გამომადგება-მეთქი (იცინის). პასპორტში ელდარი მიწერია, მაგრამ ყველა დაჩის მეძახის. ოთხი დედმამიშვილი ვართ და მათ შორის, ყველაზე პატარა მე ვარ.  ბავშვობაში მიყვარდა ფეხბურთის თამაში. თუმცა, სანამ სამხედრო ინტერესი არ გამიჩნდა, იქამდე ინტენსიურად არ მივარჯიშია. თუმცა, სერიოზულად ვვარჯიშობდი ხრიდოლში და საქართლოს ჩემპიონატიც კი მოვიგე (იცინის). ეს ბავშვობაში იყო. აკადემიაში რომ ვაპირებდი ჩაბარებას, მაშინ აქტიურად დავიწყე ვარჯიში და ჩავაბარე კიდეც. ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში საკმაოდ რთულია სწავლა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დავძლიე.
– რატომ გადაწყვიტე, სამხედრო პირი გამოსულიყავი?
– ბაბუა იყო არშემდგარი პილოტი და ალბათ, ამან იქონია ჩემზე დიდი გავლენა.
– არშემდგარი პილოტი რატომ?
– ბაბუა მოსკოვის პილოტთა სკოლაში მოხვდა, მაგრამ ვეღარ წავიდა. ეს სურვილი – გამხდარიყო სამხედრო, ბაბუმ ვერ აიხდინა, მაგრამ მე ავუსრულე, ოღონდ ამერიკაში. გორის დავით აღმაშენებლის სახელობის სამხერდო აკადემიაში ჩავაბარე, პარალელურად, ამერიკაშიც ჩავირიცხე და გადავწყვიტე, აქ გამომგზავრება. გიორგი ტალახაძე და სოსო მაკარიძე აქ იყვნენ, ამერიკაში და სანამ წამოვიდოდი, მათ ვეკონტაქტებოდი. ყველაფერში გამარკვიეს და აქ ჩამოსულს ძალიან  დამეხმარნენ, მომიარეს, ყველაფერი მასწავლეს. თავიდან, მეგონა, ფიზიკურად გამიჭირდებოდა და აქტიურად ვვარჯოშობდი, თუმცა აკადემიურად უფრო გამიჭირდა. ყველაზე დიდი პრობლემა ინგლისური ენა აღმოჩნდა – კარგად არ მესმოდა, თუმცა, დავძლიე. უკვე ოთხი წელია, აქ ვარ. პირველი ორი წელი კი, მართლა ძალიან გამიჭირდა.
– ის, რომ მთელი საქართველო შენზე ლაპარაკობს და თვით ამერიკის პრეზიდენტმა, ხელის ჩამორთმევით მოგილოცა სასწავლო კურსის დასრულება, ეს რა გრძნობაა?
– 200-მა კადეტმა დავიწყეთ სწავლა აკადემიაში და  სრული სასწავლო კურსი წელს, წარმატებით 195-მა კადეტმა დავასრულეთ. ყველამ ოფიცრის წოდება მივიღეთ და ამერიკის პრეზიდენტმა, ტრამპმა გადმოგვცა დიპლომები. უკვე ოთხი წელია, ამ საქმეში ვარ და ყოველდღე იმაზე ვფიქრობდი, როდის დავამთავრებდი. მაინცადამაინც, პრეზიდენტის ხელის ჩამოსართმევად, ნამდვილად არ მიშრომია ამდენი (იცინის). თუმცა, ტრამპი რომ მოვიდა და მოგვილოცა, დაგვიფასა შრომა და პირადად მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში, მეამაყება, წარმოიდგინეთ, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი დგას სცენაზე, შენს გვარს აცხადებენ და პატარა ქვეყნის მოქალაქე ადიხარ, ართმევ მას ხელს და ამაყად უყურებ შენი ქვეყნის მოფრიალე დროშას ამერიკის ცაში. თან, ამას ჩემი მშობლებიც უყურებდნენ. ათი დღეა, რაც ჩამოვიდნენ და მათი სახეების დანახვა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
– დაჯილდოების შემდეგ, ბანკეტზეც ხომ არ მოვიდა ტრამპი?
– არა, ბანკეტზე არ მოსულა პრეზიდენტი, დაჯილდოების შემდეგ გაფრინდა. ბანკეტიდან კი რამდენიმე კადეტი, ამერიკის სხვადასხვა შტატში, სხვადასხვა გემზე გადაანაწილეს და წავიდნენ.
– როდის დაბრუნდები საქართველოში? თუ ამერიკაში აპირებ კარიერის გაგრძელებას?
– მაგისტრატურაში ვაბარებ, ამიტომ, კიდევ ერთი წელი მომიწევს ამერიკაში დარჩენა. შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები და ვიმსახურებ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. საბოლოო ჯამში, მე ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები, სხვაგან ვერ დავრჩები.
– როგორც ვიცი, მარტო არ აპირებ ჩამოსვლას, საცოლეს ვგულისხმობ, რომელიც უკვე დანიშნე ამერიკაში. ვინ არის შენი რჩეული და როდის და სად გაქვთ ქორწილი დაგეგმილი?
– ჩემი რჩეული და საცოლე – დანილა ძალიან კარგი გოგოა. აკადემიიდან ოცი წუთის სავალზე ცხოვრობს და მეგობართან, ფართიზე გავიცანი. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. დავნიშნე და ქორწილს ჯერ ამერიკაში ვგეგმავთ, შემდეგ კი – საქართველოში. ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები. მყავდა ჩამოყვანილი და მითხრა, ისეთი საოცარი, თბილი და მოსიყვარულე ხალხი ხართ, არ გამიჭირდება აქ ცხოვრებაო (იცინის). როგორც კი სწავლას დავამთავრებ, გადავიხდით ქორწილს და თბილისში ჩამოვალთ მე და დანილა, მანდ გავაგრძელებთ ცხოვრებას.
– ქორწილში ამერიკის პრეზიდენტს არ დაპატიჟებ?
– ასე დამაფასა ადამიანმა და რასაკვირველია, ჩემს ქორწილში ტრამპს მოწვევას გავუგზავნი (იცინის).
– საკმაოდ რთულია სამხედრო პირის ცოლობა, არა?
– კი, ძალიან რთულია სამხედროს ცოლობა, მთელი ცხოვრება საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გიწევს. სულ იმის შიშში უნდა იყოს ცოლი, რომ შეიძლება, ქმარი არ დაბრუნდეს.  მე კი, დანილას შევპირდი, აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი (იცინის). ვცდილობთ, ამაზე არ ვისაუბროთ.
– როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
– ყველაზე რთული პერიოდი ორი წლის წინ დადგა ჩემს ცხოვრებაში, როცა ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა, ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის ორი ქართველი კურსანტი: სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე. ბესო ჩემი თანაკლასელი იყო, სოსო კი ჩემზე ორი წლით უფროსი. მათ ცხედრებს საქართველოში მეც ჩამოვყევი. მთელი ქართველი ერი ფეხზე იდგა და გლოვობდა ბიჭებს. სამოქალაქო პანაშვიდზე, მართლა მთელი ქართველობა მოვიდა და პატივი მიაგო. ძალიან მაგარი ბიჭები იყვნენ, მე ვერც კი შევედრები მათ. ამის მერე აღარ მინდოდა უკან, ამერიკაში დაბრუნება, სამყაროზე ვიყავი გაბრაზებული. აღარც სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი – არ ვიცოდი, როგორ დავმჯდარიყავი და მემეცადინა. თუმცა, შიში არ მქონია და არც სამხედრო სამსახურზე ვაპირებდი ხელის ჩაქნევას. არ ვიცი როგორ, მაგრამ გადავლახე ეს ტრაგედია, დავბრუნდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ეს ბიჭები ჩემი ცხოვრების ნაწილი იყვნენ. რამდენჯერაც გამახსენდება სოსო და ბესო, ცრემლის მაგივად, ღიმილი მაქვს სახეზე. მეამაყებიან და მათი დამსახურებაა ის შემართება, რაც სამხედრო საქმეში დღეს მაქვს.
скачать dle 11.3