კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ორმოში ჩასავარდნები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ოკუპანტურ-სეპარატისტული ტანდემი

ორ წელზე მეტია, რაც (ჩვენი ოკუპანტების წაქეზებით) ჩვენებური სეპარატისტები გააქტიურდნენ ძველი მიმართულებით, რომ მეგრელები ქართველები არ არიან (სვანებთან ერთად) და „დამპყრობელმა“ ქორთუებმა მშობლიური ენებიც კი წაართვეს და აგერ უკვე სამი ათასი წელია, ქართულ ანბანზე აწერ-აკითხვინებენ.
ცხადია, რომ ამ კონტექსტით, გალელების პრობლემის გადაჭრას ცდილობენ, რომლებსაც, თავის დროზე, ხელოვნურად გაქართველებული აფხაზებიც კი შეარქვეს და შესთავაზეს, „დაებრუნებინათ“ თავდაპირველი ეროვნება, ანუ აფხაზობა.
მაგრამ, რადგან ამ მცდელობამ მათთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, სისრულეში სხვა განზრახვა მოიყვანეს: კერძოდ, გალის რაიონში მეგრულენოვანი ტელევიზია აამოქმედეს (ამ ამბის თავკაცი ვინმე ყურბანოვია, თუმცა მას აქტიურად უჭერს მხარს გალის რაიონის გამგებელი თემურ ნადარაია).
მართალია, ჯერჯერობით ტელევიზია სატესტო რეჟიმშია და ინფორმაციაც მხოლოდ რუსულ ენაზე გადაიცემა, მაგრამ გვარწმუნებენ, რომ მალე აფხაზურსა და მეგრულსაც დაამატებენ.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ რფ-ს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნოსებისა და, შესაბამისად, ენების რაოდენობას და ზედაც, იმას დავამატებთ, რომ აფხაზეთში აფხაზური საშუალო სკოლები არ არსებობს (უმაღლეს სასწავლებლებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ისევე, როგორც, მაგალითად, ჩრდილო კავკასიაში არ არსებობს ადგილობრივენოვანი სკოლები), დიდად ვეჭვობ, რომ სეპარატისტ-ოკუპანტები, საბოლოოდ, ამ ორმოში გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან. –

скачать dle 11.3