კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 დედაკაცი თუ მამაკაცი?

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ ყველა თავისებურად აფრენს

თუ კლასიკოსს დავუჯერებთ, ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური კი უბედურია თავისებურად. მე კი დავამატებდი (და მერე რა, რომ კლასიკოსი არ ვარ?!), რომ, მაგალითად, ყველა თავისებურად აფრენს: გინდ – ბედნიერი იყოს და გინდ – უბედური.
შესაბამაისად, ლონდონის ერთ-ერთ კერძო სკოლაში გეგმავენ, რომ ვაჟებს ქვედაბოლოებით სიარულის ნება დართონ; როგორც თავად განმარტავენ, გენდერულად ნეიტრალური უნიფორმის შემოღების მიზნით (რათა გოგონებისა და ვაჟების უფლებები გათანაბრდეს, ვინაიდან გოგონებს აქვთ შარვლის ტარების უფლებაო).
სხვათა შორის, ამ სკოლაში სწავლის საფასური, სულ რაღაც, ერთი სემესტრისა, დაახლოებით, 8 700 აშშ დოლარია და, როგორც მისი მესვეურები აცხადებენ, სულ უფრო და უფრო მეტ მოსწავლეს ეეჭვება საკუთარი გენდერული იდენტიფიკაცია (ანუ ვერ გაურკვევია, დედაკაცია თუ მამაკაცი).
უფრო მეტიც, ოფიციალური ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში გაიზარდა იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც კონსულტაციას მიმართავენ საკუთარი სქესის დასადგენად (მათ შორის, გოგონები ორჯერ სჭარბობენ, თურმე, ვაჟებს).
ცხადია, ეს საკითხი დიდი ბრიტანეთის შიდა საქმეა (მით უფრო, რომ, ბოლოს და ბოლოს, შოტლანდიელი მამაკაცების ეროვნული სამოსია ქვედაბოლო), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში მამაკაცებმა ქალებს კარგა ხანია, გადააბარეს ოჯახის რჩენა და ლამისაა ჯარში სამსახურიც მათ მოსთხოვონ, ვითომ გენდერული იდენტიფიკაციის პრობლემას უჩივიან?!

скачать dle 11.3