კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რამდენი ასეულათასი ლარი აიღო ლაშა თორდიამ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე 2012 წლიდან დღემდე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


სახელმწიფო აუდიტის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია 1980 წელს დაიბადა. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე მიიღო (1997-2004 წლებში) და კვალიფიკაციით ბიზნესსამართალმცოდნეა. მისი შრომითი ბიოგრაფია 2001 წელს დაიწყო „თბილავიამშენის“ იურისტად, 2002 წელს კი მუშაობა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვან სპეციალისტად განაგრძო.  2004 – 2008 წლებში  მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის სამართლებრივი ანალიტიკოსი იყო, თუმცა 2007 წელს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტადაც მუშაობდა. 2008 წელს საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს („ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით). 2012 წლის 25 ივლისიდან კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორია.
მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1978 წელს დაბადებული მეუღლე მაია ირემაშვილი და ორი შვილი: 1999 წელს დაბადებული გერი მარიამ შანიძე და 2006 წელს დაბადებული საბა თორდია. მაშინ ოჯახს არანაირი ქონება არ გააჩნდა, თუმცა 2008 წლის განმავლობაში ლაშა თორდიამ, როგორც USAID-ის მიწის ბაზრის განვითარების პროექტის სამართლებრივმა ანალიტიკოსმა, 3 000 ლარი მიიღო; როგორც საჯარო რეესტრის იურისტმა, 5 500,  როგორც პარლამენტის წევრმა კი, 7 თვეში – 28 750 ლარი. ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც საჯარო რეესტრის ადმინისტრაციის უფროსმა, 18 000 ლარი.
ლაშა თორდიას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის ივნისით თარიღდება, რომელიც მან გენერალური აუდიტორის ამპლუაში შეავსო. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა  რაოდენობა. ლაშა თორდიას საკუთრებაა ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე (132 კვ.მ.) და იქვე მდებარე ავტოფარეხი (17,5 კვ. მ.). მის მეუღლეს კი სამეწარმეო საქმიანობა დაუწყია და არის 2016 წელს დაფუძნებული შპს „ქართულ-ევროპული სასწავლო ცენტრის“ პარტნიორი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში მაია ირემაშვილმა, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტმა, 21 600 ლარი აიღო, ლაშა თორდიამ კი, როგორც გენერალურმა აუდიტორმა,  72 166 ლარი.
2014 წელს ლაშა თორდიამ „თი ბი სი ბანკიდან“ 10-წლიანი იპოთეკური სესხი აიღო, 106 000 აშშ დოლარის ოდენობის, რომლის მომსახურებაც 2015 წელს, 16 020 აშშ დოლარი დაუჯდა. იმავდროულად, 2014-შივე 105 680 აშშ დოლარად შეიძინა ბინა.
2012 წლის განმავლობაში ლაშა თორდიამ, როგორც პარლამენტის წევრმა 41 970 ლარი მიიღო, როგორც გენერალურმა აუდიტორმა, ხუთ თვეში, 32 086 ლარი; მაია ირემაშვილის შემოსავალმა კი  შემოსავლების სამსახურში 19 835 ლარი შეადგინა.
2013 წლის განმავლობაში გენერალური აუდიტორის წლიურმა ხელფასმა 65 922 ლარი შეადგინა, მისმა მეუღლემ კი, როგორც ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის  განყოფილების სპეციალისტმა, 22 500 ლარი აიღო.
2014 წელს ლაშა თორდიამ, როგორც გენერალურმა აუდიტორმა, 72 010 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ კი, იმავე პოზიციაზე, კვლავ 22 500 ლარი.
скачать dle 11.3