კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რაში ცდის საკუთარ თავს ირაკლი მაქაცარია და რის გამოჩენა არ სჭირდება მასთან ურთიერთობისას სალომე ჭაჭუას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


ირაკლი მაქაცარიამ „ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველ ტურში გამოჩენისთანვე შეძლო მაყურებლის მოხიბვლა. სალომე ჭაჭუასთან ერთად მისი ყოველი ნომერი განსაკუთრებულია: პროფესიონალურად და ემოციურად შესრულებული. ვისაც გსურთ, ირაკლისა და სალომეს „ცეკვავენ ვარსკვლავებში” დიდხანს ყოფნა და მათი ყურება, დაუმესიჯეთ ნომერზე: 95332.

– ირაკლი, ერთდროულად ბევრი რამ დაიწყო შენს ცხოვრებაში. ამ ყველაფერმა, ალბათ, გარკვეული ქაოსიც გამოიწვია.
ირაკლი მაქაცარია: კი, ბევრი რამ დაიწყო და ეს უფრო ორგანიზებული ქაოსია. ყოველთვის ვიყავი მოძრაობაში, ბევრი საქმე, ბევრი პროექტი მქონდა, რასაც ვაკეთებდი კიდეც, მაგრამ „ცეკვავენ ვარსკვლავებისა” და „პრაიმ შოუს” შემდეგ, ჩემი გრაფიკი ბოლომდე შეივსო. ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, ძალიან ვიღლები ხოლმე. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ადამიანი სანამ მაქსიმუმს არ გააკეთებ, ვერ ხვდები, რომ რაღაც რესურსი გაგაჩნია.
შემიძლია ვთქვა, რომ მეხუთე სიჩქარეში ვარ ახლა და დიდი ტემპებით ვაკეთებ ბევრ რამეს.
– აშკარად გქონია ცეკვის ნიჭი.
– ცეკვა, მუსიკა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. პირველიდან მეოთხე კლასამდე ვცეკვავდი და ეს ხდებოდა 20-ე საუკუნეში. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ყველაფრის სწავლას თავიდან ვიწყებ – არ არის მარტივი: ცერები მტკივა, მუხლები მტკივა. ფიზიკურად ძალიან რთულია ამის ათვისება და მერე კარგად წარმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ისედაც კარგ ფორმაში ვიყავი, რადგან სპორტით ვიყავი დაკავებული,  ჩემმა კუნთებმა და სიმძიმემ პირიქით, ბევრად შემიშალა ხელი. შრომაა ერთადერთი გამოსავალი.
– რა არის შენი ცხოვრების მთავარი პრინციპი?
– ბევრი მნიშვნელოვანი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში. მთავარია, სიკეთე აკეთო, კეთილშობილი იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვაკეთებდე ისეთ რაღაცას, რაც დადებითს მოუტანს სხვა ადამიანებს, მათ, ვინც ჩემ გვერდითაა და რა თქმა უნდა, მეც. ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებული ვერ იქნება, უფრო ადამიანურები უნდა ვიყოთ.
– უნაკლო შეგარქვეს, რომელიც როგორც ვიცი, დიდად არ მოგწონს.
– არ მომწონს და არც მომწონდა. ძალიან კარგი იუმორის გრძნობა მაქვს და როდესაც ბახუტამ პირველად ეს თემა წამოწია, ბუნებრივია, გამეღიმა. მაგრამ, მერე რომ გაგრძელდა, ვამბობდი: არ მინდა, ასე მომმართოთ-მეთქი. საზოგადოებაში, რომელმაც არ იცის, ეს საიდან და რატომ წამოვიდა, გაღიზიანებას გამოიწვევდა. რომც არ გამოეწვია, თვითონაც არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. ძალიან ბევრი ნაკლიც მაქვს და არის რაღაცეები, რასაც ჩემში გამოვასწორებდი.
– რა არის ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონს საკუთარ თავში და ცდილობ, გამოასწორო?
– ბევრი რამ. ხშირად მიწევს საკუთარ თავთან რაღაც თემებზე შებრძოლება. მაგალითად, რომ დავძლიო სიზარმაცე. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, შეიძლება, ვიღაცამ თქვას: რა სიზარმაცეო. მაგრამ, როცა ბევრ რამეს აკეთებ, ბევრსაც იღებ საკუთარ თავზე. ამიტომ, ცდილობ, თავი გამოსცადო; კიდევ უფრო მეტი რა შემიძლია, გავაკეთოო და იმ უფრო მეტის გაკეთებაში, საკუთარ თავთან გაქვს ბრძოლა – საკმარისია ის, რასაც ვაკეთებ, რაც მაქვს. საკუთარ თავს მინდა, გავუწიო კონკურენცია.
– როგორი ირაკლი არ მოგწონს?
– გაბრაზებული. რომ ვბრაზდები, ძალიან ცივი ვხდები. თავად არ მომწონს ჩემში ის შეგრძნება, როდესაც ვინმეზე გაბრაზებული ვარ.  ასეთ დროს გიჭირს იყო ობიექტური და მიიღო გააზრებული, სწორი გადაწყვეტილება. გაბრაზება იმ საფრთხის ზონაში გვაგდებს, სადაც შეიძლება, ისეთი რაღაც გააკეთო, რომ მერე ინანო. ზოგადად, ძალიან ვბრაზდები საცობებზე და კიდევ იმაზე, როცა რაღაც არ გამომდის. თუ რაღაცას არ ვაკეთებ ისე, როგორც მე მინდა, საკუთარ თავს ვუბრაზდები და „ვიგრუზები” ხოლმე. ცოტა ხნით ვცდილობ, ჩავიკეტო და აზრები მოვიკრიბო.
– როგორ შეეწყვეთ ხასიათით შენ და სალომე?
– ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა, როგორ შევეწყვე სალომეს: იდეალურად. ეგრევე გავუგეთ ერთმანეთს. ძალიან კარგი ადამიანია, კარგი იუმორის გრძნობთ, რაც ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. თავისუფალი, კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. დავმეგობრდით და მიხარია: გარდა იმისა, რომ მაგარი მოცეკვავეა, ჩემი კარგი მეგობარიცაა. მსმენია, რომ სალომე ჭაჭუა მკაცრია, მაგრამ არ მახსოვს, რომ ჩემთან დასჭირვებოდეს სიმკაცრის გამოჩენა.
– ჭორებიც გავრცელდა თქვენ შესახებ: რაღაც ხდება ირაკლისა და სალომეს შორისო. მართალია?
– არა, არა. თამამად შემიძლია, გავაქარწყლო ეს ჭორები, მითქმა-მოთქმა. არაფერი ხდება და მომავალში, არც მინდა, ამ მიმართულებით სერიოზული კომენტარი გავაკეთო. აბსოლუტურად ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და მიხარია, რომ სალომე ჩემი პარტნიორია ცეკვაში.
– ცოტა ხნის წინ უკრაინაში იყავი, სადაც იმ ფილმისთვის, რომლის პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელიც ხარ, ქასთინგი ჩაატარეთ.
– კი, „პრაიმ შოუ” იყო უკრაინაში. ჯერ „ევროვიზიაზე” და ასევე, დაგეგმილი გვქონდა ქართულ-უკრაინული ფილმის ქასთინგი: უნდა გვეპოვა მთავარი როლის შემსრულებელი გოგონა. ჯერ პირველი ტური იყო. ბევრი გოგონა მოვიდა. პოლონეთიდანაც ჩამოვიდნენ, ასევე უკრაინის სხვა ქალაქებიდან, თან 3 საათის გამო.
– მუშაობს ის ფაქტორიც, რომ შენ თამაშობ ამ ფილმში...
– დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობს. ჩემი ფაქტორიც არის, რადგან იქ საკმაოდ ცნობილი ვარ. ბევრი იმისთვის იყო მოსული, რომ სელფი გადაეღო და კითხვები დაესვა.
– „პრაიმ შოუც,” ალბათ, ერთ-ერთი გამოწვევა იყო შენთვის.
– სერიოზული გამოწვევაა ჩემთვის, რადგან წამყვანობა ცალკე პროფესიაა, რომელესაც ხალხი სწავლობს. ეს ჩემთვის ექსპერიმენტია. მეც დაკვირვების პროცესში ვარ – როგორ განვვითარდები და ყოველი ახალი ჩაწერა ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. ხშირად გვავიწყდება საკუთარი თავისთვის გვერდიდან შეხედვა – როგორ ვურთიერთობთ სხვებთან, როგორ ვმეტყველებთ, ვიქცევით, ეს არის კარგი საშუალება, საკუთარ თავს გვერდიდან შევხედო და მივხვდე ბევრ რამეს. საკუთარი თავის გვერდიდან შეფასება, შენი თავის სამართავი ერთ-ერთი წყაროა. არის ბევრი რამ, რის გამოსწორებასაც ვცდილობ, ასეა ცხოვრებაშიც.
– შენზე და ნინიზეც გავრცელდა ჭორები.
– არ გამიგია. გადაცემაში მე და ნინი გვერდიგვერდ ვსხედვართ და ესეც ბუნებრივია. ნინი ბრილიანტი ადამიანია – ჩემი მეგობარი. ახლა საკმაოდ მძიმე გრაფიკი მაქვს და ამ ეტაპზე  არავისთან მაქვს ურთიერთობა.
скачать dle 11.3