კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ვინ აჩუქა ანი გიუნტერს საქორწინო ბეჭედი, ბრედ პიტის წარწერით და ვისთან ერთად ცხოვრობს ის ქმართან დაშორების შემდეგ

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 
ანი გიუნტერს ცხოვრებაში გაუმართლა – ჰყავს არაჩვეულებრივი შვილები, მაშო და ლაზარე, მეგობრები, რომლებიც სულ მის გვერდით არიან და აქვს სამსახური, სადაც ყველას უყვარს. მართალია, პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ყველა ქალი ოცნებობს, მაგრამ მიაჩნია, რომ ყველაფერი წინ აქვს. ახლახან ანის დაბადების დღე ჰქონდა და მეგობრებმა პირდაპირ ეთერში, ნამდვილი, დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყვეს.

ანი გიუნტერი: ყველაფერს ველოდი პირდაპირ ეთერში, გარდა იმისა, რომ უზარმაზარი ტორტი შემოგორდებოდა, იქიდან სამი ბავშვი ამოყოფდა თავს და ჩემი მეგობრები შემოცვივდებოდნენ ტრანსფარანტებით. წელს, ნამდვილად გამორჩეული დაბადების დღე – ნამდვილი დღესასწაული მომიწყვეს ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა დილის ეთერში. თურმე, ტორტიდან მიშა ქირიას უნდა ამოეყო თავი, ასე ჰქონიათ დაგეგმილი, მაგრამ ვერ ჩაეტია (იცინის). სხვათა შორის, დაბადების დღე რომ დადგა, 12 მაისს, კი გამიკვირდა, არავინ რომ არ დამირეკა და მომილოცა. თურმე, გეგმავდნენ დილის ამბებს, მე რა ვიცოდი. ვიფიქრე, ალბათ, სძინავთ-მეთქი და მეც დავწექი, დავიძინე, რას წარმოვიდგენდი, თუ დილით ასეთი სიურპრიზი მელოდა. ნამდვილად, არ ველოდი. წელს ამერიკაში ვაპირებდი წასვლას მეგობართან ერთად და დაბადების დღის იქ აღნიშვნას. მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახერხე. გული არ მწყდება, აქ ავინაზღაურე. ქრონიკული დაბადების დღე მქონდა – მთელი ერთი კვირა გაგრძელდა სუფრები, მოლოცვები და შვიდ ტორტზე ჩავაქრე სანთლები.
– რა ჩაიფიქრე?
– რა ჩავიფიქრე, ამას ვერ გეტყვით. თუმცა, რაც ჩამიფიქრებია, ამსრულებია. იმედია, არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. ზოგადად, ცხოვრებაში გამიმართლა. ბავშვობიდან ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ და მიმართლებს. არ უნდა იჯდე და ელოდო, როდის გაგხდის სხვა ბედნიერს, ამისთვის თავად უნდა იბრძოლო. თუ რაღაც არ გამოდის, არ უნდა ჩავარდე დეპრესიაში და სასოწარკვეთას მიეცე. უბრალოდ, საღად უნდა აღიქვა მოვლენები და შესაბამისი რეაქციაც შეგეძლოს. ეს ჩვევაა, რომელიც თავად უნდა გამოიმუშაო. ყველაზე დიდი დარტყმა და სტრესი იყო მამის დაკარგვა. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რაღაც მთავრდება და იწყება ახალი. ეს აუცილებლად უნდა გაიარო – დაასრულო ძველი და იფიქრო ახალზე.  ყოველთვის ნათელ წერტილს ვპოულობ. მე ჩემს თავზე ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე – როგორ ვიმოქმედო ჭორზე, რომ არ გავნერვიულდე და მივეცე შფოთვას, ამეშალოს ნერვები. ამისთვის გამოვიმუშავე ახალი ჩვევა: როგორ შევინარჩუნო სიმშვიდე. ვცდილობ, არ ჩავვარდე სასოწარკვეთაში. თუმცა, საკმაოდ ემოციური ვარ.
– თქვი, ემოციური ვარო, ასეთები კი ხშირად ვარდებიან დეპრესიაში. იქნებ ჩვენც გაგვიმხილო, როგორ შევხვდეთ მშვიდად ფაქტს, რომელზეც, წესით, ნერვები უნდა აგვეშალოს და დეპრესიაში ჩავვარდეთ?
– ახლავე გეტყვით. მე ყოველდღე მიწევს ახალი ჩვევების გამომუშავება და კარგად გამომდის. ვცდილობ, არ გავიხსენო ის პერიოდები, როცა მეტკინა, მეწყინა და ცუდად ვგრძნობდი თავს. ვცდილობ, გავიხსენო პოზიტიური წუთები და ამით ცხოვრება უფრო მარტივი გავხადო. თორემ, ცხოვრება ბრძოლაა და ყოველდღიურად გვიხდება მასთან შეჭიდება. დეპრესია ფუფუნებაა, რომლის საშუალებაც არ მაქვს. მე, ჩემს მეგობრებს ავუკრძალე ჭორების ჩემთან მოყოლა. ამიტომ, ვერავინ მოვა და მეტყვის, შენზე ეს და ის გავიგეო.  ჭორი არის ერთი ადამიანის ცხოვრებაში, მეორის მიერ ცხვირის ჩაყოფა, რომელიც არცთუ ისე კარგი შედეგით მთავრდება. კიდევ ვამბობ, ჭორები ჩემმადე ვერ მოვა. ამაზე საუბარი აკრძალული აქვთ ჩემი თანდასწრებით უახლოეს მეგობრებსაც კი. ამიტომ, ვერ ვიგებ ჩემს თავზე ჭორებს – თითქოს რვა საყვარელი მყავს ან ცალ ყურში არ მესმის. ჩემს ცხოვრებაში, მადლობა ღმერთს, მრავლად არიან ადამიანები, ვისაც ვენდობი. არც ჩაკეტილი ვარ, მაგრამ ყველას ვერ მოვუშვებ ჩემამდე.
– ვიცი, პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ გიყვარს, მაგრამ მაინც უნდა გკითხო, როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილ ქმართან, ან თუ არსებობს შენს ცხოვრებაში მამაკაცი, ვის გამოც თეთრ საქორწინო კაბას მეორედ მოირგებ?
– მარტო ცხოვრებასაც აქვს თავისი ხიბლი, სირთულეები, პასუხისმგებლობა და ადამიანს უნდა შეგეძლოს ცხოვრების თავიდან დაწყება. ეს მე შევძელი. თუმცა, მარტო არ მიცხოვრია ქმართან გაშორების შემდეგ, რადგან მყავს შვილები. ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და ბავშვები ბებია-ბაბუასთან ანუ ჩემს დედამთილ-მამამთილთან არიან ხშირად.  ერთი სიტყვით, კახას ოჯახის ყველა წევრთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს.
– ყოფილმა მეუღლემ დაბადების დღე თუ მოგილოცა?
– მთელმა ოჯახმა ერთად მომილოცა დაბადების დღე. ქმართან დაშორებით ქალის ცხოვრება არ სრულდება. უბრალოდ, სწორად უნდა მიუდგე მოვლენებს და არ დაძაბო სიტუაცია. თუ ქალი ძლიერია, ფიქტიურ ქორწინებას ჯობია, წერტილი დაუსვას. როცა სიყვარული ქრება, უმჯობესია, შვილებმა უყურონ დედას, როგორ სცემს მამა პატივს, თუნდაც შორიდან. ჩემს შემთხვევაში, ეს მომენტი სიტუაციამ მოიტანა. სანამ გავთხოვდებოდი, ერთი თვით ადრე, ჩემთვის რომ გეკითხათ, გათხოვდებიო, გიპასუხებდით, არა-მეთქი. ახლაც შეიძლება, იგივე ვთქვა, მაგრამ რაღაც შეიცვალოს (იცინის). ასე რომ, ჩავიცვამ თუ არა მეორედ, არა – მეოთხედ, თეთრ საქორწინო კაბას, ჯერ არ გადამიწვეტია.
– მეოთხედ რატომ?
– რომ გავთხოვდი, სამჯერ გადავიხადე ქორწილი. მეოთხე, გარკვეული მიზეზების გამო, ვეღარ შედგა. ანუ, ერთ ქმართან სამჯერ დავქორწინდი (იცინის). ჩემი შვილი – ლაზარე ყველას უყვებოდა, დედას შეყვარებული ჰყავსო. რომ ვკითხე, ასე რატომ ამბობ, საიდან მოიტანე-მეთქი, სურათში გნახეთ ერთადო. ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ბანერთან გადავიღე ფოტო, ბრეტ პიტის გამოსახულებასთან. ეს ფოტო ნახა ჩემმა შვილმა და ჩათვალა, რომ ჩემი შეყვარებულია. ასე რომ, ჩემი შვილი შეგუებულია, რომ მე ბრედ პიტს მივყვები ცოლად. სხვათა შორის, როცა გავთხოვდი და კახამ საქორწინო ბეჭედი მომიტანა, შიდა მხარეს ეწერა – ბრედ პიტი. მგონი, რაღაცაშია საქმე (იცინის).
– ანი, როდის იღვიძებს შენში გერმანული, მკაცრი ხასიათი?
– ზოგადად, გარემო განაპირობებს ჩემს ხასიათს. ჩემს თავთან მიმართებაში, მკაცრი და ნამდვილი გერმანელი ვარ. თუმცა, იცით, როდის ირთვება ყველაზე მეტად ჩემში ნამდვილი გერმანული ხასიათი? როცა გერმანული გუნდი თამაშობს ფეხბურთს. მათი ნამდვილი ფანი ვარ. თუმცა, რომ ვაკვირდები, ხან კახელი ვარ, ხან – იმერელი, ხან – გერმანელი და ხან ფრანგი – გააჩნია, დილით რა ხასიათზე გავიღვიძებ (იცინის).
скачать dle 11.3