კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ვინ იყო ქალი, რომელიც გიორგი სუხიტაშვილს ავტომობილს ჩუქნიდა და აკავშირებდა თუ არა გიორგის მასთან რამე

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


გიორგი სუხიტაშვილი მუსიკით აქტიურად არის დატვირთული. ცოტა ხნის წინ მან ახალი ბენდიც ჩამოაყალიბა, რომელთან ერთადაც, სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს.

გიორგი სუხიტაშვილი: რამდენიმე კონცერტი გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, 26 მაისს ბათუმში, მაკა ზამბახიძესთან ერთად. რადგან ძველი ბენდის წევრებს არ ეცალათ, ახალი ბენდი გავაკეთე და დავარქვი: „S ბენდი“. ჩემი ბენდის წევრებიდან ორთან: ირაკლი კვანჭიანთან და ზვიად თინიკაშვილთან წლებია, ვთანამშრომლობ. ბევრ პროექტში ვყოფილვართ ერთად. რაც შეეხება მიშო ჯაფარიძესა და სანდრო სახამბერიძეს, მათთან ჯერ არ მითანამშრომლია. მიშო კონტრაბასისტია, ბას-გიტარაზეც უკრავს, უნივერსალური ადამიანია და აღმოჩენა იყო ჩემთვის. პარტიტურების წერაში, ზოგადად, ტექნიკურ საკითხებში, ძალიან მეხმარება და კომფორტულია ასეთი წევრი ბენდში. კვარტეტი იქნება ძირითადად, თუმცა კონკრეტული პროექტებისთვის, შეიძლება, პერკუსიაც დავამატო. აჩიკო გულედანს მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა. მას ვთხოვე „მწვანე ოთახის“ რამდენიმე ძველი სიმღერის ახალი ვერსიის გაკეთება.
– როგორი ხარ იმ ადამიანების შერჩევისას, ვისთან ერთადაც აპირებ მუშაობას?
– ჩემი ძირითადი მოთხოვნა ერთგულებაა. რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა, რომ კარგი მუსიკოსები იყვნენ და მეორე: ერთგულება, ერთმანეთის მდგომარეობის გათვალისწინება. მე უნდა მქონდეს მათი იმედი. წინა ბენდის შემთხვევაში, ასეთი რამ დამემართა: ბათუმიდან ძალიან კარგი შემოთავაზება იყო, მოლაპარაკებებიც ვაწარმოე, თამამად დავთანხმდი და რომ მოვიხედე: ბენდი აღარ იყო. მათ სხვა გეგმები ჰქონიათ. ძალიან მეწყინა, რადგან არ არის ასეთი რაღაცეები კარგი. ასეთ დროს რამის გამოხატვასაც აზრი არ აქვს: გასაგებია, მადლობა თანამშრომლობისთვის, კარგად იყავით. უკვე მიჩვეული ვარ ამას. ამიტომ, უმტკივნეულოდ გადავიტანე. უბრალოდ, ზედმეტი თავის ტკივილია, ხელახლა გიწევს ახალი ბენდის წევრების ძებნა, პროექტები.
– ერთგულება ახსენე. შენ თუ ხარ ერთგული საქმეში, პირად ცხოვრებაში?
– ხშირად ყოფილა შემოთავაზება სხვა ბენდებთან თანამშრომლობაზე და თუ საქველმოქმედო კონცერტი არ არის და კომერციული დატვირთვა აქვს, ყოველთვის უარი მითქვამს, რადგან მე ჩემი ბენდი მყავს. რაც შეეხება ცხოვრებას, ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან ჩემი ერთგულების ფასი, ამიტომ ამაზე ხმამაღლა საუბარი არასწორად მიმაჩნია.
– რა თვისება არ მოგწონს საკუთარ თავში?
– რაც მომწონს და არც მომწონს, ეს არის ჩემი სიფიცხე. ბევრ არაფერში მიშლის ხელს, პირიქით, ჩემი ხასიათი მეხმარება იმაში, რომ ადამიანებთან უაზრო, არაფრის მომცემი, ღლაბუცა ურთიერთობები არ მაქვს. სულ ასეთი ვიყავი. ადამიანებმა იციან, მე მათთან რა დამოკიდებულება მაქვს, რა მინდა მათგან და რის მიღება შეუძლიათ, ჩემგან. ვერ ვიტყვი, რომ სიფიცხე დიდი დოზით მაქვს. უბრალოდ, მეგობრებთან ურთიერთობისას, უტაქტოდ გამომდის ხოლმე რაღაცეები. ტყუილად არასდროს ვბრაზდები. რაღაცაზე შეიძლება, გასაბრაზებელი იყოს, მაგრამ არა ისე, როგორც მე ვბრაზდები. ათამდე თვლა და აფექტური მდგომარეობის მართვა, მაინც მიჭირს.
– რის გამო ჩავარდნილხარ აფექტურ მდგომარეობაში?
– აფექტური ვხდები მაშინ, როცა ჩემს ძმას რაღაც ემართება და მაგ უბედურს, ძირითადად, სულ რაღაც ემართება. ამას ძალიან განვიცდი და ერთადერთი, შეიძლება, ამ დროს ვერ გავაკონტროლო თავი. მეგობრებზეც ასე ვარ, როცა რაღაც პრობლემები აქვთ. ვერ ვისვენებ ის პერიოდი და შეიძლება, რამდენიმე ნაბიჯს გადავახტე და წინსწრებით ჩავიდინო რაღაც ქმედება – აფექტური და სიფიცხის გამომხატველი.
– რამეს შეცვლიდი წარსულიდან?
– არაფერს – მხოლოდ იმ სპორტულ ტრავმებს, რაც მივიღე და ახლა ძალიან მაწვალებს. სხვა არაფერს შევცვლიდი: არც პროფესიას, არც შეცდომებს, რადგან იმ შეცდომების შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე. აღარ ვიყურები მოხარშული თევზის თვალებით – მაგალითი იყო და ჭკუის სასწავლებელი. შეცდომა თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადე, ისე ვერ გაიგებ რა მოხდა. რაც ემოციას, ურთიერთობებს ეხება, თავად თუ არ გამოიარე, ვერ მიხვდები, იმ დროს ადამიანი რას განიცდის. ბევრი რამ, თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც შენ გეხება, ან შენ ირგვლივ მყოფებს, შენზე კვალს ტოვებს. ზოგი ისტრესება და იქიდან ვერ გამოდის. ზოგს ფსიქიკა უფრო მტკიცე უხდება, ვიღაც – ტყდება. ხვალ იგივე რომ მოხდეს, შეიძლება, მეც გავტყდე.
–  ერთი შეხედვით შეგიძლია, მიხვდე, როგორ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა?
– შეიძლება, რაღაც დასკვნა გააკეთო, მაგრამ 50-50-ზე იყოს ცდომილება; ანდა, ორ სიტყვას რომ იტყვის, მიხვდე, აქვს თუ არა ინტელექტი: თოჯინა გოგონები რომ არიან და ეგრევე ხვდები ამას; ან თოჯინა გოგონები არიან და წიგნებთანაც აქვთ ირიბი შეხება, შინაარსი გაგებული.
– არასდროს მოგწონდა თოჯინა გოგონები?
– არასდროს მომწონდა, ისევე როგორც კლუბები. თოჯინა გოგონები ცოტა ინტელექტით, შეიძლება, რაღაც ეტაპამდე მოგეწონოს, მერე ეს ინტელექტიც იწურება და თვალიც ეჩვევა. ხმის ტემბრიც ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება, ისეთი სიცილის მანერა ჰქონდეს, რომ დამთავრდეს შენი სამყარო. რაღაც შთაბეჭდილება გაქვს და უცებ ჭუკის ხმით რომ იცინის...
– ახალი ავტომობილი გყავს. გავიგე ქალმა აჩუქაო და მართალია?
– ნეტავ, ვინმემ რამე მაჩუქოს... არასდროს არავის არაფერი უჩუქებია, ჩემით ვწვალობ. იყო ჩემს ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა, მაგრამ ძვირფას საჩუქარს ვერ მივიღებ ასე. შეიძლება, ადამიანმა რაღაც გაჩუქოს, როცა ერთმანეთი გიყვართ. მაგრამ, სპონტანურად როცა გჩუქნის, იმას ყოველთვის აქვს რაღაც ქვეტექსტი – რაღაცის სანაცვლოდ, უნდა, რომ მიიღო მისგან საჩუქარი. თანაც ფასსაც მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე.
–  იყო შენს ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა და ქალს უნდოდა მანქანის ჩუქება?
–  კი, ქალი მთავაზობდა მანქანას, მაგრამ უარი ვთქვი. გულწრფელად ვამბობ, იმ ქალთან არაფერი მქონია, ფლირტის დონეზეც კი. დავალდებულებას ვერავისგან ვიტან. „მიტყდება“, როცა რაღაც ვალდებულება მაქვს. ბავშვობიდან მახსოვს, ნისიაზეც არაფერი მიყიდია. მშიერი ამომხდებოდა სული, მაგრამ ვერ ვეტყოდი: ნისიაზე მომეცით-მეთქი.
скачать dle 11.3