კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რის გამო შეიძლება, დასაჯონ სიკვდილით არაბეთში ქართველი ტრანსსექსუალი ანა კოვალენკო და რა დათმობაზე წავიდა ის სიყვარულის გამო

თათია ფარესაშვილი ნინო სანებლიძე



ქართველი ტრანსსექსუალი ანა კოვალენკო არაბ ბიზნესმენზე თხოვდება. წყვილი ამ ეტაპზე დანიშნულია და ქორწილის გადახდასაც აპირებს. მისი რჩეული ნახევრად ამერიკელი, მუჰამედ აბას-აბასი გახლავთ. ანა სიყვარულის გამო დიდ დათმობაზე წავიდა – სარწმუნოება შეიცვალა და არაბთა მკაცრ კანონებსაც არ შეუშინდა. უფრო ვრცლად თავისი „ლავ სთორის“ შესახებ თავად გიამობობთ.

ანა კოვალენკო: საქართველო იმ მიზეზით დავტოვე, რომ ურთიერთობა დავასრულე ჩემს ბოიფრენდთან. დავშორდით და ერთადერთი გამოსავალი, ერთმანეთს რომ არ შევხვედროდით,  საქართველოდან წასვლა იყო.  დეპრესიაში ვიყავი და არ მინდოდა იმ ურთიერთობაზე მეფიქრა, რომელიც წარსულში დარჩა. არაბეთში მეგობართან წამოვედი დასასვენებლად და განტვირთვისთვის. არც კი გამიფიქრებია, თუ მსგავსი ურთიერთობა შეიძლება, მქონოდა.
– როგორ გაიცანი საქმრო?
– მე არავინ გამიცვნია, თავად გამიცნო. ბაქანზე რომ გადმოვედი, ის თავის მეგობარს ელოდებოდა უცხოეთიდან. მაშინ მომკრა თვალი და ეს იყო, მეტი არაფერი. ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. ჩემი მეუღლე გაზრდილია ამერიკაში. დედით ამერიკელია, მამით – არაბი. შესაბამისად, აქვს კონტაქტები და არ გასჭირვებია ჩემი მოძებნა. მოიძია ჩემზე ინფორმაცია იმ რეისით, რომლითაც ჩამოვფრინდი და სოციალურ ქსელში დამიკავშირდა – ნომერს მთხოვდა. თავიდან ვერ მივხვდი, ვინ იყო, ფოტო არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ნომერი არ მივეცი, რადგან დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი მწერს და ვიღაც რიგითი ქართველი მოცლილი მეგონა. არ ვიცი, როგორ გაიგო ჩემი ნომერი, პირდაპირ ტელეფონზე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. თავიდან მეგონა, ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ და ამიტომ, დავთანხმდი. მაგრამ, შეხვედრაზე მეგობრების ნაცვლად, სრულიად უცხო ადამიანი დამხვდა, რომელიც არც კი ვიცოდი ვინ იყო. უკან გამობრუნებას ვაპირებდი, შემეშინდა. ამ დროს მოვიდა მუჰამედი და მითხრა, რომ მელოდებოდა. მეც ქაჯივით არ მოვქცეულვარ, არ შევიმჩნიე შიში და დავჯექი. ვილაპარაკეთ. დაინტერესებული ვარ შენითო, თუმცა ჩემ შესახებ ძალიან მინიმალური ინფორმაცია ჰქონდა. არ იცოდა, რომ ვიყავი ქართველი, ტრანსსექსუალი და ასე შემდეგ.  რიგითი ტურისტი ვეგონე. მეც სიმართლე პირდაპირ არ ვუთხარი, შემეშინდა. ცოტა ვისაუბრეთ და ჩემს მეგობართან დავბრუნდი. მერე არაერთხელ გამომიგზავნა საჩუქრები, ყვავილები, კიდევ მთხოვა შეხვედრა. ქალაქგარეთ გავედით, საჰარა მოვინახულეთ. მაშინ მითხრა:  თუ არ გყავს ბოიფრენდი, მეგობარი და გათხოვილი არ ხარ, მინდა, ურთიერთობა ვცადოთო. სიმართლე გითხრათ, ძალიან შემეშინდა, რადგან უკაცრიელ ადგილას ვიყავით, უდაბნოში, სადაც ტელეფონიც არ იჭერდა. ვინმეს ყელი რომ გამოეჭრა, ვერ მიპოვიდნენ. ვფიქრობ, ახლა ამას ჩემი წარმომავლობა და ორიენტაცია რომ ვუთხრა, ვაიდა აქ დამტოვოს და წავიდეს-მეთქი. მაგრამ, გავბედე და ვუთხარი: მე არ ვარ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი-მეთქი.  თავიდან სახე კი შეეცვალა, მაგრამ არ შეიმჩნია. მიპასუხა, ეს ვიცოდი და უბრალოდ, ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციე, ამერიკაში მსგავსი შემთხვევა ძალიან ხშირიაო. ამ საუბრის მერე დავიწყეთ ურთიერთობა. სულ ერთად ვიყავით. დავდიოდით სხვადასხვა ქალაქში დასასვენებლად. ოკეანეში გავდიოდით კატერით. ერთად ვცხოვრობდით, ფაქტობრივად. ბოლოს, ისე მოხდა, რომ ჩემი ნივთები მის სახლში აღმოჩნდა.
– დაქორწინების გადაწყვეტილება როდის მიიღეთ? როგორც ვიცი, ერთხელ უკვე იყავი გათხოვილი.
– თავიდან, როცა ქორწინებაზე ჩამოვარდა საუბარი, მოვუყევი ჩემი გამოცდილების შესახებ. დიახ, საქართველოში ერთხელ ვიყავი გათხოვილი. ვცხოვრობდი ბიჭთან 6 თვე. ეს ყველაფერი ლამაზად დავასრულე, რადგან სურვილი არ მქონდა გამეგრძელებინა. თუმცა,  არ მინდოდა ხანმოკლე ურთიერთობა. ამიტომ, ვუთხარი, თუ ერთად ყოფნას გადავწყვეტდით, მაშინ ამას ოფიციალური სახე უნდა მიეღო. შევპირდი, რომ ვიქნებოდი მისი ერთგული. იგივე მიპასუხა მანაც და ასე მივედით ქორწინების გადაწყვეტილებამდე.
– ოპერაციის გაკეთებას ისევ აპირებ?
– ჩემი ოპერაცია ჯერ არ არის ბოლომდე დასრულებული. დიახ, უნდა გადავკეთდე ქალად. ჰოლანდიაში ვარ რიგში, მაფინანსებენ, მაგრამ აქამდე არ მქონდა ინფორმაცია, როდის მომიწევდა რიგი. ჩემმა მეუღლემ ესეც გაარკვია და უახლოეს მომავალში გავიკეთებ სასქესო ორგანოს ოპერაციას და როგორც ხდება ხოლმე, ქმრის ოჯახში გადავალთ საცხოვრებლად.
– მუჰამედის ნათესავებმა იციან შენი ორიენტაციის შესახებ?
– კი, გაიგეს. ჩამოფრინდნენ ჩემ გამო და გამიცნეს. ამ საკითხზე არ მინდა ყურადღების გამახვილება. ინფორმირებულები არიან და არანაირი პრეტენზია არ აქვთ. ეს ურთიერთობა ჩემი მეუღლის გადასაწყვეტია და არა მისი ოჯახის წევრების.
– როგორც ვიცით, არაბეთში ერთსქესიანთა  ქორწინება კი არა, ურთიერთობაც კი სიკვდილით ისჯება. გიღირს ეს ყოველივე ამად?
– არაბეთში არის შემდეგი კანონი: თუ არაბ გეის ურთიერთობა აქვს უცხოელთან, ამ შემთხვევაში, მას ართმევენ მოქალაქეობას, ხოლო უცხოელს სიკვდილით სჯიან, ან სამუდამო დეპორტს ურტყამენ. ამ ყველაფრის შესახებ არ ვიცოდი, მოგვიანებით გავიგე. არასდროს მქონია არაბებთან შეხება და საიდან მეცოდინებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას რომ იღებ, მაშინ ყველაფერი გიღირს.
– ანუ, არაბეთში აპირებთ ცხოვრებას? მგონი, საშიშია...
– კანონებიდან გამომდინარე, არანაირი სურვილი არ მაქვს აქ ცხოვრების, რადგან ცუდად ვგრძნობ თავს. თამამად ვერ გავდივარ ქუჩაში, ყველას ყურადღებას ვიქცევ. შუა ზაფხულში, ბათუმში, ქუჩაში დავდივარ „კუპალნიკით“ და აქ, საცურაო კოსტიუმით სახლშიც მეშინია გავლა. შეიძლება, მეზობელმა დამინახოს და ინფორმაცია გადასცეს სამართალდამცავებს, რაც კანონით ისჯება.
– დაქორწინებას სად აპირებთ? სარწმუნოებაც შეიცვალე?
– დიახ, სარწმუნოება შევიცვალე. მუსლიმანი გავხდი. ჯერ დანიშნულები ვართ. ნიშნობა მცირე სამეგობრო წრეში მოხდა. რაც შეეხება ქორწინებას, გავემგზავრებით იმ ქვეყანაში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება მისაღებია. ქორწილს კი აუცილებლად საქართველოში გადავიხდით. მსგავსი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა და პირველი მე ვიქნები. თან, იმის შიშიც არ მექნება, რომ მეორე დღეს ვინმე ყელს გამომჭრის (იცინის).
– შენი საქმრო ჰეტეროსექსუალია? რას საქმიანობს? ასაკობრივი ბარიერი არის თქვენ შორის?
– ჩემი მეუღლე ჰეტეროსექსუალი, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, ნორმალური ადამიანია. უბრალოდ, ასე მოხდა. რაც შეეხება ასაკობრივ ბარიერს, მე მასზე უფროსი ვარ. ზოგადად, არც მომწონდა დიდი ბიჭები, ყოველთვის ჰალსტუხიანი ბაბუები დამდევნდნენ თბილისში. შესაბამისად, ყოველთვის პატარა ბიჭები მიზიდავდა. თავისი ბიზნესები აქვს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში.
скачать dle 11.3