კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ უღებდნენ ექთნები ვიდეოს კომიდან გამოსულ ზურა ვადაჭკორიას და რას „ამოჭრიან“ ოჯახის წევრები მისი ცხოვრებიდან

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია, დაახლოებით, ორი თვეზე მეტხანს საავადმყოფოში, ინსულტის დიაგნოზით იწვა. თვეზე მეტი კომაში იყო და ოჯახის წევრებს ექიმები, მისი გადარჩენის მხოლოდ ერთპროცენტიან შანსს აძლევდნენ. ზურამ, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ყველაზე მაგარი ფოკუსი ჩაატარა და სიკვდილი დაამარცხა. რა მდგომარეობაშია ახლა ის, აპირებს თუ არა ოჯახი მისთვის მკურნალობის კურსის უცხოეთში გაგრძელებას და რა იყო პირველი სიტყვა კომიდან გამოსვლის შემდეგ, ამას მისი ქალიშვილი, მიმი ვადაჭკორია მოგიყვებათ.

მიმი ვადაჭკორია: მამა 28 თებერვალს კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს.  ერთი თვე კომაში იყო და ექიმები, ოჯახის წევრებს პირადად ვერ გვეუბნებოდნენ, მაგრამ ახლობლებთან ამბობდნენ, გადარჩენის მხოლოდ ერთი პროცენტი არსებობსო. ნამდვილი სასწაული მოხდა და ზურა კომიდან გამოვიდა, ცნობიერება მთლიანად დაუბრუნდა, ნელ-ნელა ლაპარაკი დაიწყო და კიდურებსაც ამოძრავებს. ამ ფაქტით ექიმები შოკში არიან და ძალიან უკვირთ. ასეთ პროგრესს ნამდვილად არ ელოდნენ. ღმერთის წყალობით, მალე წავიდა აღდგენის პროცესი. თუმცა, ამბობენ, ასეთ პაციენტს დიდი დრო უნდა, რომ მდგომარეობიდან გამოვიდესო. იმასაც გვეუბნებოდნენ ექიმები, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ, შანსი არ არის მისი გადარჩენის და თუ გადარჩა, სავარაუდოდ, შეზღუდული შესაძლებლობა ექნება. შესაძლოა, მთელი ცხოვრება აპარატზე იყოს შეერთებულიო, მაგრამ მამამ ისე იბრძოლა, იმდენი შეძლო, ლაპარაკიც კი დაიწყო და ხელ-ფეხშიც შეგრძნება აქვს. ანუ, დროა საჭირო და გაივლის კიდეც. ყველა შოკშია ზურას ასეთი პროგრესის გამო. ამბობენ, ვიცოდით, ნიჭიერი და ჭკვიანი რომ იყო, მაგრამ თუ ასეთი სხვანაირი ტვინი ჰქონდა, ვინ წარმოიდგენდაო. არადა, ფაქტია, ტვინის სასიცოცხლო ნაწილი მთლიანად დაზიანებული იყო, უჯრედები გაშავებული. ამბობენ, რომ იშვიათ შემთხვევასთან აქვთ საქმე. არ დამავიწყდება, კომაში რომ იყო, შევედი რეანიმაციაში, ჩამოვუჯექი და ველაპარაკებოდი. ვამშვიდებდი, მამა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მჯეროდა, რომ ჩემი სიტყვები ესმოდა. გვერდით ჩამიარა თეთრხალათიანმა ექთანმა ბიჭმა და მითხრა: რას ელაპარაკები, მაინც არ ესმის შენი სიტყვებიო. გული ჩამწყდა და ერთადერთი, რაც ვუთხარი, იყო ის, რომ ეს საუბარი ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს, ზუსტად ვიცი, მამას ჩემი ესმის-მეთქი. გაჭირვებული ადამიანისთვის, ერთ იმედიან სიტყვასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს და არასდროს დამავიწყდება როგორ მეტკინა იმ ბიჭის სიტყვები.
– ზურას საუბარი შეუძლია? რა თქვა პირველად, როცა კომიდან გამოვიდა?
– ცნობიერება ასპროცენტიანად დაუბრუნდა და ჩვეულებრივად საუბრობს. ამბობდნენ, შესაძლოა, გადარჩეს, მაგრამ ჭამასაც ვერ შეძლებსო. მაგრამ ახლა ჭამს კიდევაც და ყლაპვაც შეუძლია. პირველი კი, რაც თქვა იყო, ჩემი ბრალიაო.
–  რა იყო მისი ბრალი, რას ნანობს?
–  ალბათ, იგულისხმა, მოციმციმე არითმია რომ ჰქონდა და ექიმთან დროულად არ მივიდა, თორემ ამ სიტუაციას თავს აარიდებდა. სულ უნდა, მის გვერდით ვიყოთ. გვითხრა, ხელს ვერ ვამოძრავებ და რა მოხდაო. ვუთხარით, მაღალი წნევა გქონდა და იმის ბრალიაო. არ იცოდა, რომ კომაში იყო. ახლა ვუთხარით. ალბათ, იმ პერიოდს საერთოდ ამოვშლით ზურას და ჩვენი ცხოვრებიდან – აღარასოდეს გავიხსენებთ, რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მამასთვის სურათიც კი არ გადამიღია საავადმყოფოში. მინდა, ეს პერიოდი სრულიად ამოვჭრა მეხსიერებიდან  და გავაქრო ჩვენი ცხოვრებიდან.
მამა რეანიმაციიდან „მოვლის ცენტრში” გადავიყვანეთ, რომელიც „ინგოროყვას კლინიკის“ რეანიმაციის ექიმს, ლევანს აქვს გახსნილი. იქ ყველანაირი სარეაბილიტაციო პროცედურა უტარდებოდა. ყელი გაჭრილი ჰქონდა და აპარატზე იყო შეერთებული. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო „ინგოროყვას კლინიკის“ ექიმებს, რადგან მათ შეუძლებელი შეძლეს ზურასთვის. ახლა მამას მასაჟები უკეთდება. 5 დღის წინ სახლში გამოვიყვანეთ და ხასიათზე მოვიდა.
–  იყო საუბარი, რომ აპირებდით ზურას უცხოეთში წაყვანას და მკურნალობის იქ გაგრძელებას. კონკრეტულად, სად გინდათ მისი გადაყვანა?
–  შევხედავთ, როგორ წავა სიტუაცია და სამომავლოდ, რომ გავიკითხეთ, სომხეთში წაყვანა გვირჩიეს სარეაბილიტაციოდ. თუმცა, ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება. ისიც დიდი პროგრესია, რომ ხელის მტევნები და ფეხის ტერფები აამოძრავა. გვეკითხება, რა მჭირსო, ჩვენ კიდევ ვეუბნებით, წნევები რომ გქონდა, ექიმები გაძინებდნენ, კუნთები გაქვს მოდუნებული და ამის ბრალია, მასაჟების მერე, ჩვეულებრივად იქნებიო, კომაში რომ იყო და გამოძვრა,  ფაქტობრივად, მეორედ დაიბადა. სხვათა შორის, მამა რომ საავადმყოფოში იყო, მისი ორი შვილიშვილის დაბადების დღე იყო და პირველად შეხვდნენ ბაბუს გარეშე. ზურასთვის არ გვითქვამს, არ გვინდოდა, ენერვიულა. ზუკას დაბადების დღეზე კომაში იყო აპარატზე შეერთებული, ხოლო სესილის დაბადების დღისთვის უკვე კომიდან გამოვიდა, მაგრამ მაინც არ ვუთხარით, არ გვინდა, ზედმეტად ვანერვიულოთ. რომ ვეუბნებოდით, ახლა ბავშვებს მოვიყვანთო, უარს ამბობდა, არ მინდა, ასეთ მდგომარეობაში მნახონო. სესილი მივიყვანეთ, მაგრამ მამას არ უნახავს, ეძინა. მეორე დღეს რომ ვუთხარით, ცრემლი წამოუვიდა. მეგობრებიც ხშირად მოდიან და ნახულობენ მამას. რაც კომიდან გამოვიდა მამას სახეზე სიხარული და ღიმილი არ მენახა. ახლა, როცა სახლშია, იღიმის, განიცდის და ცრემლი მოსდის. აღარც კი მინდა იმის გახსენება, რაც გამოვიარეთ. არასდროს ვყოფილვარ ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა ვარ. ვიცოდი, გადარჩებოდა და ამის იმედი არ დამიკარგავს. მახსოვს, პირველად, ზურამ დედას თავი რომ დაუქნია, ექთნებმა იკივლეს. ვიდეოს უღებდნენ, ექიმს უნდა ვაჩვენოთ, ისე არ დაგვიჯერებსო  (იცინის). ექიმი კი შოკში იყო, დაუჯერებელი ამბავია, ამ ადამიანმა სიკვდილი დაამარცხაო. ყველას გვჯეროდა, რომ მამა გადარჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებისა და ექთნების თვალებში უიმედობას ვხედავდით. მამას მეგობარმა, შალვა ოგბაიძემ თქვა: ზურამ ფურორი მოახდინა და ყველაზე მაგარი ფოკუსი გააკეთაო (იცინის). მამას მდგომარეობით ინტერესდებიან მისი კოლეგები ამერიკიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. მინდა, ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო ასეთი გულისხმიერებისთვის. ყველა გვამხნევებს და გვერდში გვიდგას. დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ოჯახის სახელით „მაგთის,” გია ჯოხთაბერიძეს (მამა სახლში რომ გამოვიდა, პირველი გიასთან ტელეფონზე ლაპარაკი მოინდომა), ჩუღურეთის რაიონის გამგეობას და გამგებელს, ზურა ჩიკვილაძეს, დათო ნარმანიას, ზაზა გაბუნიას, გია ვოლსკის, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს და ძალიან ბევრს. ამას წინათ ვფიქრობდი, რამდენი ცნობილი ადამიანი გარდაიცვალა ან გაჭირვების წინაშე აღმოჩნდა და ბევრი საზიზრობა და ნეგატივი დაწერეს. მამაზე კი, არ გამიგია და არც მსმენია მსგავსი რამ. ყველას უყვარს და სულ უცხო ადამიანები კითხულობენ მის მდგომარეობას. ამას წინათ, სრულიად უცნობმა ადამიანმა, მამას სახელზე ნაკურთხი ხატი მოგვიტანა. მახსოვს, როცა გვითხრეს, ზურა ვერ გადარჩებაო, ღმერთს ვთხოვდით, ოღონდ გადარჩეს და ისუნთქოს, ჩვენ მაგის სუნთქვაც გაგვაძლიერებსო. დღეს კი მისი სუნთქვაც და გამოხედვაც იმედს გვაძლევს და გვაძლიერებს.
скачать dle 11.3