კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№21 ბრძნული აზრები

თათია ფარესაშვილი თათია ფარესაშვილი


დეფო:
შურიანი ადამიანების ორი სახე არსებობს, ერთნი ნატრობენ, ჰქონდეთ ის, რაც შენ გაქვს, ხოლო მეორენი ნატრობენ, რაც გაქვს ისიც აღარ გქონდეს.
რუსო: პატივს სცემთ თუ არა ადამიანს – ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ პატივისცემით მოპყრობა – აღზრდის საკითხია.
ნიცშე: როდესაც ცხოვრებაში შენიანს შეხვდები, მიხვდები, რატომ ვერ უგებდი სხვას.
შილერი: მთავარია, დროულად მიხვდე, როგორ ადამიანებში ცდებოდი.
ბეკონი:  ნუ ელოდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სიძნელეები არ გამოილევა. შენ ისწავლე, როგორ იყო ბედნიერი დღეს.
მონტენი: ზოგს ჰგონია, რომ წამოდგა. სინამდვილეში კი, ამოტივტივდა.
სესბრონი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთი ზემოდან გვიყურებს, სინამდვილეში, ის შიგნიდან გვიყურებს.
ვებერი: ბრძენი ხარ მაშინ, როცა ყველაფერს ხვდები, მაგრამ არ ღიზიანდები.
სენეკა: რეპუტაციაზე მეტად სინდისზე იფიქრე.
ჯეიკობსი: სიღატაკეს მიზეზი არა აქვს, მხოლოდ კეთილდღეობას აქვს მიზეზი.
უაილდი: ხანდახან დაცემა ჯობია, ვიდრე – არასდროს აფრინდე.
ლინკოლნი: ერთი კი არა, ასი მარცხის შემდეგაც არ შეიძლება დანებება.
ვოლტერი: ყველაზე მაგარი გამარჯვება პატიებაა.
შოპენჰაუერი: არ უთხრა შენს მეგობარს ის, რაც არ უნდა იცოდეს შენმა მტერმა.
დიუმა: საოცარია, მაგრამ ყველაზე ხშირად ის გვასწავლის კარგად ცხოვრებას, ვინც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია.
საადი: მოაზროვნე ადამიანები თვითონ იცვლებიან, დანარჩენს ცვლის ცხოვრება.
კლიუჩევსკი: ბავშვმა კი არ უნდა გაგიგოთ თქვენ, არამედ თქვენ – მას. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ უკვე იყავით ბავშვი.
დიდრო: ადამიანი, რომელიც გრძნობს დაფასებას, ყოველთვის უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე მისგან ითხოვენ.
სოკრატე: ქორწინება, სიმართლე რომ ითქვას, ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტება.
მონტესკიე: ფრანგები საკუთარ ცოლებზე საუბარს ერიდებიან, რადგან შესაძლოა, თანამოსაუბრე ამ საკითხში მათზე ღრმად ჩახედული აღმოჩნდეს.скачать dle 11.3