კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ხარ „ბრენდი“?

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე


რას ნიშნავს, იყო „ბრენდი“ – იმას, რომ გქონდეს განუმეორებლობა, პიროვნული განსხვავებულობა და არა მახასიათებლობა. ასეთი ორიგინალური ადამიანები ყველასგან გამოირჩევიან და ბევრსაც აღწევენ. გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს. პასუხები უნდა იყოს „კი“ ან „არა“.

1. იცით, როგორი ჰგონიხართ ადამიანებს, რომლებიც გარშემო გყავთ? მაგალითად, ფიქრობენ, რომ ხართ ჭკვიანი, დადებითი და მზრუნველი?
2. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხართ?
3. იწერთ უახლოეს მომავალში შესასრულებელ საქმეებს? მიზნებს, რომლებიც უნდა განახორციელოთ?
4. დაუვალებიათ თქვენთვის საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ მას განსაკუთრებულად გააკეთებთ?
5. იცით, რით განსხვავდებით სხვა ადამიანებისგან? იცით, რაშია თქვენი ხიბლი?
6. თქვენი ინდივიდუალურობა აისახება ყველაფერზე – ჩაცმის სტილზე, მანერებზე, ცხოვრებისეულ პოზიციაზე?
7. იცით, ვინ არის მიზნობრივი აუდიტორია? იცით, ვის სჭირდებით ყველაზე მეტად?
8. იცით, სიახლეების საკუთარ თავზე მორგება? შეძლებთ წლის სიახლეს თქვენ გაუკეთოთ პრეზენტაცია?
9. გაქვთ თქვენი პროფესიონალური კონტაქტების პირადი ბაზა?
10. გაქვთ ისეთი პირადი გვერდი სოციალურ ქსელში ან ბლოგი, რომლეიც ინტერესს იწვევს?
11. გაქვთ ცხოვრებისეული დევიზი?
12. იცით, ხვალ რა ნაბიჯს გადადგამთ? რისკენ იქნება ის მიმართული და რას მოგიტანთ?

ნახეთ შედეგები:
თუ თქვენი პასუხების უმრავლესობა დადებითია, საკუთარი „ნიშა“ ნაპოვნი გაქვთ. ნამდვილად გამორჩეული ბრძანდებით. დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევთ. იცით, რას ნიშნავს, იყო „ბრენდი“ და „ბრენდირების“ პრინციპი. პროფესიონალი „ტრენერის“ რჩევებს არ საჭიროებთ.
თუ პასუხებში სჭარბობს „არა“ – როგორც ჩანს, ამ საკითხზე არასდროს დაფიქრებულხართ. საკუთარი ინდივიდუალურობის წარმოჩენა მნიშვნელოვანი არ გგონიათ. ცხოვრობთ, როგორც „ნაცრისფერი თაგუნია“ – ასე,  ცხოვრება გვერდით ჩაგივლით და მერე ნუ იწუწუნებთ, რომ არავის აინტერესებთ.
скачать dle 11.3