კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რომელი ხილის ჭამა იცავს კანს ნაადრევი ნაოჭებისგან

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ცოცხალ, სეზონურ ხილს ჩვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს. თუ გსურთ, გქონდეთ ლამაზი, გლუვი და იმავდროულად, თანაბარი შეფერილობის კანი, ასევე, არ გსურთ, გაგიჩნდეთ ნაადრევი ნაოჭები სახეზე, ხშირად მიირთვით ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები.

მოცვი – ანტიოქსიდანტების შეანიშნავი წყაროა. ის A და C ვიტამინებს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა კანისთვის.
ვაშლი – ახალგაზრდული კანის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მასში შემავალი კოლაგენების რაოდენობა კანს ელასტიკურობას ანიჭებს.
საზამთრო – ბევრ წყალს შეიცავს, სასიამოვნო გემო აქვს, არ იწვევს გასუქებას და კანს შიგნიდან ატენიანებს.
ბანანი – კალიუმის წყაროა. ეს მინერალი კი, კანს ტენიანობის ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება. გამომშრალი კანის მიზეზი ხშირად კალიუმის დეფიციტია. მშრალ კანზე კი, ყველაზე მარტივად ჩნდება ნაოჭები. სწორედ, ამიტომაა ამ ხილის ჭამა მნიშვნელოვანი.
ანანასი – სამკურნალო ხილია. მის შემადგენლობაში ბრომელანი შედის, რომელიც შესანიშნავად ებრძვის კანის ანთებას და შეშუპებას.
მარწყვი – ეს უგემრიელესი ხილი კანისთვის ძალიან სასარგებლოა. მარწყვში შემავალი მჟავები კანის გარეგან დაზიანებასა და ნაოჭების  გაჩენას ებრძვის.
პაპაია – ეს ხილი A ვიტამინითაა სავსე, ხოლო ფერმენტი პაპაინი, უმოქმედო ცილებსა და კანის მკვდარ უჯრედებს მოგვაშორებს.
კივი – პიკანტურ გემოსთან ერთად, ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს.
ბროწეული – დაბერების საწინააღმდეგო ძლიერი ნაერთების საშუალებით, მას რეგენერაციის  სტიმულირების შესანიშნავი უნარი აქვს.
ალუბალი – ეს გემრიელი ხილი თავისუფალ რადიკალებს ბრძოლაში ეხმარება და ამით, დაბერების პროცესს ანელებს.скачать dle 11.3